მოსკოვი პარიზს თანხის დაბრუნებას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 2015-01-25 11:58:00

რუსეთმა საფრანგეთს "მისტრალებისთვის" მილიარდი ევრო უკვე გადაუხადა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი პარიზისთვის ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებით არის დაინტერესებული. "ჩვენ გვაწყობს საკითხის ნებისმიერი ცივილიზებული გზით გადაჭრა. თუ ისინი მისტრალებს მოგვცემენ, უარს არ ვიტყვით. მაგრამ თუ ამის გაკეთებას არ აპირებენ, მაშინ გადახდილი თანხა უნდა დაგვიბრუნონ,"-აღნიშნა ბორისოვმა.