RSS - http://www.ghn.ge ghn.ge ge-GE Copyright by www.ghn.ge 2018 support@ghn.ge RSS 2.0 generation class ეს ჩანაწერები წარმოადგენს იმ ძველ დროსა და ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ - სალომე ზურაბიშვილი http://www.ghn.ge/com/news/view/213475/ ეს ჩანაწერები წარმოადგენს იმ ძველ დროსა და ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერების პრაქტიკა უნდა მოვიშოროთ, თუ გვინდა ახალ, თანამედროვე საქართველოში გადასვლა.„ეს ჩანაწერები წარმოადგენს იმ ძველ დროსა და ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ, თუ გვინდა, რომ გადავიდეთ ახალ, თანამედროვე საქართველოში. მაქვს ეს სურვილი და ვიქნები იმ ახალი საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539960678.jpg ghn.ge ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია - პაატა ბურჭულაძე http://www.ghn.ge/com/news/view/213474/ საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია, - ამის შესახებ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, პროვოკაცია მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს გეგმავდა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, რომლებსაც ფონდი დაეხმარა. „მინდა მივმართო ყველას, არ მოტყუვდეთ არც ფონდით, მე თქვენთან არც ინტერვიუსთვის და არც სხვა რამისთვის არ ვაგზავნით, ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები", - თქვა ბურჭულაძემ. ის მოუწოდებს პროკურატურას, გააკეთოს განცხადება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ის ასევე მოუწოდებს პრემიერს, რომ ვიდრე ფონდი სრულფასოვან ფუნქციონირებას აღადგენს, თავად დაეხმარონ იმ ოჯახებს, ვის დახმარებასაც „იავნანა" გეგმავდა. მისივე თქმით, 25 ოქტომბრიდან ფონდი "იავნანა" ახალ სიცოცხლეს დაიწყებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.   support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539960081.jpg ghn.ge პროკურატურა მზად არის, ბრიტანელ სამართალდამცველებს პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მტკიცებულება გადასცეს - გუმბერიძე http://www.ghn.ge/com/news/view/213473/ პროკურატურა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, ბრიტანელ სამართალდამცველებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ყველა მასალა და მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ის გულისხმობს აუდიოჩანაწერებსა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც უშუალოდ მკვლელობის მომზადების საქმეზეა მოპოვებული. მისივე თქმით, 2016 წლის სექტემბერში გამოძიებამ ბრიტანეთის შესაბამის ორგანოებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაეგზავნა მოთხოვნა მისი გარდაცვალების შესახებ ყველა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. გუმბერიძის განცხადებით, საქმეზე ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საქმეზე სიმართლეს დაადგენს. „როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, გამოკვეთილია მკვლელობის მომზადების ფაქტი, თუმცა ვცდილობთ, სრულყოფილი გამოძიება ჩავატაროთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სიმართლეს დაადგენს“, – აღნიშნა გუმბერიძემ. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539959755.jpg ghn.ge თამარ ჟვანიამ 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა http://www.ghn.ge/com/news/view/213472/ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელებულ საქმიანობას ასახავს. თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539957765.jpg ghn.ge ჩვენი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით - მარიკა გაბუნია http://www.ghn.ge/com/news/view/213471/ „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარიკა გაბუნიამ. მისი თქმით, ქართული პროდუქტი სულ უფრო მეტ ახალ საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს, რისი შედეგიცაა 2018 წლის 9 თვის მონაცემები, რომლის თანახმადაც ექსპორტის ზრდა გვაქვს დაახლოებით 25.7%. მარიკა გაბუნიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მატებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი დაახლოებით 80%-ით არის გაზრდილი; 63%-იანი ზრდაა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის შემთხვევაშიც; ცხვრის ხორცის ექსპორტი, რომელიც ახალი პროდუქტია ჩვენი ბაზრისთვის, დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი. ასევე ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მარიკა გაბუნიას განცხადებით, „აღსანიშნავია, რომ იზრდება არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ სამრეწველო პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად მინდა აღვნიშნო, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის 30%-იანი ზრდა გვაქვს. გაორმაგებულია სამედიცინო ხელსაწყოების ექსპორტი, რომელიც ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდა როგორც საექსპორტო პროდუქცია და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით." „საქსტატის" თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მსუბუქი ავტომობილების (87.1%), სიგარების და სიგარეტების (5-ჯერ მეტად), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (20.3%), ფეროშენადნობის (14.9%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (19.3%), და აზოტოვანი სასუქების (30.4%) ექსპორტი.აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების გარდა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანში (104.4%) , სომხეთსა (34.5%), და უკრაინაში (60.4%). support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539957565.jpg ghn.ge ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები ნათელი შედეგია იმ აქტივობების, რომლებიც ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის ხელშესაწყობად ხორციელდება - ნინო ჩიქოვანი http://www.ghn.ge/com/news/view/213470/ „იმპორტ-ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები ნათელი შედეგია იმ აქტივობების, რომლებიც ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის ხელშესაწყობად ხორციელდება“- ასე აფასებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით.  როგორც ნინო ჩიქოვანი აღნიშნავს, პალატის საქმიანობის ძირითადი ნაწილი სწორედ საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურება და სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა იმატებს. „აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი აქტიური და მოთხოვნადი სერვისი “DCFTA საინფორმაციო ცენტრი“-ა, რომელიც ევროკავშირის ბაზრის რეგულაციების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებას ემსახურება. გარდა ევროკავშირის ბაზრისა, ჩვენი ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ იმ სტანდარტების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარზეც უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენი ცენტრისადმი მეწარმეთა მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესი ევროკავშირის ბაზრის მიმართ დღითიდღე იზრდება. გარდა ევროკავშირისა, პალატა მუშაობს მეწარმეთათვის სხვა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც. ამისთვის ჩვენ გავააქტიურეთ სერვისი „მოიძიე პარტნიორი“ და ორგანიზებას ვუწევთ საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც საქართველოს მეწარმე-სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მოძიების ეფექტიანი პლატფორმაა. 2019 წლის განმავლობაში პალატა გეგმავს საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ფორუმების გამართვას, რაც რეგიონულ ბიზნესს დამატებით პერსპექტივას გაუჩენს საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. იმედი გვაქვს ჩვენი ძალისხმევა და აქტივობები მომდევნო წლის ანალოგიურ სტატისტიკაში კიდევ უფრო დადებითად აისახება“- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა თემის კომენტირებისას. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატილსტიკის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტის 17.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 301.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში იმპორტი 3.3 პროცენტით გაიზარდა და 711.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 7.1 პროცენტით გაიზარდა და 1013.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში სავაჭრო ბალანსი 21.1 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 409.7 მლნ.აშშ.დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვანდ - 5.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539956911.jpg ghn.ge "იბერიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ http://www.ghn.ge/com/news/view/213469/ "იბერიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც "საქართველოს პროფკავშირების" გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნაა კუთვნილი შრომითი ანაზღაურების უმოკლეს ვადებში ჩარიცხვა. "დღეს,19 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის და პროფკავშირების გაერთიანების პრესკონფერენცია. დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნაა კუთვნილი შრომითი ანაზღაურების უმოკლეს ვადებში ჩარიცხვა. როგორც იბერიის თანამშრომლები, ისე მთლიანად პროფესიული კავშირები ყოველთვის დგას თავისუფალი მედიის დაცვის სადარაჯოზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს შეუძლია დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის ასე გამართლება. კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობამ ტელეკომპანიის დახურვა გაიგო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია. იბერიის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ დირეაქციაში შეიტანა განცხადება, სადაც აღნიშნულია ყველა ის საკითხი რაზეც საუბარი იყო პრესკონფერენციაზე. დროული კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები მიმართავენ სასამართლოს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს დასაქმებულთა პროტესტს, იბრძოლებს მათი სოციალური გარანტიების შესანარჩუნებლად და სასამართლოში დაიცავს მათ შრომით უფლებებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ კომპანიას და სახელმწიფოს, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები, ისე მოაგვაროს დასაქმებულების ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა არ გააუარესოს", - ნათქვამია განცხადებაში. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539956760.jpg ghn.ge ხულოში ხანძარს ახალგაზრდა გოგონა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი ემსხვერპლა http://www.ghn.ge/com/news/view/213468/ ხულოში, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძარს ახალგაზრდა გოგონა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის გნცხადებით, 20 წლის გოგონა ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ მამაკაცის გადასარჩენად შევიდა, თუმცა, ორივე დაიღუპა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539956014.jpg ghn.ge ვეფხია ბაქრაძე ჩვენებას მისცემს და ის იტყვის აბსოლუტურ სიმართლეს - ადვოკატი http://www.ghn.ge/com/news/view/213466/ ვეფხია ბაქრაძე ჩვენებას აუცილებლად მისცემს და ის იტყვის აბსოლუტურ სიმართლეს, - აცხადებს ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვლის, ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი, თეიმურაზ მაგლაქველიძე. როგორც ის განმარტავს, დღეს სასამართლოში დაკითხულ პირებს საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაუჟღერებიათ. "გარდა მოწმეების დაკითხვისა, დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხიც გადაისინჯა. ბრალდებული ჩადენილ მკვლელობას არ უარყოფს, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვეს", - აცხადებს მაგლაქველიძე. შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა. გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება. support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539955444.jpg ghn.ge აკაკი საღირაშვილი: მივესალმებით, რომ ჩვენს მიმართვას დროული რეაგირება მოყვა და დამრღვევები გამოვლინდნენ http://www.ghn.ge/com/news/view/213467/  „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით. ჩვენ მადლობას ვუხდით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ დროული და მყისიერი რეაგირება  მოახდინეს ჩვენს მიმართვაზე და გამოავლინეს ეს დარღვევები. ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, გაცილებით მკაცრი სანქციის გამოყენებას, რაც ზოგიერთი ცენტრისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება  საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები  როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის  ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. აკაკი საღირაშვილის განცხადებით, სანქციების გამოყენება არ არის თვითმიზანი, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანონის მოთხოვნები ყველამ უნდა დაიცვას. გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება გზაზე ქმნის ავარიის პოტენციურ რისკს, რომლის ადამიანური მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს. „თავის დროზე, ჩვენ ყველას შევუწყვეთ ხელი, რათა მათი ბიზნესი, ეს ცენტრები მოეყვანათ შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის ნორმები. ასეთ ცენტრებთან, ცხადია, ჩვენ ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა მან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა. „ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებულია, რათა ცენტრების მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმი დავნერგოთ,“ - განაცხადა მან. აკაკი საღირაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება ხდება მიმართვიანობის საფუძველზე. ცვლილების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს 24-საათიან რეჟიმში შეეძლება ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შემოწმება“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, იმ ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის. სხვა პირები მსგავსი პროცედურის გავლისგან თავისუფლები იქნებიან. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება.   support@ghn.ge http://www.ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2018-10/1539955473.jpg ghn.ge