დონბასელი სეპარატისტები დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლით იმუქრებიან

საქართველო, თბილისი - 2015-01-23 14:43:00

დონბასელი სეპარატისტები დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლით იმუქრებიან. საგანგებო განცხადება დონეცკში სტუდენტებთან შეხვედრისას დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ გააკეთა.
" ჩვენ შევუტევთ და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მივალთ. თუ საფრთხე სხვა მხრიდანაც შეიქმნება, მის ლიკვიდაციასაც შევძლებთ,"-აღნიშნა ზახარჩენკომ. მისივე თქმით, ამ დროისათვის ამბოხებულთ რაზმები იერიშებს მაიორსკის, ავდეევკასა და ოჩერეტინოს რაიონებზე ახორციელებენ.