სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებას ორი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა
საქართველო, თბილისი - 2015-01-23 13:17:00

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას 2 სომეხი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცუნ ოვანესიანმა განაცხადა. მისივე მტკიცებით, აზერბაიჯანულმა მხარემ გვიან ღამით ზავის რეჟიმი 300-ჯერ დაარღვია. თავდასხმები ტავუშის ოლქზე განხორციელდა. სომხური მხარის მტკიცებით, ბერდის რაიონში აზერბაიჯანული სპეცრაზმი საგანგებო ოპერაციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა სომეხმა მესაზღვრეებმა მათი მოგერიება შეძლეს.