ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: მთავრობა უნდა დაისაჯოს - მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის მსხვერპლად შეწირვა, არ იქნება სწორი ფორმა

რესპოდენტის შესახებ

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძეს მიერ ექსპერტებთან გაკეთებული განცხადებების შესახებ, რომლიდანაც ნათელი ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოლაპარკებების პროცესში და მხარეთა შეთახმების სავარაუდო შედეგები,  ”ჯი-ეიჩ-ენი” ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს ესაუბრა.

რომან გოცირიძე: დღეს ენერგეტიკის სანინისტროში ტყუილებით გაბერეს ჟურნალისტები და ექსპერტები. მთავრობამ გაზპრომთან კაპიტულაცია განიცადა. იმ თაგვივით მოუვიდა, რომელიც გემრიელ ნამცხვარს ელოდებოდა და იმდენი თხარა, რომ კატა გამოთხარა. საქართველო გაზპრომიდან ღებულობდა გატარებული გაზის 10 პროცენტს. მიუხედავად რუსული მხარის არაერთგზის მცდელობისა, მან ეს სქემა ვერ შეცვალა თვით 2008 წლის ომის დროსაც კი. მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - სომხეთს, სადაც ენერგოსექტორი თითქმის ასი პროცენტით მას ეკუთვნის, სხვანაირად ვერ მოამარაგებდა.

- ითქვა, რომ რუსეთს ამის უზრუნველყოფა ირანიდან შეუძლია...

- ბლეფია, რომ რუსეთს ამის უზრუნველყოფა ირანიდან შეუძლია. სომხეთში ამ ქვეყნიდან შედის ვიწრო, დაბალი გამტარუნარიანობის მილი, რომლითაც მარაგდება მხოლოდ თბოელექტროსადგურები და საქართველოში გამავალი ტრანზიტული მილსადენის გამორთვის შემთხვევაში სხვა დამატებითი ტექნიკური სირთულეებიც წარმოიშვება, რაც შეუძლებელს ხდის სომხეთის გაზით სრულად მომარაგებას. საქართველოსთვის რუსეთის მიერ დატოვებული გაზის მოცულობა და მისი ღირებულება საკმაოდ მომგებიანია. მაგრამ ამაში შედის ის ფასიც, რაც ამორტიზებულ მილში ქართულმა სახელმწიფომ გაიღო საბიუჯეტო დანახარჯებისა და გრანტების სახით. მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 60 მილიონი დოლარი გამოგვიყო მისი რეაბილიტაციისათვის. დიდია ამ მილის საექსპლუატაცი ხარჯები. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მილსადენით მომსახურება, რომელიც ფაქტობრივად სომხეთისთვის არსებობს, არ უნდა ღირდეს იაფი, თანაც, როცა მას ფაქტობრივად, მონოპოლისტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე.

- რატომ არის წამგებიანი გაზპრომთან გაფორმებული  ახალი ხელშეკრულება?

- გაზპრომთან ახალი ხელშეკრულებით ჩვენ მრავალ მილონ დოლარს ვკარგავთ და ვჩუქნით მას გაზპრომს. მაშინ, როცა გაზის ფასი დაახლოებით 300 დოლარი ღირდა ათასი კუბური მეტრი, საქართველოში ტრანზიტის სანაცვლოდ დატოვებული 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის ღირებულება გამოდიოდა 60 მილიონი დოლარი. ეს იყო ჩვენი სარგებელი მაშინ. როცა გაზის ფასი 200 დოლარია, ჩვენი შემოსავალი 40 მილიონი დოლარის ტოლფასია. ახლა თურმე რუსეთი მხოლოდ 15 მილიონ დოლარს გვთავაზობს. ეს რომ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც დღემდე ვიღებთ, კარგად ვხედავთ. ამით ჩვენთვის დატოვებული გაზის ნახევარსაც ვერ შეიძენ, ხოლო გაზის ფასის მატების შემთხვევაში, მესამედიც სანატრელი გაგვიხდება. თანაც ფასი გაზპრომთან მოლაპარაკების საგანი ხდება, ანუ სპილოს ჭიანჭველა უნდა ევაჭროს. ისეთი ჭიანველა, რომელსაც ჩვენი მთავრობის გული აქვს.

- ახალი ხელშეკრულების არგუმენტად, საერთაშორისო პრაქტიკას იშველებიენ...

 - დიახ, იშველიებენ საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც ბარტერი ძალიან იშვიათია. ეს არგუმენტი სწორია, მაგრამ არა ზუსტი. ვნახოთ, როგორ ხდება ეს ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის გაზსადენიდან საქართველოსთვის სატრანზიტო გადასახადის ანაზღაურებისას: ა) 5 პროცენტი გვრჩება უფასოდ ბ) გარკვეულ ნაწილს ვიღებთ ძალიან შეღავათიან ფასად გ) გარკვეულ ნაწილს ვყიდულობთ სპეციალურ, იაფ ფასად დ) დანარჩენი შეგვიძლია ვიყიდოთ კომერციულ ფასად( როცა ამის რესურსი იქნება). თანაც არ გვაქვს დამატებითი საექსპლუატაციო ხარჯები გასაწევი. მილსადენი ჩვენ არ გვეკუთვნის და მის ოპერირებას ბრიტანული კომმპაბია BP ანხორციელებს. ზემოთ ნახსენები 5 პროცენტი, ფაქტობრივად, ისეთივე ნატურით დატოვებული გაზია, როგორც რუსეთის შემთხვევაში. მაგრამ, მართლაც, ნატურით ანაზღაურება რომ არ გამოვიდეს, ფორმალურად BP გვიხდის ფულს და იმავე წამს ამ ფულს ვუბრუნებთ უკან და "ვყიდულობთ" გაზს.  განსხვავება იმაშია, რომ როგორიც არ უნდა იყოს გაზის ფასი ამა თუ იმ პერიოდში, მიღებული ფულით ყოველთვის გვერგება კუთვნილი 5 პროცენტი. სწორედ ამაშია უზარმაზარი განსხვავება ამ და გაზპრომის ვარიანტს შორის. გაზპრომმა მოგვცა ფული და გაგვინახევრა გაზი. ამ წარუმატებელი შედეგისათვის მთავრობა უნდა დაისაჯოს. მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის მსხვერპლად შეწირვა არ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის სწორი ფორმა. ახლა ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს მთელი ეს ფარული მოლაპარაკებები ტრანზიტის სქემის შეცვლას ეხებოდა. კონტრაქტის გაგრძელება ერთი წუთის საქმე იყო ყოველთვის. სინამდვილეში ეს ხალხი სათავისოდ თუ ქვეყნისათვის უამრავ სქემებს ხლართავდა. ჩაითრია გაზპრომაა საკუთრ თამაშში და წაგვართვა მილიონები. როგორც იტყვიან, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ქვეყანას პოლიტიკურად დილეტანტები მართავენ. დროა შევიდეს ყველა თავის ბუტკაში. ზოგისთვის ეს ბუტკა ბიზნესია, ზოგისთვის სპორტი და ზოგისთვის თამადობა!

„ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია

ავტორი: . .