ქობულეთში მაშველები ზღვაში მამაკაცს ეძებენ
საქართველო, თბილისი - 2014-09-24 16:19:00
![]()
ქობულეთში მაშველები მამაკაცს ეძებენ, რომელიც დღეს შევიდა ზღვაში. როგორც გაზეთი "ბათუმელები" იუწყება, ამ დროისათვისსამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
„არ ვიცი რატომ შევიდა ასეთ ამინდში ზღვაში" - ამბობს სულხან ევგენიძე, ქობულეთის გამგებელი.
დღეს აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმი დაფისირდა. აჭარის დაბლობში ძლიერი წვიმაა, რეგიონში რამდენიმე მდნარე ადიდდა, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა სპეცცსამსახურები.