GHN RSS Feed https://www.ghn.ge რუსეთის ქალაქ სოჭში მდებარე ნავთობბაზას ხანძარი ისევ გაუჩნდა რუსეთის ქალაქ სოჭში, 7 სექტემბრის ღამეს, კვლავ გაჩნდა ხანძარი ნავთობბაზაზე, რომელიც 4 სექტემბერს დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ OSINT-არხი ASTRA იუწყება. მისი ცნობით, საუბარია ნავთობბაზა „როსნეფტ-კუბანნეფტეპროდუქტზე“, რომელიც ადლერის რაიონში, სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ მდებარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, 4 სექტემბერს ობიექტის დაზიანების შემდეგ ტერიტორია გარკვეული დროის განმავლობაში ბოლავდა, მოგვიანებით კი ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი კვლავ გაჩნდა. მასშტაბური ხანძრისა და ძლიერი დაკვამლიანების გამო, ქალაქის მოსახლეობას ფანჯრების მჭიდროდ დახურვისკენ მოუწოდეს. ამასთან, ASTRA-ს ცნობით, 7 სექტემბერს ახალი დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა. ნავთობბაზაზე ხელახალი ხანძრის შესახებ ოფიციალურ უწყებებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. https://www.ghn.ge/news/353626-rusetis-kalak-sochshi-mdebare-navtobbazas-khandzari-isev-gauchnda რუსეთის ქალაქ სოჭში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2063853685.png 2026-09-07 353626 მაიამიში ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ქალაქ მაიამიში, საერთაშორისო აეროპორტში, Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა, მათ შორის სამი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. Amazon Prime Air-ის რეისი 7598, რომელსაც ავიაკომპანია 21 Air ასრულებდა, პუერტო-რიკოს სან-ხუანიდან მაიამიში მიფრინავდა. Boeing 767-300-ის ტიპის თვითმფრინავმა დაშვებისას ასაფრენი ბილიკი გადაკვეთა, აეროპორტის მიმდებარე გზაზე გადავიდა და რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი და 60-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ერთეული მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობის პარალელურად, საწვავის გაჟონვის საფრთხეც შეიქმნა, რომელიც მაშველებმა გააუვნებელყვეს. კატასტროფის შემდეგ მაიამის აეროპორტში გარკვეული დროით ყველა ოპერაცია შეჩერდა. ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა, თუმცა მოგვიანებით აეროპორტის ორი ასაფრენი ბილიკი კვლავ გაიხსნა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიებას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო და ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია  აწარმოებენ. ხელისუფლების განცხადებით, ჯერ უცნობია, დაღუპულთაგან რამდენი იმყოფებოდა თვითმფრინავში და რამდენი იმ ავტომობილებში, რომლებსაც თვითმფრინავი დაეჯახა. https://www.ghn.ge/news/353625-maiamishi-aviakatastrofis-shedegad-sul-mtsire-khuti-adamiani-daighupa მაიამიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1224536409.png 2026-09-07 353625 დონბასის საკითხი ამ ომის მთავარი საკითხია - ვოლოდიმირ ზელენსკი „დონბასში დაკავებული პოზიციები“ უკრაინის ფორპოსტია არაერთი მიმართულებით, -ამის შესახებუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დონბასის საკითხი - მთელი პატივისცემით ვამბობ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დონბასში ცხოვრობენ ან იქიდან იძულებით წავიდნენ... დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის. მე მიმაჩნია, რომ ეს ამ ომის მთავარი საკითხია. როგორც გადარჩენისთვის, ისე გამოფიტვის ომის. ეს ტერიტორიული საკითხია, რომელიც რუსეთის მხარის მიზანს წარმოადგენს. და, სხვათა შორის, ნათელია, რომ ის უკრაინის ერთგვარი ფორპოსტია არაერთ საკითხში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინამ ბრძოლის ველზე, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, თავისი პოზიციები გაამყარა. „იქ, სადაც მტერი აქტიურია. იქ, სადაც მან სამხედროების რაოდენობა გაზარდა. იქ, სადაც, ჩემი აზრით, რუსეთში არჩევნების შემდეგ მობილიზაცია სწორედ ამ მიმართულებისთვის გამოცხადდება. ანუ იქ ბევრი გეოპოლიტიკური საკითხი წყდება. რეალურად“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, უკრაინელი დამცველები დიდ საქმეს აკეთებენ, რადგან დიპლომატიის შესაძლებლობას ქმნიან. „ბრძოლის ველზე ძლიერი პოზიციის, ძლიერი უკრაინული პოზიციის გარეშე, მხოლოდ ულტიმატუმები იქნება. დღეს კი დიპლომატია შესაძლებელია. და ჩვენ მართლაც გავძლიერდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში - არა კონკრეტულად 2026 წელს, არამედ სწორედ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ბოლო 10-12 თვის განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოება დიდი გამოწვევაა. ამასთან დაკავშირებით მან უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიების აუცილებლობის საკითხზეც ისაუბრა. „იცით, ეს სერიოზული გამოწვევაა. დეფიციტია - თანხები ყველაფრისთვის გვჭირდება: ჩვენი სამხედროებისთვის, ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და თავდაცვის საშუალებების წარმოებისთვის. ანუ ყველა ეს საკითხი ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა ზელენსკიმ.   https://www.ghn.ge/news/353624-donbasis-sakitkhi-am-omis-mtavari-sakitkhia-volodimir-zelenski ვოლოდიმირ ზელენსკი – დონბასის საკითხი მხოლოდ დონბასის საკითხი არ არის, ეს ამ ომის მთავარი საკითხია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1551885923.jpg 2026-09-07 353624 პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებით გახარება - დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქსონია-ანჰალტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება. „პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებით გახარება. ასეთი ადამიანები „კონფედერაციასა“ და „კანონისა და სამართლიანობის“ (PiS) პარტიაში საკმაოდ ბევრნი არიან“, - წერს ტუსკი. დღესმ გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონია-ანჰალტის მხარეში გამართულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დამაჯერებლად გაიმარჯვა. ARD-ის ეგზიტპოლების მიხედვით, AfD-მ ხმების დაახლოებით 44.5% მიიღო, რითაც 2021 წლის არჩევნების შედეგი - 20.8%, ორჯერ მეტით გააუმჯობესა. მეორე ადგილზე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) გავიდა დაახლოებით 18.5%-ით.   https://www.ghn.ge/news/353623-polonetshi-mkholod-idiotebs-an-moghalateebs-sheudzliat-germaniashi-partia-alternativa-germaniistvis-gamarjvebit-gakhareba-donald-tuski პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის გამარჯვებით გახარება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1337954850.jpg 2026-09-07 353623 უკრაინა, აშშ და ევროპა ახალი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპა და აშშ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების ამავე ფორმატში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ზელენსკის თქმით, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლაპარაკებებს მესამე რაუნდის დროს შეუერთდნენ. „შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა, ევროპა და ამერიკა ერთმანეთს შეხვდებიან. არ ვიცი, სად გაიმართება შეხვედრა - ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან, შესაძლოა, ისევ უკრაინაში. როგორც მივხვდი, სტივს [უიტკოფს] ჩვენი მატარებელი მოეწონა, ასე რომ, შესაძლოა, კვლავ უკრაინაში ჩამოვიდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ. 6 სექტემბერს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, კიევში მატარებლით ჩავიდნენ და ზელენსკის სოფიის მოედანზე შეხვდნენ. უკრაინის დედაქალაქში ასევე ჩავიდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.. ზელენსკის ინფორმაციით, 6 სექტემბერს მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანი „ძალიან შინაარსიანი“ იყო. მხარეებმა განიხილეს ომის დასრულების შესაძლო პირობები და უკრაინის მხარდაჭერა მოკლევადიან პერსპექტივაში. https://www.ghn.ge/news/353622-ukraina-ashsh-da-evropa-akhali-shekhvedris-gamartvaze-shetankhmdnen-volodimir-zelenski ზელენსკი: უკრაინა, აშშ და ევროპა ახალი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/111325273.png 2026-09-06 353622 აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან „ზამთრის პაკეტის“, ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განვიხილეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 6 სექტემბერს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი მხოლოდ ომის დასრულების შესაძლო პირობებს არ ეხებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხები. ზელენსკის თქმით, 6 სექტემბერს მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და სამივე მათგანი „ძალიან შინაარსიანი“ იყო. უკრაინის პრეზიდენტმა იხუმრა, რომ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის კიევში ყოფნამ "Patriot-ის სისტემებზე უკეთ იმუშავა“ და გამოთქვა სურვილი, რომ ისინი უკრაინაში უფრო ხშირად ჩავიდნენ, რათა რიგით უკრაინელებს რუსეთის დაბომბვების გარეშე „ცოტათი ცხოვრების“ შესაძლებლობა ჰქონდეთ. „Patriot-ზე ზოგჯერ შეიძლება ხუმრობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ ეს ძალიან აქტუალური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება - და ჯერჯერობით სწორედ ასე ჩანს, ჩვენ ძალიან ველით „ზამთრის პაკეტს“, რომელიც დღეს დეტალურად განვიხილე სტივთან, ჯარედთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, კიევი იმედოვნებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ენერგეტიკულ მხარდაჭერასა და ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის გამოყენების შესაძლებლობას. „აქტუალური რჩება ტერიტორიული საკითხი... ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ, თუმცა ამის შესაძლებლობა გვქონდა და ის განვიხილეთ. კვლავ იმ აზრზე ვრჩები, რომ ასეთი რთული საკითხები მხოლოდ ლიდერების დონეზე წყდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები, ეკონომიკური გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ქვეყნის „კეთილდღეობის გეგმა“. „გვესმის, როგორი უნდა იყოს ჩვენი არმია - ის ძლიერი უნდა იყოს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა. ამ ყველაფერს რესურსები სჭირდება. თქვენ ეს შესანიშნავად გესმით და ჩვენც ყველას გვესმის. ამიტომ გარანტიები ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/353621-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebtan-zamtris-paketis-teritoriebisa-da-usafrtkhoebis-garantiebis-sakitkhebi-ganvikhilet-volodimir-zelenski აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან „ზამთრის პაკეტის“, ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განვიხილეთ — ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/303869382.png 2026-09-06 353621 ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი ომის დასასრულებლად - ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა კიევში განაცხადა, რომ ტრამპს უკრაინაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა სურს. კუშნერის თქმით, ტრამპი აცნობიერებს, რამდენად რთული და კომპლექსური პრობლემაა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება. „მას ნამდვილად სურდა, გადმოგვეცა, რომ ეს ძალიან, ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა. თუმცა ეს ის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ნამდვილად ღირს - არა მხოლოდ იმისთვის, რომ მიმდინარე ომი შეწყდეს, არამედ იმისთვის, რომ შეიქმნას სწორი პირობები და შეთანხმებები ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის“, - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, საუბარია ისეთ მშვიდობაზე, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს  ის „წარმოუდგენელი სიმამაცე, კრეატიულობა და ძალა“, რომელსაც ქვეყანა ომის ბოლო წლების განმავლობაში ავლენდა და საკუთარი თავი დიდ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბოს. „პრეზიდენტ ტრამპს ეს ნამდვილად სურს. ბევრ პოლიტიკოს რთული პრობლემების ეშინია. პრეზიდენტი ტრამპი კი ყოველთვის ამბობს: რაც უფრო რთულია პრობლემა, მით უფრო მეტად, თუ მისი მოგვარება ღირს, უნდა გაიღო მთელი ძალისხმევა მის გადასაჭრელად“, - განაცხადა კუშნერმა. მისი თქმით, ტრამპი „ძალიან მტკიცედ არის განწყობილი, რათა დასრულდეს ეს ომი, შეწყდეს ადამიანების მკვლელობა და ოჯახებმა შვება იგრძნონ“. კუშნერი უკრაინაში ტრამპის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, ერთად იმყოფება. მანამდე, 5 სექტემბერს, ისინი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ, ხოლო 6 სექტემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართეს. https://www.ghn.ge/news/353620-trampi-mtkitsed-aris-gantsqobili-omis-dasasruleblad-jared-kushneri კუშნერი კიევში: ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი ომის დასასრულებლად მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/394351986.png 2026-09-06 353620 ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა მედიას განუცხადა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციასა და უიტკოფისა და კუშნერის დელეგაციას შორის გაიმართა. შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებების მეორე, გაფართოებული რაუნდი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები, https://www.ghn.ge/news/353619-volodimir-zelenskisa-da-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebis-molaparakebebis-pirveli-raundi-dasrulda ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/60537016.png 2026-09-06 353619 კიევში, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა. ბუდანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიევში ამერიკულ დელეგაცია უიტკოფისა და კუშნერის ხელმძღვანელობით ჩავიდა. მისივე თქმით, უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან ევროპელი პარტნიორების - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. „ყველა ერთად ვმუშაობთ უკრაინისთვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად“, - წერს ბუდანოვი. ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტს წინ უძღოდა 5 სექტემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა. 6 სექტემბერს უიტკოფი და კუშნერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს. https://www.ghn.ge/news/353618-kievshi-stiv-uitkoftan-da-jared-kushnertan-shekhvedras-safrangetis-didi-britanetisa-da-germaniis-tsarmomadgenlebits-estsrebian სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/510754742.jpg 2026-09-06 353618 ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდება - მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 სექტემბერს კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურ წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდება. ეს უიტკოფისა და კუშნერის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ზელენსკიმ ამერიკელი წარმომადგენლები კიევის ცენტრში, სოფიის მოედანზე, მიიღო. კიევში შეხვედრის დაწყების შესახებ ზელენსკიმ განაცხადა: „მოლაპარაკებები დაიწყო“. უიტკოფი და კუშნერი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და მათ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კირილო ბუდანოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დახვდნენ.  ვიზიტს წინ უძღოდა 5 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უიტკოფისა და კუშნერის სამ საათზე მეტი ხნის შეხვედრა. კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებები „შინაარსიანი“ და „კონსტრუქციული“ იყო, თუმცა კონკრეტული შეთანხმების ან მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მოსკოვში მხარეებმა შემდეგი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები განიხილეს, რომელთა შესახებაც დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.   https://www.ghn.ge/news/353617-volodimir-zelenski-stiv-uitkofsa-da-jared-kushners-khvdeba-molaparakebebi-daitsqo ზელენსკი უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა — მოლაპარაკებები დაიწყო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/84301980.png 2026-09-06 353617 რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა, ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას - გია ვოლსკი ოპოზიციაზე ნიკა გვარამია გამოცდილი პროპაგანდისტია, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ პოზიტიური, პირიქით, საკმაოდ დიდი გამოცდილებით როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის, ასევე იმ პროპაგანდისტული სივრცის შექმნაში, რომელიც ამ ისტერიკას თესავდა, როდესაც კონკრეტულ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე შეტაკება არის, თუმცა დაშლა – არა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი წევრები ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. „რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა. ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას. ამას დაშლას ვერანაირად ვერ დავარქმევ, რადგან იდეა აერთიანებთ და ამ იდეის გარშემო გვარამიაც, სააკაშვილიც, წითლიძეც, ხებეიშვილიც და ნებისმიერი სხვა ადამიანიც ერთადაა. ერთმანეთს ხან შეეკამათებიან, ხან მოეფერებიან და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ ამ ფრთასთან თუ მეორე ფრთასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. არც შავი ფული აქვს 40 მილიონი, რომ ამ მავნებელთა სასარგებლოდ დაარიგოს“, – განაცხადა ვოლსკიმ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: „ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო, ბევრ რაღაცაზეა პასუხისმგებელი“. https://www.ghn.ge/news/353614-rasakvirvelia-dapirispireba-sakhezea-chven-vkhedavt-aratu-dashlas-aramed-shetakebas-gia-volski-opozitsiaze რასაკვირველია, დაპირისპირება სახეზეა. ჩვენ ვხედავთ არათუ დაშლას, არამედ შეტაკებას. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/930216731.png 2026-09-06 353614 ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო - ანა წითლიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველა პირადი ამბიციის გამო წავიდა. ოპოზიციური სპექტრის მთავარი გამოწვევაა, რომ საკუთარი ეგოები და ამბიციები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. 2024 წელს ოპოზიციური პარტიების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. „მიშა 2020 და 2024 წელსაც ამბობდა, არც ნომერი გვინდა, არც პარტია გვინდა და საპარლამენტო სიაში კვოტებიც არ გვინდა, ერთობლივი ამბავი იყოსო. მაშინ ეს ყველაფერი ჩაშალა ნიკა გვარამიამ. ამბობდა, არ მინდა „ნაცებთან“ ერთად სიაში, მე უფრო მოვიზიდავ ხალხსო. რანაირად უნდა მოეზიდა დამატებითი ამომრჩეველი, კაცი დაბადებიდან „ნაცი“ იყო. როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ნიკა „ახალში“, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ლოგიკური იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსულიყო. ეს ის პერიოდია, როცა ხაბეიშვილი ამბობდა, მე გადავდგები, მოვიდეს თუ უნდა თავმჯდომარედო. გვარამიამ ძალიან მკაფიოდ მითხრა მაშინ, მე არ ვაპირებ, მიშას თამაში ვითამაშო და მისი პარტიის თავმჯდომარე ვიყო, მაშინ სრული კარტბლანში უნდა მქონდესო. უნდა ვიცოდე, რომ ყველაფერი მე ვარ და არ მაინტერესებს მიშას კონკრეტული წინადადებებიო. ასევე თქვა, რომ 2024-ში მე ვიქნები პირველი ოპოზიციური ძალა და 2028-ში მე გადმოვიბარებ ხელისუფლებასო. გვარამია 14 წლის განმავლობაში მიშას უახლოესი გარემოცვა იყო. ძალიან ბევრ რაღაცაზე პასუხისმგებელი იყო გვარამია. „მთავარის“ დირექტორად რომ იჯდა, ეგ ისე კი არ იყო. მან მთელი თავისი თავის კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე – ფინანსური, გავლენები. თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო, როცა „მთავარის“ დირექტორი იყო. ჩამოვუთვალო ახლა, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც მაგის ტიპებად ითვლებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში?“ – განაცხადა წითლიძემ. https://www.ghn.ge/news/353615-nika-gvaramiam-kapitalizeba-moakhdina-mishas-resursze-tu-vinme-iqo-natsionaluri-modzraobis-araformaluri-mmartveli-eg-iqo-ana-tsitlidze ანა წითლიძე – ნიკა გვარამიამ კაპიტალიზება მოახდინა მიშას რესურსზე, თუ ვინმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, ეგ იყო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1305450617.jpeg 2026-09-06 353615 აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, 6 სექტემბერს უკრაინაში ჩავიდნენ. მათი ვიზიტი ვაშინგტონის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების განახლებას ისახავს მიზნად. უიტკოფი და კუშნერი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და მათ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კირილო ბუდანოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი დახვდნენ.  ვიზიტს წინ უძღოდა 5 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უიტკოფისა და კუშნერის სამ საათზე მეტი ხნის შეხვედრა. კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებები „შინაარსიანი“ და „კონსტრუქციული“ იყო, თუმცა კონკრეტული შეთანხმების ან მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მოსკოვში მხარეებმა შემდეგი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები განიხილეს, რომელთა შესახებაც დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.   https://www.ghn.ge/news/353616-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebi-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-kievshi-chavidnen ტრამპის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი უკრაინაში ჩავიდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1866077480.png 2026-09-06 353616 სოფელ ახალდაბაში მომხდარ ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ის დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. https://www.ghn.ge/news/353613-sofel-akhaldabashi-momkhdar-avarias-skolis-mostsavle-emskhverpla სოფელ ახალდაბაში მომხდარ ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/477607192.png 2026-09-06 353613 ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციაში სანქციებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა - Axios Axios-ის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის გარდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჯინ ლენგი, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიოდნენ. გამოცემის ცნობით, ლენგი უიტკოფსა და კუშნერს მოსკოვში ვიზიტისას შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან გამართულ მოსამზადებელ შეხვედრაში მონაწილეობდა, თუმცა პუტინთან შეხვედრას არ დასწრებია. Axios-ის შეფასებით, ლენგის დელეგაციაში მონაწილეობა მიუთითებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო. გასულ კვირას აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ჩრდილოეთ კაროლინაში, თავის რუს კოლეგას შეხვდა. ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთს ეკონომიკურ შეღავათებს არ მისცემს, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ შეწყვეტს. პუტინის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველმა იური უშაკოვმა კი განაცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტისთვის „სერიოზულად მოემზადნენ“. „მათ არა მხოლოდ გამოხატეს ტრადიციული დაინტერესება საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტით, არამედ კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშირებით არაერთი იდეა ჩამოაყალიბეს“, - განაცხადა უშაკოვმა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას უიტკოფთან და კუშნერთან ერთად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა შემდეგი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები განიხილეს, რომელთა შესახებაც უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. თეთრ სახლში იმედი აქვთ, რომ კვირას, უკრაინაში, ამერიკულ დელეგაციას არანაკლებ ნაყოფიერი შეხვედრები ექნება. https://www.ghn.ge/news/353612-vladimir-putintan-shekhvedraze-ashsh-is-delegatsiashi-sanktsiebze-pasukhismgebeli-maghalchinosanits-imqofeboda-axios Axios: პუტინთან შეხვედრაზე ტრამპის წარმომადგენლების დელეგაციაში აშშ-ის სანქციებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1152747676.png 2026-09-06 353612 სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების მიზნით შემდეგი ნაბიჯების არსებითი გეგმები განიხილეს - თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მიზნით „შემდეგი ნაბიჯების არსებითი გეგმები“ განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა. იუწყება Axios. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ომის დასრულებისკენ მიმართული წინადადებები, ხოლო შემუშავებული გეგმების შესახებ დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. შეხვედრას უიტკოფისა და კუშნერის გარდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თეთრ სახლში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის მხარე 6 სექტემბერს კიევში ისეთივე პროდუქტიულ შეხვედრას ელოდება. პუტინთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კრემლის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა უკრაინის ომის მოგვარების შესაძლო გზებთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა წარმოადგინეს, თუმცა კონკრეტული წინადადებების დეტალები არ გაუჟღერებიათ. https://www.ghn.ge/news/353611-stiv-uitkofma-da-jared-kushnerma-vladimir-putintan-omis-dasrulebis-miznit-shemdegi-nabijebis-arsebiti-gegmebi-ganikhiles-tetri-sakhli თეთრი სახლი: უიტკოფმა და კუშნერმა პუტინთან უკრაინის ომის დასრულების შემდეგი ნაბიჯების არსებითი გეგმები განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1965436482.png 2026-09-06 353611 იური უშაკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრას შინაარსიანი და კონსტრუქციული უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის კრემლში გამართული შეხვედრა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა შეხვედრას „შინაარსიანი, კონსტრუქციული და უაღრესად გულწრფელი“ უწოდა. მისი თქმით, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ და უკრაინაში ომის მოგვარების გზებთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება ჩამოაყალიბეს. უშაკოვის განცხადებით, ამერიკელმა წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ 6 სექტემბერს კიევში დაგეგმილ შეხვედრებზე პუტინის მიერ კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გაითვალისწინებენ. „აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ, მათ ჩამოაყალიბეს მთელი რიგი მოსაზრებები კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით“, - განაცხადა უშაკოვმა. რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხების შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „პუტინი და ტრამპი პირად კონტაქტებს შეინარჩუნებენ, ხოლო უიტკოფისა და კუშნერის შუამავლობით დაწყებული მუშაობა ასევე გაგრძელდება“, - განაცხადა უშაკოვმა.. უშაკოვის თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში რუსეთის ომის საკითხით არ შემოიფარგლა. მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთ-აშშ-ის შესაძლო მსხვილი ერთობლივი პროექტები. თბილისის დროით 2:20 საათზე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფისა და კუშნერის თვითმფრინავმა რუსეთის საჰაერო სივრცე დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლების თვითმფრინავი პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში დაეშვა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევში გამართავენ.   https://www.ghn.ge/news/353610-iuri-ushakovma-ashsh-is-prezidentis-tsarmomadgenlebtan-shekhvedras-shinaarsiani-da-konstruktsiuli-utsoda იური უშაკოვმა შეხვედრას „შინაარსიანი, კონსტრუქციული მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1868000963.png 2026-09-06 353610 ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ალიანსის ქვეყნებს, რომლებიც მსგავს ინციდენტებს აწყდებიან. უიტაკერის თქმით, გასულ თვეში გერმანიაში, ლაიფციგოს აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა, რომლის უკანაც ბერლინმა რუსეთი დაასახელა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნატო-ს წევრ ქვეყნებში ბოლო პერიოდში მომხდარ სხვა ინციდენტებთან შედარებით. „ლაიფციგში მომხდარის მსგავს და პოლონეთშიც გამოვლენილ შემთხვევებს უფრო შემაშფოთებელ ჰიბრიდულ ქმედებებს ვუწოდებ“, - განაცხადა უიტაკერმა იტალიაში გამართული ბიზნესკონფერენციის ფარგლებში. მისი თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მსგავსი საფრთხეების წინაშე მზად უნდა იყვნენ, ყურადღებით აკვირდებოდნენ ვითარებას და მკაფიო გზავნილი გააჟღერონ, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია. უიტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე შეიძლება გახდეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც ქვეყნებმა მათზე ზედამხედველობა უნდა გააძლიერონ. მისი თქმით, მსგავს ინციდენტებზე რეაგირება, პირველ რიგში, კონკრეტული ქვეყნების პასუხისმგებლობაა, თუმცა შეერთებული შტატები მოკავშირეებს ასეთ შემთხვევებთან გამკლავებაში მხარს დაუჭერს. ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიამ საპასუხო დიპლომატიური ზომები გამოაცხადა. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს. https://www.ghn.ge/news/353609-aliansi-ar-moitmens-tsevri-kveqnebis-tsinaaghmdeg-hibridul-tavdaskhmebs-nato-shi-ashsh-is-elchi ალიანსი არ მოითმენს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს — ნატო-ში აშშ-ის ელჩი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1435748680.png 2026-09-06 353609 5 სექტემბრის შუაღამიდან რუსეთს კიევზე დარტყმები არ განუხორციელებია, თუმცა ფართო ზავზე არ შევთანხმებულვართ - ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 5 სექტემბრის შუაღამის შემდეგ კიევზე რუსეთის დარტყმები არ განხორციელებულა, თუმცა მოსკოვსა და კიევს უფრო ფართო, სამდღიან ზავზე შეთანხმება არ ჰქონიათ. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.  პუტინის თქმით, კიევზე დარტყმების შეწყვეტის თხოვნა რუსეთმა ოფიციალური არხებით, მათ შორის სპეცსამსახურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების არხებით მიიღო. „მე შესაბამისი ბრძანება გავეცი და 00:00 საათიდან კიევზე ეს დარტყმები არ განხორციელებულა“, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, უკრაინამაც მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, განხორციელებული დარტყმები. პუტინის თქმით, უკრაინამ უფრო ფართო, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა რუსეთი ასეთ შეთანხმებაზე უკრაინასთან არ შეთანხმებულა. „მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველვყოთ მოლაპარაკებების პროცესისა და თქვენი, როგორც შუამავლების, ასევე, თქვენთან ერთად ჩამოსული პირების უსაფრთხოება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უიტკოფთან და კუშნერთან უკრაინის საკითხის მოგვარების ყველა დეტალის განხილვას გეგმავს. პუტინის თქმით, მოსკოვისთვის უიტკოფთან და კუშნერთან მუშაობა კომფორტულია და მსგავსი კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა. თავის მხრივ, უიტკოფმა პუტინთან საუბარს მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება უწოდა. უკრაინული მედიის ცნობით, 5 სექტემბრის დასაწყისიდან კიევში საჰაერო განგაში ხუთჯერ გამოცხადდა. ამავე დღეს, კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმების შედეგად ხუთ რაიონში 28 ობიექტი დაზიანდა. https://www.ghn.ge/news/353608-5-sektembris-shuaghamidan-rusets-kievze-dartqmebi-ar-ganukhortsielebia-tumtsa-farto-zavze-ar-shevtankhmebulvart-vladimir-putini პუტინი: 5 სექტემბრის შუაღამიდან რუსეთს კიევზე დარტყმები არ განუხორციელებია, თუმცა ფართო ზავზე არ შევთანხმებულვართ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/710968425.png 2026-09-05 353608 ვესაუბრე დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, რუსები მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე საჰაერო დარტყმები დროებით შეაჩეროს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ესაუბრა მოსკოვში მყოფ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს – ჯარედ კუშნერსა და სტივ უტკოფს ტელეფონით, რომლებიც უკვე მუშაობენ რუსეთის მხარესთან. "ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან ისინი მზად არიან, დაიცვან საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ქალაქებზე. ამ მომენტიდან შაბათის, კვირას და ორშაბათს დღის ბოლომდე უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ჩვენ ველით, რომ რუსები იგივეს გააკეთებენ კიევთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, 6 სექტემბერს კიევში ამერიკული დელეგაციის მონაწილეობით დაგეგმილი დიპლომატიური ღონისძიებების გეგმა უკვე დამტკიცებულია. „ველოდებით სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და მზად ვართ შინაარსიანი საუბრისთვის“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 5 სექტემბერს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. ისინი 6 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავენ. პარალელურად, პუტინმა კიევზე დარტყმების სამდღიანი შეჩერების ბრძანება გასცა. https://www.ghn.ge/news/353607-vesaubre-donald-trampis-spetsialur-tsarmomadgenlebs-rusebi-mzad-arian-daitsvan-sahaero-dartqmebis-shetsqvetis-rezhimi-volodimir-zelenski მოსკოვში მყოფ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1002607967.jpg 2026-09-05 353607 დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს, ბოლოს რომ შემხვდა, საპატრიარქოდან წამოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი - ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი  ლაზარე ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წამოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. "ლაზარე-ზურა ჯორბენაძეს 4 დღით ადრე გარდაცვალებამდე შევხვდი, დავგეგმეთ გეგმები, რომ უნდა შევხვედროდით აღდგომის სემდეგ და გაგვეგრძელებიან ურთიერთობები. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს, რომ ალაზარეს შაბათს სასულიერო პირი იხრჩობს თავს.  დეიდაშვილია როგორც ამბობდა თორნიკე რიჟვაძის, ზურა კანდიდატად გვყავდა აჭარაში არაერთხე და ის იქ ამხელდა ხულოს რაიონის დანაშაულებებს. იქიდან იყო წარმოშობით. ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფსიქოლოგია არ იყო ისე მოწყობილი, რომ მას ტავი მოეკლა.  ზურა ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე იძახის, რომ ჩამომახრჩობენო. ეს ჩვეულებრივი ის ქონდა ზურას, რადგან მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და სიმართლის თქმა, ის სულ ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო.  99,9 % ით ვარ დარწმუნებული, რომ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია. ლაზარე-ზურა ჯორბენაძე იყო სასულიერო პირი და თქვენ არ სვამთ კითხვებს საპატრიარქოსთან, თუ რას ფიქრობს თავად საპატრიარქო. როგორ  არ მაქვს საპატრიარქოსთან კითხვები - ბოლოს ზურა ჯორბენაძე რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წამოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი ", - განაცხაადა გიორგი ლილუაშვილმა.  https://www.ghn.ge/news/353606-dartsmunebuli-var-tavi-ar-mouklavs-bolos-rom-shemkhvda-sapatriarkodan-tsamoghebuli-hkonda-patriarkis-sameditsino-monitoringis-video-audio-chanatseri-gashukebas-apirebda-da-sam-dgheshi-mokles-katsi-lazare-jorbenadzis-megobari დარწმუნებული ვარ, თავი არ მოუკლავს, ბოლოს რომ შემხვდა, საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი - ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი  სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1953035159.png 2026-09-05 353606 აშშ-მა ირანის სამ ნავთობტანკერს დაარტყა და მწყობრიდან გამოიყვანა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამ ნავთობტანკერს დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა რაკეტების დარტყმას თავი აარიდეს და აშშ-ის სამხედრო პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან. სამი ირანული ტანკერიდან ერთი ხარგის კუნძულთან, მეორე ჯასკთან, ხოლო მესამე  ომანის ყურეში მდებარეობდა. აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, ორი ტანკერი სრულად მწყობრიდან გამოიყვანეს, მესამე კი გაანადგურეს. ეკიპაჟების ევაკუაცია განხორციელდა. ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ირანისთვის გზავნილი ნათელია: „თუ ჩვენს ორ ხომალდს ესვრით, უფრო მაღალ ეკონომიკურ ფასს გადაიხდით - თქვენს სამ ხომალდს გავანადგურებთ“. ტანკერები ირანის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და რეგიონში მისი შეიარაღებული მოკავშირეების დაფინანსებას ემსახურება. ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. https://www.ghn.ge/news/353605-ashsh-ma-iranis-sam-navtobtankers-daartqa-da-mtsqobridan-gamoiqvana აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამ ნავთობტანკერს დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1780779470.png 2026-09-05 353605 დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში - ირაკლი კობახიძე დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 15 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ საინტერესო და მნიშნელოვან ღონისძიებას. დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს. 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში. ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას – აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მისივე თქმით, მათი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე. „მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მადლობას მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა ამ პროექტი სულის ჩამდგმელებს, დიდი მადლობა ბატონ გოგა ქებურიას, თორნიკე ქებურიას, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროექტის სათავეში იდგა და ვინც ეს ამბიციური იდეა რეალობად აქცია. ჩვენს მფრინავებს ვუსურვებ მშვიდობიან ფრენას, ხოლო „ამბასადორის საავიაციო სოფელს“ ვუსურვებ დიდ წარმატებებს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://www.ghn.ge/news/353604-dghes-akhali-furtseli-ishleba-kartuli-aviatsiis-istoriashi-es-aris-ambasadoris-saaviatsio-sofeli-romelits-mnishvnelovan-tsvlils-sheitans-turistuli-potentsialis-srulad-atvisebashi-irakli-kobakhidze ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, ეს არის „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/511045818.jfif 2026-09-05 353604 საბერძნეთში ავიაშოუს დროს საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ტყის ხანძარი მოჰყვა საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით, Athens Flying Week-ის ავიაშოს დროს საბერძნეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი F-4 Phantom ჩამოვარდა. მედიის ცნობით, კატასტროფა ათასობით მაყურებლის თვალწინ მოხდა. თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე მანევრს ასრულებდა, როდესაც სიმაღლის დაკარგვა დაიწყო და ჩამოვარდა. მაყურებლებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბორტზე მყოფი ორი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა თავდაპირველად უცნობი იყო, ხოლო ადგილზე ხანძრის გამო სამაშველო სამუშაოები გართულდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე Phantom F-4-ის ავიაკატასტროფის შედეგად მაყურებლებს შორის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც ტყის ტერიტორიაზეც გავრცელდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 85 მეხანძრე და 11 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ავიაშოუ შეჩერდა და ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო.ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 85 მეხანძრე და 11 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ავიაშოუ შეჩერდა და ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო.   https://www.ghn.ge/news/353603-saberdznetshi-aviashous-dros-sahaero-dzalebis-tvitmfrinavi-chamovarda-rasats-tqis-khandzari-mohqva საბერძნეთში ავიაშოუზე საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ტყის ხანძარი მოჰყვა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/962341766.png 2026-09-05 353603 ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 344-მდე გაიზარდა ნეპალში ძლიერი მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 344-ს მიაღწია. კიდევ 4 898 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები და უცხოელები. მედიის ცნობით, განახლებული მონაცემები ნეპალის პოლიციამ 5 სექტემბერს გაავრცელა. Reuters-ის ცნობით, სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა, რომელმაც ნეპალისა და ჩინეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მე-11 დღესაც გრძელდება. ამასთან, მაშველებმა სტიქიიდან 10 დღის შემდეგ კიდევ ორი ადამიანი ცოცხალი იპოვეს - ჩინეთის მოქალაქე ჰიდროელექტროსადგურის 225-მეტრიან გვირაბში, ხოლო 64 წლის ნეპალელი ქალი ნანგრევების ქვეშ მდებარე სახლიდან გამოიყვანეს. ნეპალის ხელისუფლება დაკარგულთა მოძიებასა და დაღუპულთა იდენტიფიცირებას აგრძელებს. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები და ჰიდროელექტროსადგურები https://www.ghn.ge/news/353602-nepalshi-stikiis-shedegad-daghupulta-raodenoba-1-344-mde-gaizarda ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 344-ს მიაღწია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/295071677.jpg 2026-09-05 353602 ვლადიმირ პუტინმა კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერების ბრძანება გასცა - დმიტრი პესკოვი კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერების ბრძანება გასცა. „პუტინმა გასცა მითითება, რომ დღეიდან, შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, დარტყმების შეჩერება დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის, კიევში დაგეგმილ ვიზიტთან. კრემლში სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. https://www.ghn.ge/news/353601-vladimir-putinma-kievze-dartqmebis-sami-dghit-shecherebis-brdzaneba-gastsa-dmitri-peskovi ვლადიმირ პუტინმა კიევზე დარტყმების სამი დღით შეჩერების ბრძანება გასცა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/367288700.png 2026-09-05 353601 საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. „ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353599-sakartveloshi-7-sektembers-mosalodenelia-drogamoshvebit-naleki-ikrolebs-dasavletis-dzlieri-kari საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1333422100.png 2026-09-05 353599 პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება გადაეცა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია - კირილო ბუდანოვი უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მიაწოდა, თუმცა მოსკოვს ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა. ბუდანოვის თქმით, წინადადება მხოლოდ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტას არ ითვალისწინებდა და ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასაც შეეხებოდა. „დრონები დაფრინავენ - ეს ყველამ ნახეთ“, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ 6 სექტემბერს უკრაინას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ეწვევიან.  უიტკოფი და კუშნერი რუსეთში დღეს ჩავიდნენ. ხცალ კი კიევში შეხვედრებს გამართავენ. https://www.ghn.ge/news/353598-putins-tsetskhlis-shetsqvetis-tsinadadeba-gadaetsa-tumtsa-mas-pasukhi-ar-gautsia-kirilo-budanovi ცეცხლის შეწყვეტის წინადადება პუტინს გადაეცა, თუმცა მას პასუხი არ გაუცია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1472723826.png 2026-09-05 353598 ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის ინტერესები, არ ადარდებს მოქალაქეების გაღარიბება იმიტომ, რომ იხრჩობა რუსულ ფულში, კორუფციაში და ოქროს ზოდებში - თაზო დათუნაშვილი  შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ საწვავზე აქციზის გადასახადი დროებით!- ასე მიმართა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებას. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ოქროს ზოდებში, რუსულ ფულსა და კორუფციაში იხრჩობა. "დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გაჩვენოთ ძალიან კონკრეტული ფაქტები იმისა, თუ როგორ არ აინტერესებს და არ ადარდებს "ქართულ ოცნებას" საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის პრობლემები, როგორ იძირება და იხრჩობა შავ ფულში, კორუფციაში და ოქროს ზოდებში "ქართული ოცნება" და ამის პარალელურად კი საქართველოს მოქალაქეები ყოველთვიურად ღარიბდებიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შევეხებით საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასის კატასტროფულ გაძვირებას, რომელიც უკვე თვეებია გრძელდება მიუხედავად კობახიძის აბსოლუტურად ტყუილი და აფერისტული დაპირებებისა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე, კონკრეტული სავაჭრო ქსელების მაგალითზე გეტყვით შემდეგ კატასტროფულ რიცხვებს: Socar-ის ქსელში ევრო 5 დიზელი 14 თეთრით გაძვირდა და ₾4.34 გახდა; Wissol-ში დიზელ ენერჯი 8 თეთრით გაძვირდა და ₾4.45 გახდა; Gulf-ის ქსელში ევრორეგულარი 6 თეთრით გაძვირდა და ₾3.75-ია; Gulf-ში G-Force პრემიუმი 6 თეთრით გაძვირდა და ₾3.93-ია. გარდა ამისა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით და არავითარი კონსპირაციული რიცხვებით, როგორც ეს "ოცნებაში" უყვართ, ჯამურად ბოლო 1 წლის განმავლობაში დიზელის საფასური გაძვირდა  39%-ით, ხოლო ბენზინის საფასური გაძვირდა 23%-ით. ასეთი რიცხვებით ვხვდებით სექტემბრის თვეს, მოსავლის თვეს, როდესაც საქართველოში ყოველი მეოთხე მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ახლა უნდა მოიწიოს მოსავალი და, ფაქტობრივად, მთელი წლის მანძილზე ამ შემოსავლით უნდა იცხოვროს. ეს არის კატასტროფული რიცხვები და კატასტროფული ვითარება და სრული უპასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხირდან, რომელიც 2025 წლის 23 დეკემბერს დაგვპირდა, რომ საქართველოში აბსოლუტურად ყველაფრის ფასი გაიაფდებოდა. ამის შემდეგ გაორმაგდა კომუნალური გადასახადები, კატასტროფულად მოიმატა საწვავის ფასმა და ყოველთვიურად გაძვირდა აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტი. შეგახსენებთ, რომ  ეს არის ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა დაპირებით, რომ საწვავის ფასს გაანახევრებდა და 2017 წელს, 5 წლის თავზე საწვავზე აქციზი გააორმაგა. დღეს გვესმის, რომ არის მძიმე და კრიზისული ვითარება ირანში კონფლიქტის, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების გამო, მძიმედ დგას საწვავით მომარაგების საკითხი ბევრ ქვეყანაში და საქართველომაც უნდა უპასუხოს ამ კრიზისს ადეკვატურად ისე, როგორც დედამიწის გარშემო უამრავმა ქვეყანამ. ამ კრიზისის გადაჭრის გზა არის საწვავზე აქციზის გადასახადის დაბრუნება 2017 წლამდე ნიშნულზე, რაც პირდაპირ გააიაფებს საწვავს. ასე მოიქცა ძალიან ბევრი ქვეყანა, იქნება ეს იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, ვიეტნამი, ავსტრალია და ა.შ. აქციზის განახევრება იმოქმედებს პირდაპირ საწვავის ფასის შემცირებაზე, აგრეთვე დაეხმარება სოფლის მეურნეობაში მომუშავე ყოველ მეოთხე ქართველს, რომელიც იძულები არ იქნება, რომ ამ კატასტროფული რიცხვების ფონზე მოიწიოს მოსავალი, აგრეთვე ეს იქნება საბაბი, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე და სერვისზე ფასი დაიწევს იმიტომ, რომ საწვავის ფასი ახდენს გავლენას ყველა სერვისსა და პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ. შეწყვიტეთ მოქალაქეების მოტყუება! აიღეთ პასუხისმგებლობა ერთწლიან ტყუილებზე, რომელმაც გააღარიბა ქართველი ხალხი და გააუქმეთ ეს აქციზის გადასახადი დროებით! კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესები და ამიტომ არ იზამს ამ ყველაფერს. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ ადარდებს საქართველოს მოქალაქეების გაღარიბება იმიტომ, რომ იხრჩობა რუსულ ფულში, კორუფციაში და ოქროს ზოდებში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353600-khelisuflebas-ar-ainteresebs-khalkhis-interesebi-ar-adardebs-mokalakeebis-gagharibeba-imitom-rom-ikhrchoba-rusul-fulshi-koruftsiashi-da-okros-zodebshi-tazo-datunashvili ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხის ინტერესები, არ ადარდებს მოქალაქეების გაღარიბება იმიტომ, რომ იხრჩობა რუსულ ფულში, კორუფციაში და ოქროს ზოდებში - თაზო დათუნაშვილი  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/813505221.png 2026-09-05 353600 უკრაინამ ბრიანსკის ოლქში რადიოლოკაციურ სადგურსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს დაარტყა - გენშტაბი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქში რუსულ რადიოლოკაციურ სადგურსა და რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს დაარტყეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბერს რუსეთის ბრიანსკის ოლქში რუსეთის სამხედრო ძალების რადიოლოკაციურ სადგურზე, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) კომპლექსსა და MESH-ქსელების რეტრანსლატორზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რადიოლოკაციური სადგური კარტუშინის რაიონში განადგურდა, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსს უკრაინულმა ძალებმა პოგართან ახლოს დაარტყეს. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზლინეცში რუსეთის ჯარების MESH-ქსელების რეტრანსლატორიც გაანადგურეს. გენერალური შტაბის ცნობით, მიყენებული ზიანის მასშტაბი ამ დროისთვის ზუსტდება. https://www.ghn.ge/news/353597-ukrainam-brianskis-olkshi-radiolokatsiur-sadgursa-da-radioelektronuli-brdzolis-sashualebebs-daartqa-genshtabi უკრაინამ ბრიანსკის ოლქში რადიოლოკაციურ სადგურს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს და რეტრანსლატორს დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1520763071.jpeg 2026-09-05 353597 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელი მომლაპარაკებლების სპეციალური ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში უიტკოფსა და კუშნერს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა. პარასკევს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლი რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის კონტაქტების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს, როგორც კი შეხვედრები დასრულდება. https://www.ghn.ge/news/353596-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-moskovshi-chavidnen სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/178109187.jpg 2026-09-05 353596 რუსეთი კიევისა და ბორისპოლის აეროპორტებს თავს დაესხა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ https://t.me/V_Zelenskiy_official/20706განაცხადა, რომ 5 სექტემბრის ღამეს რუსეთი მიზანმიმართულად დაესხა თავს კიევის (ჟულიანის) და ბორისპოლის აეროპორტებს. მისი თქმით, ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა. ზელენსკიმ ეს დარტყმები დაუკავშირა იმ განხილვებს, თუ როგორ შეიძლება ამერიკულმა მხარემ თვითმფრინავი გამოიყენოს უკრაინაში ჩასასვლელად და ერთ-ერთ აეროპორტში დასაშვებად. „აშკარაა,, აეროპორტებზე ასეთი რუსული დარტყმები წარმოადგენს რეაქციას ამერიკული მხარის მიერ უკრაინაში ჩასვლასა და კიევის ან ბორისპოლის აეროპორტებში დაშვების შესაძლებლობის განხილვასა და მომზადებაზე, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის ეს ნაბიჯი დააფიქსირა და მომავალ კვირას რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით თავის ოპერაციებს შესაბამისად შეცვლის. ზელენსკის კონკრეტული ინფორმაცია აეროპორტებზე დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ არ გაუვრცელებია. https://www.ghn.ge/news/353595-ruseti-kievisa-da-borispolis-aeroportebs-tavs-daeskha-volodimir-zelenski ზელენსკი: რუსეთმა ჟულიანისა და ბორისპოლის აეროპორტებს დაარტყა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1426454167.png 2026-09-05 353595 ირანის კუნძულ ხარგის სიახლოვეს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობტერმინალია განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა - მედია სპარსეთის ყურეში, ირანის ხარგის კუნძულის სიახლოვეს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობტერმინალია განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა. აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ამის შესახებ Reuters ირანის სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით წერს. Fars-ის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა კუნძულის მხრიდან ყურეში ისმოდა, თუმცა მას კვამლის ნიშნები არ დაუფიქსირებია. ირანის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა სააგენტო Nournews-მა ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია ხარგის სიახლოვეს ირანულ ტანკერზე შესაძლო თავდასხმის შესახებ. გავრცელებული ვერსიით, გემს ამერიკულმა ძალებმა რაკეტა ესროლეს. ინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი ტერმინალია. მასზე ქვეყნის ნავთობის ექსპორტის თითქმის მთელი ინფრასტრუქტურაა კონცენტრირებული და ტერმინალს დღეში დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობის დატვირთვა შეუძლია. Reuters-ის ინფორმაციით, ხარგზე ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% მოდის. https://www.ghn.ge/news/353594-iranis-kundzul-khargis-siakhloves-sadats-kveqnis-ert-erti-mtavari-navtobterminalia-gantavsebuli-afetkebebis-khma-ismoda-media ირანის ხარგის კუნძულის სიახლოვეს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ნავთობტერმინალია განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/234220014.png 2026-09-05 353594 გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, რომელზეც ქვეყნები და კონტინენტები რეალური პროპორციითაა გამოსახული გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, რის შედეგად რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული. ამის შესახებ  Associated Press იუწყება.  ტოგოს ინიციატივით და აფრიკის კავშირის ქვეყნების მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას მხარი 164-მა სახელმწიფომ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა მისცა. უკრაინამ, სერბეთმა, ესტონეთმა, საქართველომ, ლიეტუვამ და მოლდოვამ კენჭისყრისას თავი შეიკავეს. დოკუმენტი მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, უარი თქვან XVI საუკუნიდან ფართოდ გამოყენებულ მერკატორის პროექციაზე და მის ნაცვლად Equal Earth პროექცია გამოიყენონ. მერკატორის რუკა, რომელიც მე-16 საუკუნიდან გამოიყენება, ხშირად არის კრიტიკის საგანი, რადგან ის აფრიკის კონტინენტს და კუნძულ გრენლანდიას დაახლოებით მსგავსი ზომით აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აფრიკა გრენლანდიაზე 14-ჯერ დიდია. ამასთან, მერკატორის რუკის მიხედვით, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარეები. რეზოლუცია არ კრძალავს მერკატორის რუკის გამოყენებას და არც ახალი პროექციის სავალდებულოდ გამოყენებას ითვალისწინებს - ის მხოლოდ Equal Earth-ის უფრო ფართოდ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. რუკის შეცვლის კამპანიას ბოლო პერიოდში აქტიურად უჭერდნენ მხარს აფრიკის ქვეყნები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ტრადიციული პროექცია აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მასშტაბებს ამცირებს. https://www.ghn.ge/news/353593-gaero-s-generalurma-asambleam-msoflio-rukis-akhal-proektsias-dauchira-mkhari-romelzets-kveqnebi-da-kontinentebi-realuri-proportsiitaa-gamosakhuli გაერგენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1886638015.png 2026-09-05 353593 თუშეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები თუშეთში ავარია მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ სწრაფად მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა - შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 პირი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. https://www.ghn.ge/news/353592-tushetshi-avarias-erti-adamiani-emskhverpla-arian-dashavebulebi თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/506548204.jpg 2026-09-05 353592 ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. ამასთან, SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი. საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. „აჩინებული“, „არტვაინი“, „აქტო’’, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „რუისპირი“, „ჩელთი“, „თაკარა ვაინსი“, „ხოდელი მეღვინეობა“, „მუკუზნის ღვინის სარდაფი“, „წყალი მარგებელი“ და „აიდიეს ბორჯომი“ გამოფენაზე ღვინოს, სპირტიან სასმელებს, ნატურალურ წვენებსა და მინერალურ წყალს წარადგენენ. „SIAL Guangzhou“ ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის. ჩინეთში „SIAL Guangzhou“-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება. https://www.ghn.ge/news/353591-kartuli-agrosasursato-produktsia-chinetshi-saertashoriso-gamofenaze-sial-guangzhou-pirvelad-aris-tsarmodgenili ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1485947025.JPG 2026-09-05 353591 პოლიციამ ტაქსის მძღოლის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის ერთი არასრულწლოვანი დააკავა, კიდევ ერთი კი ამხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები, ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353590-politsiam-taksis-mdzgholis-jgufurad-daqachaghebistvis-erti-arasrultslovani-daakava-kidev-erti-ki-amkhila პოლიციამ ტაქსის მძღოლის ჯგუფურად დაყაჩაღებისთვის ერთი არასრულწლოვანი დააკავა, კიდევ ერთი კი ამხილა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/942602711.png 2026-09-05 353590 სლოვაკეთის საგარეო უწყება კიევში თავის საელჩოსთან რუსული დრონის დარტყმის გამო რუსეთის ელჩს იბარებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რუსეთის დარტყმის გამო რუსეთის ელჩს დაიბარებს. შენობა სლოვაკეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს. ბლანარმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რეაქტიული დრონით განხორციელებული დარტყმა. მისი თქმით, სლოვაკეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები არ დაშავებულან, თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საკონსულო განყოფილება შეზღუდული რეჟიმით მუშაობს. „მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ შემდგომ ესკალაციას, რომელიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა ბლანარმა. მინისტრის თქმით, მან შესაბამის ორგანოებს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩის დაბარება დაავალა. შეგახსენებთ, 4 სექტემბერს რუსული დრონი კიევში, უკრაინის უსაფრთხოების შენობაში, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს მოხვდა. თავდასხმის დროს გენერალი კაბინეტში არ იმყოფებოდა. https://www.ghn.ge/news/353589-slovaketis-sagareo-utsqeba-kievshi-tavis-saelchostan-rusuli-dronis-dartqmis-gamo-rusetis-elchs-ibarebs სლოვაკეთი კიევში საკუთარ საელჩოსთან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო რუსეთის ელჩს იბარებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/579711830.png 2026-09-05 353589 რუსებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 5 სექტემბრის ღამეს დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჟას განცხადებით, დაშავებულთაგან სამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 30 წლის ქალი რეანიმაციაში იმყოფება. „კამენსკოეზე რუსების თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი დაშავდა. სამი დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება. მათ შორის 30 წლის ქალია, რომელიც რეანიმაციაშია“, – განაცხადა ჰანჟამ. „უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა მიიღეს ბრძანება, 5 სექტემბრის 00:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე ფრონტის ხაზზე „დუმილის რეჟიმი“ დაიცვან. ამის შესახებ გამოცემას სხვადასხვა მიმართულებაზე განლაგებული რამდენიმე ბრიგადის წარმომადგენლებმა და ძალოვან ბლოკში მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადეს. გამოცემის ცნობით, საუბარია უკრაინული მხარის შეთავაზებაზე და ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის შესაბამისი შეთანხმება ჯერ მიღწეული არ ყოფილა. უკრაინის ხელისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ამასთან, 5 სექტემბრის 00:00 საათზე კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალები კიევის და ხარკივის ოლქებში რეაქტიული დრონების საფრთხის შესახებ იტყობინებოდნენ. კიევში ასევე ისმოდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ხმა. ინფორმაცია „დუმილის რეჟიმის“ შესახებ ვრცელდება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის, მოსკოვსა და კიევში დაგეგმილი ვიზიტების ფონზე. 4 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი ვიზიტის პერიოდში უკრაინული მხარე რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და უკრაინიდან საჰაერო დარტყმები არ განხორციელდება.   https://www.ghn.ge/news/353588-rusebma-dnipropetrovskis-olkshi-samretsvelo-satsarmos-daartqes-daighupa-4-adamiani რუსეთის დარტყმას დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო საწარმოზე 4 ადამიანი ემსხვერპლა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1441466585.png 2026-09-05 353588 დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ახალ სტრატეგიას ამზადებს - Axios აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაზე მუშაობს, რომლის მიზანი რეგიონული ძალისხმევის გაძლიერება იქნება ირანის შეკავებისა და ისრაელსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გაფართოების მიმართულებით. ამის შესახებ Axios ორ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, გეგმა ჯერ შემუშავების საწყის ეტაპზეა და მისი მიზანია განსაზღვროს, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ირანთან ომის დასრულების შემდეგ. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ისე უწყებებს შორის სამუშაო დონეზე. წყაროების ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპმა მრჩევლებთან ორი შეხვედრა გამართა, სადაც გეგმა განიხილეს და სხვადასხვა იდეა გაჟღერდა. გამოცემის ცნობით, სტრატეგიის შესაძლო შემადგენელ ნაწილებად სამი ძირითადი მიმართულება განიხილება: აშშ-ის მოკავშირეებს შორის რეგიონული ალიანსის შექმნა ირანის შეკავების მიზნით, რომლის გარანტორის როლსაც აშშ შეასრულებს; კოორდინირებული ძალისხმევის განხორციელება 7 ოქტომბრის თავდასხმების შედეგად რეგიონში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების დასასრულებლად - მათ შორის, ღაზის სექტორთან დაკავშირებით ტრამპის გეგმის შემდეგი ეტაპის განხორციელების უზრუნველყოფით, ისრაელსა და სირიას შორის უსაფრთხოების შეთანხმების გაფორმებით და ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმების შესრულებით; "აბრაამის შეთანხმებების" (ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ხელშეკრულებების სერია) გაფართოება და საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების დადება. ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ისრაელის ახალი მთავრობა ომის შემდგომი სტრატეგიის ფარგლებში თანამშრომლობისთვის უნარიანი იქნება. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ახალი სტრატეგიის შემუშავებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. „ისინი მას ამზადებენ, მაგრამ ჯერ მზად არ არის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში არსებული საკითხების მთელი რიგი ერთმანეთთან დააკავშირონ - როგორ შეიქმნას ომის შემდეგ რეგიონული ალიანსი. ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა მას რეგიონში აშშ-ის ყველა მოკავშირე“, - აღნიშნა წყარომ. https://www.ghn.ge/news/353587-donald-trampis-administratsia-irantan-omis-shemdeg-akhlo-aghmosavletis-akhal-strategias-amzadebs-axios ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ახალ სტრატეგიას ამზადებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/958185962.png 2026-09-05 353587 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ. „უიტკოფი და კუშნერი მოსკოვს ომის დასრულების წინადადებას წარუდგენენ“, –-განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას. ტრამპმა უიტკოფსა და კუშნერს „შესანიშნავი მომლაპარაკებლები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათ „შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“. უიტკოფი და კუშნერი 5-6 სექტემბერს მოსკოვსა და კიევს ეწვევიან. მოსკოვში ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავენ, 6 სექტემბერს კი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „საჭიროა, ეს საკითხი დარეგულირდეს. და მე ეს გავაკეთე. გავაგზავნე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ორი შესანიშნავი მომლაპარაკებელი. მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს და ჩვენ ისინი გავაგზავნეთ იმის გასარკვევად, შევძლებთ თუ არა რაიმე შეთანხმების მიღწევას და, შესაძლოა, ამის კარგი შანსიც გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან ასევე აღბიშნა, რომ რვა ომი დაასრულა. „რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობს პრობლემა, რომელიც პიროვნულ თვისებებს უკავშირდება. ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი ნამდვილად სძულთ. იცით, რა არის სიძულვილი? ეს სერიოზული სიძულვილია. ეს სიძულვილი მათ ხელს უშლით“, - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს. „მე პუტინს ვესაუბრე და მას ძალიან კარგად ვიცნობ. პუტინი ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/353586-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-moskovshi-omis-dasrulebis-tsinadadebas-chaitanen-donald-trampi სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების წინადადებას ჩაიტანენ. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/983530124.png 2026-09-04 353586 მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებებისა და ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების - სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის - უკრაინაში ვიზიტი და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული შესაძლებლობები განიხილა. „მარკს რუსეთის დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებებისა და ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. დიპლომატიაში პროგრესის აუცილებლობას ერთნაირად ვხედავთ და ამ დღეებში დაგეგმილი შეხვედრები შესაძლოა სასარგებლო იყოს“,-  წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან რიუტესთან ასევე განიხილა უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება და PURL-ის ამერიკული მრავალმხრივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება ხდება. „მადლობა, რომ პარტნიორები ისმენენ ჩვენს საჭიროებას თავდაცვის დაფინანსების დეფიციტის დასაფარად. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მარკმა მაცნობა PURL-ის შევსებისა და უკრაინისთვის აუცილებელი Patriot-ის რაკეტების საკითხზე მის კომუნიკაციებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. უიტკოფი და კუშნერი 6 სექტემბერს, კვირას, კიევს ეწვევიან, მანამდე კი მოსკოვში ჩავლენ. ვიზიტები ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებს უკავშირდება. ზელენსკის თქმით, უკრაინა ვიზიტისთვის ემზადება და მისი მიზანია „მაქსიმალურად კონსტრუქციული და შინაარსიანი ვიზიტი და მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან“. „უნდა ვეძებოთ რეალური გზები, როგორ მივიყვანოთ ეს ომი დასრულებამდე. ვნახოთ, რა წინადადებები აქვთ სტივს და ჯარედს და რას ეტყვიან მათ ამაზე მოსკოვში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/353585-mark-rutes-mivatsode-informatsia-rusetis-dartqmebis-chveni-tavdatsvis-sachiroebebisa-da-amerikis-prezidentis-tsarmomadgenlebtan-shekhvedrebistvis-mzadebis-shesakheb-volodimir-zelenski მარკ რუტეს მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის დარტყმების, ჩვენი თავდაცვის საჭიროებებისა და ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის მზადების შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/248955925.jpg 2026-09-04 353585 სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტების დროს უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, რათა ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. „სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვს ეწვევიან და კვირას კიევს ეწვევიან. ჩვენ ამ ვიზიტისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტის პერიოდში უკრაინის მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება. „ჩვენ სწორედ მათზე ვზრუნავთ და არა რუსეთზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა საპასუხოდ უნდა უზრუნველყოს სიჩუმე და შეწყვიტოს საჰაერო დარტყმები იმ დროით, რაც მოლაპარაკებებისა და ამერიკულ დელეგაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად იქნება საჭირო. უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში ამ 5 და 6 სექტემბერს იგეგმება და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებს უკავშირდება. აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრებს ჯერ მოსკოვში გამართავენ, შემდეგ კი - კიევში. https://www.ghn.ge/news/353584-stiv-uitkofisa-da-jared-kushneris-vizitebis-dros-sahaero-dartqmebs-ar-ganvakhortsielebt-rusetmats-igive-unda-gaaketos-volodimir-zelenski ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1241910377.jpg 2026-09-04 353584 რუსულმა დრონმა კიევის გულს დაარტყა, რუსეთის დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას, რათა დაუსჯელობა არ გაბატონდეს - მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთის იერიშების გაგრძელება მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას. "უკრაინის ქალაქების დაუნდობელი დაბომბვის დღეების შემდეგ, რუსულმა დრონმა კიევის გულს დაარტყა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინა დაბომბეს, რომელიც წმინდა სოფიას ტაძრიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კულტურული ღირსშესანიშნაობაა. უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ ესკალაცია და ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის რაიონის დაბომბვა კიდევ ერთხელ ავლენს სისხლისმსმელობას, მშვიდობიანი მოსახლეობის აბსოლუტურ უგულებელყოფას და უკრაინის იდენტობის წაშლის მუდმივ კამპანიას. კრემლის მიზანი უცვლელი რჩება: მაქსიმალური ხოცვა-ჟლეტის გამოწვევა, ტერორის დათესვა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დათრგუნვა. ესტონეთი ცალსახად გმობს ამ უკანასკნელ თავდასხმებს და მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უკომპრომისო. რუსეთის მიერ დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას, რათა დაუსჯელობა არ გაბატონდეს",  - წერს ცაჰკნა. After days of relentless bombardment of Ukrainian cities, Russian drones have now struck the very heart of Kyiv. The headquarters of Ukraine’s Security Service has been hit, just steps from St. Sophia Cathedral, a UNESCO World Heritage Site and one of Europe’s most cherished… https://t.co/iD4rSp3Z1j — Margus Tsahkna (@Tsahkna) September 4, 2026   https://www.ghn.ge/news/353583-rusulma-dronma-kievis-guls-daartqa-rusetis-dartqmebi-moitkhovs-saertashoriso-zetsolis-gadzlierebas-ufro-ghrma-izolatsias-da-mudmiv-dzaliskhmevas-rata-dausjeloba-ar-gabatondes-margus-tsahkna რუსეთის მიერ დარტყმები მოითხოვს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, უფრო ღრმა იზოლაციას და მუდმივ ძალისხმევას, რათა დაუსჯელობა არ გაბატონდეს - მარგუს ცაჰკნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/834279479.jpg 2026-09-04 353583 კიევში, დრონით თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა - ვიტალი კლიჩკო 4 სექტემბერს კიეში, შევჩენკოვსკის რაიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 ჰოსპიტალიზებულია. დარტყმის შედეგად დაზიანდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. „საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ამ რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 მედიკოსებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა კლიჩკომ. თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. დაზიანდა შენობის გადახურვა და გარე კედელი. ამასთან, თავად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყების შენობაზე დრონის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.  https://www.ghn.ge/news/353582-kievshi-dronit-tavdaskhmis-shedegad-9-adamiani-dashavda-vitali-klichko კიევში დრონით СБУ-ს შენობაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/290620497.png 2026-09-04 353582 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე რუსეთის დარტყმა სერიოზული ესკალაციაა და გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მოითხოვს - ანდრი სიბიჰა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ. სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაზე რუსეთის დარტყმა სერიოზული ესკალაციაა და გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მოითხოვს. „მოსკოვმა ეს დარტყმა სწორედ სამშვიდობო ძალისხმევის განახლების მომენტში განახორციელა, რითაც დიპლომატიის მიმართ თავისი ნამდვილი დამოკიდებულება აჩვენა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - წმინდა სოფიას ტაძარიც“, - განაცხადა სიბიგამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, „მტკიცედ დაგმონ ეს ქმედებები და პუტინის რეჟიმზე ზეწოლა გააძლიერონ“. „ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს, მტკიცედ მოახდინოს რეაგირება და გაააქტიუროს ძალისხმევა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, რომელიც საფრთხის ქვეშ იმყოფება“,  -  დასძინა სიბიჰამ. შეგახსენებთ, რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა.  https://www.ghn.ge/news/353581-ukrainis-usafrtkhoebis-samsakhuris-shenobaze-rusetis-dartqma-seriozuli-eskalatsiaa-da-gadamtsqvet-sapasukho-zomebs-moitkhovs-andri-sibiha კრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაზე რუსეთის დარტყმა სერიოზული ესკალაციაა და გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მოითხოვ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/172704807.png 2026-09-04 353581 რუსებმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტს დრონით დაარტყეს, ოლექსანდრ პოკლადს დავავალე, თავდასხმას ადეკვატურად უპასუხონ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულმა დრონმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში უწყების ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, გენერალ-მაიორ ოლექსანდრ პოკლადის კაბინეტს დაარტყა. თავდასხმის დროს პოკლადი კაბინეტში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. დარტყმის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაც მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ დრონი  უსაფრთხოების სამსახურის უშუალოდ ხელმძღვანელის კაბინეტისკენ იყო მიმართული. მისი თქმით, პოკლადი თავდასხმას გადაურჩა. ზელენსკიმ უწყების ხელმძღვანელს დაავალა, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ. „ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ პოკლადს. სამწუხაროდ, რუსულმა დრონმა კიევში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას დაარტყა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური. ყველა დაზარალებული მიიღებს საჭირო დახმარებას. დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დარტყმას სარკისებურად უპასუხონ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ რეაგირებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/353580-rusebma-usafrtkhoebis-samsakhuris-khelmdzghvanelis-kabinets-dronit-daartqes-oleksandr-poklads-davavale-tavdaskhmas-adekvaturad-upasukhon-volodimir-zelenski რუსებმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტს დრონით დაარტყეს, ოლექსანდრ პოკლადს დავავალე, თავდასხმას ადეკვატურად უპასუხონ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1500051053.png 2026-09-04 353580 ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან - მიხეილ სააკაშვილი ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ, ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას. ისე აირია ყველაფერი, ვეღარ ვიცნობ აქაურობას. „პრემიერ-მინისტრი“, იგივე „საფრანგეთის აგენტი“, „ტრი-ტრი ანტუან“ ღარიბაშვილი ივანიშვილის ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს, რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემს გამო) და ოცნებობს, სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი. ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია, ვინაიდან ზუსტად იცის, თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა. ყოფილი მინისტრი, „მაფიის მამხილებელ-ჩამშვები“ ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის, რომ მე ვარ „გენიოსი“ და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია, ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს, რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო. და ბოლოს, ნიკანორ მელია, დიახ ის მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ. და ბოლოს, მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ. დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ჰოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (flying over the cuckoo's nest) სიტუაციაა. რა გასაკვირია, რომ თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე, ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში, მაგრამ გამოწერილი „აბი გლუკოზები“ მე მგონი ვეღარავის შველის. ამასობაში, მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. https://www.ghn.ge/news/353578-nikanor-melia-romelits-ert-dros-chems-mzes-fitsulobda-akhla-derefanshi-chems-qovel-chavlaze-mteli-khmit-ushver-dedis-ginebebs-aghavlens-kholme-chemi-mimartulebit-saknidan-mikheil-saakashvili მიხეილ სააკაშვილი - ნიკანორ მელია, რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1436489812.jpg 2026-09-04 353578 ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას ნაცი, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად ქოცია, ვიდრე თავად კობახიძე - ნანუკა ჟორჟოლიანი „ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, რომ ეს ჯერ მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ არის“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე ისაუბრა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა ყოფილ პრემიერს ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და არაერთ გახმაურებულ საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება შეუძლია.  "ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას ნაცი, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად ქოცია, ვიდრე თავად ირაკლი კობახიძე, ამიტომ ეს სპეცოპერაცია არ გამოვა. გარდა ამისა, მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, მოყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის თუ გაქცეულია ამ ქვეყნიდან. ასევე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, მოყვეს რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ ნაომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ,რ აც თავდაცვის სამინისტრომ გადასცა რუსებს მათი სია და მათი ყველას მკვლელობა და გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო. ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ასევე რა მოხდა ციხის კადრებზე. მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, მე ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება," - განუცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.  https://www.ghn.ge/news/353579-irakli-kobakhidzes-akvs-mtsdeloba-rom-irakli-gharibashvilisgan-shekmnas-natsi-magram-ar-gamouva-imitom-rom-gharibashvili-gatsilebit-ufro-metad-kotsia-vidre-tavad-kobakhidze-nanuka-zhorzholiani ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას ნაცი, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად ქოცია, ვიდრე თავად ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/8056287.png 2026-09-04 353579 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-თან პარტნიორობის ფარგლებში ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამჯერად ნიუ-იორკში ქართული ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი eZo Festival გაიმართება. პარტნიორობის ფარგლებში,  17-18 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, ბრუკლინის The 1896 Studios & Stages-ში, eZo Festival Showcase გაიმართება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტის ფესტივალი ნიუ-იორკში პირველად ჩატარდება და ადგილობრივ აუდიტორიას eZo-სთვის დამახასიათებელ მუსიკალურ და შემოქმედებით გამოცდილებას გააცნობს. eZo Festival, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და ხელოვნების მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ფესტივალი გერმანული ტურის შემდეგ, პირველად ესტუმრება ნიუ-იორკს და ორი დღის განმავლობაში მუსიკისა და DIY ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს eZo Festival-ის ბილეთების შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება. https://www.ghn.ge/news/353577-sakartvelos-bankis-mkhardacherit-niu-iorkshi-ezo-festival-gaimarteba საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/266738983.jpg 2026-09-04 353577 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6126 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.52 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.05 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5359 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.39 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/353576-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1974097403.jpg 2026-09-04 353576 საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე და არც ისინი, ვინც იკითხებიან, ან გუშინ დაიკითხნენ, ინფორმაციას არ ვფლობთ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე - ირმა ინაშვილი მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე. რეალურად, საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, ისინი ვინც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საკითხის ირგვლივ არ ფლობდნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე, რის თაობაზეც ისმებოდა შეკითხვები, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდგომ განაცხადა. ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში. "ჩემს ჩვენებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება, „არ ვიცი, არ ვიცი“ არ წერია. მინდა, რომ ეს პიარ ხრიკი დავუნგრიო „ქართული ოცნების“ უნიჭო პიარ მენეჯერებს და ვთქვა, რომ ამ ჩვენებაში წერია ზუსტად ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე. მე ვითხოვ გამოძიებას და ამ ჩვენებაშიც ეს მაქვს ასახული, ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილის პირველ ეპიზოდზე, ანუ მდინარაძე-კობახიძემ შეუგზავნა მას თებერვალში გაზეთი „ასავალ-დასავალი“. ვითხოვ დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში“, სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე? დღეიდან ისმება კითხვები უკვე გარეჯთან მიმართებაში და რაც შეეხება თვითმკვლელობას, თვითმკვლელობის დეტალებზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს.  მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს. მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად. მე ვრეაგირებ იმ წერილებზე, სადაც ჩემი გვარია ნახსენები. წინასწარ მე, მაგალითად, არაფერი არ ვიცი და მივყვებით მოვლენებს", - განაცხადა ინაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353575-sagamodziebo-organoebma-dasatsqisshive-itsodnen-rom-arts-me-da-arts-isini-vints-ikitkhebian-an-gushin-daikitkhnen-informatsias-ar-vflobt-lazare-jorbenadzis-tvitmkvlelobis-epizodze-irma-inashvili საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე და არც ისინი, ვინც იკითხებიან, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/803248882.png 2026-09-04 353575 გაფართოების შემოდგომა მოდის - მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით აქტიური შემოდგომა იწყება. „გაფართოების შემოდგომა მოდის. 2026 წელი უკვე პროგრესის რეკორდული წელია და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ“, - წერს კოსი სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით, ამჟამად აქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად. "2026 წელი უკვე პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული წელია და ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ. ახლა აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი კავშირი ახალი წევრების მისაღებად. გაფართოებული ევროპა უფრო ძლიერი უნდა იყოს, რათა დაიცვას ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები საკუთარ თავში და უზრუნველყოს ჩვენი ინტერესები გლობალურად", - თქვა მან.  ევროკომისრის თქმით, გაფართოებაზე მოლაპარაკებები ორ მიმართულებას მოიცავს - ერთი მხრივ, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრებისთვის მომზადებას, ხოლო მეორე მხრივ, თავად ევროკავშირის მომზადებას ახალი წევრების მისაღებად. კოსის განცხადებით, ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას შესაძლოა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე შეეძლოს. ევროკომისარი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ეტაპების გახსნისთვის ტექნიკური სამუშაოები მზად არის და პროცესის შემდგომი წინსვლა წევრი ქვეყნების კონსენსუსზეა დამოკიდებული. საქართველო ამ ეტაპზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა კოსის დღევანდელ განცხადებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით კონკრეტული ახალი გადაწყვეტილება ან ვადა არ გაჟღერებულა.  https://www.ghn.ge/news/353574-gafartoebis-shemodgoma-modis-marta-kosi მარტა კოსი: შემოდგომა ევროკავშირის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1139942566.jpg 2026-09-04 353574 გამოვიდა 7 ადამიანი, „იმედის“ თანამშრომლები ვართ, ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო, დანაშაული არ ჩამიდენია, ჩემს 11 შვილს კაცობის მაგალითს ვასწავლი, ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ - თამაზ ელიზბარაშვილი კუპედან გამოვიდა 7 ადამიანი, ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მისთვის მიგინებია სოციალურ ქსელში და ამისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზედაც უარი განვუცხადე, -  ამის შესახებ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. "გამოვიდა 7 ადამიანი, ერთ-ერთმა წამიყენა პრეტენზია, რომ თურმე მისთვის მიგინებია სოციალურ ქსელში და ამისთვის უნდა მომეხადა ბოდიში, რაზედაც უარი განვუცხადე. ვუთხარი, მე შენ არ გიცნობ და რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში? თუ რამე იყო, მაჩვენე, სად გაგინე და მაგის მიხედვით ვნახოთ. დანარჩენებსაც ვეუბნებოდი, ვინ ხართ, ცხოვრებაში არ მინახიხართ, ჩვენ „ტელეიმედის“ თანამშრომლები ვართო, განმიცხადეს. კი მაგრამ, მე არცერთს არ ვიცნობ, ჟურნალისტი არცერთი არაა. ჩვენ არ მოგვწონს შენი პოზიცია, ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო. არ მინდოდა ჩემ მეუღლეს დაენახა, როგორ მაგინებდნე, მაფურთხებდნენ, უშუალოდ ერთ - ერთი იყო ძალიან აგრესიული, მაგინებდა, მაფურთხებდა, ამას გიზამ, იმას გიზამ. ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო. რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა",- თქვა ელიზბარაშვილმა. როგორც ელიზბარაშვილმა აღნიშნა, რესტორანთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მასთან დაპირისპირებულებს უთხრა, რომ მეუღლეს სახლში წაიყვანდა და ისევ უკან მობრუნდებოდა, ხოლო უკან მობრუნების მიზეზი იყო შერიგება და ის, რომ დაწყებული კონფლიქტი საუბრით მოეგვარებინათ. "ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი”,- განაცხადა ელიზბარაშვილმა მან ბინის ჩხრეკის მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ისე იქცეოდნენ, რომ თვითმკვლელობაც კი სცადა. "პატარა ბავშვები გვყავდა, ატყდა წივილი-კივილი ბავშვებს, ვეღარ ვუძლებდი, თვითმკვლელობა გადავწყვიტე და გადავდგი ერთი საფეხური. მაგ დროს დამიჭირეს და დამადეს ბორკილები, ისე მომიჭირეს, რომ მანქანაში გონება დავკარგე", - ამბობს თამაზაშვილი. საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.   https://www.ghn.ge/news/353573-gamovida-7-adamiani-imedis-tanamshromlebi-vart-khshirad-gvagineb-da-bodishi-unda-moikhadoo-danashauli-ar-chamidenia-chems-11-shvils-katsobis-magalits-vastsavli-tsikheshits-sheval-da-orjer-ufro-vazhkatsurad-gamoval-tamaz-elizbarashvili ხოლო თუ ის 7 ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი -  სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/151919998.jpeg 2026-09-04 353573 ჩემი კითხვა იყო, გამოიკითხებიან თუ არა ღარიბაშვილის წერილში ნახსენები კობახიძე და მდინარაძე, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან - ხატია დეკანოიძე გამოკითხვის შემდეგ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ,"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს კითხვები ლაზარე ჯორბენაძის შესახებ ჰქონდა და აინტერესებდათ იცნობდა თუ არა მას, თუმცა ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ლაზარე ჯორბენაძის სახელი მას არც სოციალურ ქსელში და არც საჯარო გამოსვლებში არ უხსენებია.  მისივე თქმით, მან პროკურატურის წარმომადგენლებს ჰკითხა გამოიკითხებიან თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენები ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, რაზეც ხატია დეკანოიძის თქმით, კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს.  "ჩემი კითხვა იყო პირველ რიგში ის, რომ აპირებენ თუ არა გამოკითხონ, ისევე როგორც გამომკითხეს მე და სხვა ადამიანები, კობახიძე და მდინარაძე, ანუ ის ორი გვარი, რომელიც ფიგურირებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის წერილში. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იმ წერილში არ იყო ხატია დეკანოიძე, არ იყო სხვა ადამიანები, ვთქვათ ოპოზიციონერები, რომელთა გამოკითხვასაც აპირებენ, ან გამოკითხეს. ამიტომ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რას საერთო მაქვს მე, ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან, სადაც კობახიძის და მდინარაძის გვარები ფიგურირებს. არაფერი არ მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან.  პირველ რიგში კითხვა იყო ვიცნობდი თუ არა მე ამ ადამიანს, ოღონდ ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არ მიხსენებია, არც ჩემ სოციალურ ქსელში, არც საჯარო გამოსვლებში და რა თქმა უნდა, საჯარო გამოსვლებში, როგორც პოლიტიკოსი და საჯარო პირი, მე ყველა იმ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  თემებზე შემიძლია კონკრეტული კომენტარი გავაკეთო, ან კონკრეტული კითხვები დავსვა. არსად ამ კაცის სახელი და გვარი არ ფიგურირებს.  არსებობს კონკრეტულად ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, რომელზეც საზოგადოებას პასუხები არ მიუღია, მაგალითად რიჟვაძის საქმე, ციხის უფროსის საქმე. ამ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა იმიტომ, რომ ამ ადამიანების საქმეები დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, მეტწილად. ამიტომ, მე ვფიქრობ, იმის მაგივრად, რომ მართლა მართლმსაჯულებაზე იყოს საუბარი და კრიმინალური იუსტიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებით იყოს დაინტერესებული, იმ წერილის გარშემო, რომელშიც მე არ ვარ ნახსენები, მიბარებს მე და სხვა ადამიანებს. ფაქტია, რომ ეს არის კრიზისი, რა კრიზისიც არის "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  https://www.ghn.ge/news/353572-chemi-kitkhva-iqo-gamoikitkhebian-tu-ara-gharibashvilis-tserilshi-nakhsenebi-kobakhidze-da-mdinaradze-amaze-konkretuli-pasukhi-ar-akvt-davaleba-akvt-rom-sainformatsio-karishkhali-shekmnan-khatia-dekanoidze-gamokitkhvis-shemdeg ჩემი კითხვა იყო, გამოიკითხებიან თუ არა ღარიბაშვილის წერილში ნახსენები კობახიძე და მდინარაძე, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო ქარიშხალი შექმნან - ხატია დეკანოიძე გამოკითხვის შემდეგ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1870421903.png 2026-09-04 353572 საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი ემიგრანტების მხარდაჭერას აგრძელებს და Emolas Corporation-ის პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის კულტურული ღონისძიებების ახალ სერიას აანონსებს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის გასტროლი ნიუ-იორკში. ამჯერად, 2026–2027 წლების კულტურული სეზონი Georgia is the Great სახელწოდებით გაიმართება. ის აერთიანებს სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებებს - მუსიკას, თეატრს, კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას, ელექტრონულ მუსიკასა და ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას.  ახალი სეზონი 9 ოქტომბერს ნიუ-იორკში, Sony Hall-ში, Worth the Wait ღონისძიებით გაიხსნება, 11 ოქტომბერს კი ფილადელფიაში, Fabrika-ში გაგრძელდება. საღამოს მთავარი სიურპრიზი ქართველი არტისტის ამერიკულ სცენაზე გამოჩენა იქნება, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები ღონისძიებამდე არ ამხელენ. 17-18 ოქტომბერს ბრუკლინში, 1896-ის სივრცეში, ორდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - EZO Festival გაიმართება. საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის ფესტივალის ბილეთებზე სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს 10 სექტემბრამდე. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს. ქართული მუსიკისა და კინოს მოყვარულებს განსაკუთრებული საღამო ელოდებათ 29 ნოემბერს, ნიუ-იორკის The Town Hall-ში, სადაც ნიკოლოზ რაჭველი:Memory Card ღონისძიება გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და გიორგი უშიკიშვილი; 2027 წლის 10 თებერვალს, კარნეგი ჰოლის სცენაზე ნინო სურგულაძის  და ჯონათან ტეტელმანის ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი  გალა კონცერტი გაიმართება, რომელსაც კონსტანტინე ორბელიანი უდირიჟორებს. ქართული კულტურის ახალი სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლია - 16-18 აპრილს ნიუ-იორკის Lincoln Center-ის David H. Koch Theater-ში მაყურებელი გედების ტბას იხილავს. სეზონის პროგრამას კი დაასრულებს  გიორგი გიგაშვილისა და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი პროექტი - Georgian on My Mind. ღონისძიება 23 აპრილს ნიუ იორკში - The Appel Room, Jazz at Lincoln Center-ში, ხოლო 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება. თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის არხებს და არ გამოგრჩეთ Georgia is the Great-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბილეთების შეძენისას სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეეძლებათ. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას, ქართველი არტისტების მსოფლიო სცენებზე წარმოჩენასა და აშშ-ში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან კულტურული კავშირის გაძლიერებას ემსახურება. ბანკისთვის ემიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის სხვადასხვა ფინანსური, კულტურული და სოციალური ინიციატივა ხორციელდება. https://www.ghn.ge/news/353571-sakartvelos-banki-x-emolas-corporation-amerikashi-kartuli-kulturis-ghonisdziebebis-akhali-seria-itsqeba საქართველოს ბანკი x Emolas Corporation - ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1751098513.jpg 2026-09-04 353571 თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმ წუთის წინ გამოაცხადა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა. https://www.ghn.ge/news/353570-tamaz-elizbarashvils-aghkvetis-ghonisdziebis-sakhit-patimroba-sheefarda თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/209931599.png 2026-09-04 353570 სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში ჩავლენ - რუსული მედია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დაგეგმილ ვიზიტამდე მოსკოვში ჩავლენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი თავდაპირველად მოსკოვში ჩავლენ, შემდეგ კი უკრაინის დედაქალაქს ეწვევიან. ვიზიტები 5-6 სექტემბერს იგეგმება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ უიტკოფისა და კუშნერის კიევში ვიზიტის წინასწარი თარიღები უკვე ცნობილია.   https://www.ghn.ge/news/353569-stiv-uitkofi-da-jared-kushneri-jer-moskovshi-shemdeg-ki-kievshi-chavlen-rusuli-media რუსული მედია - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1259300116.jpg 2026-09-04 353569 დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი მზად არის, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. დღეს გვაქვს სასიხარულო მორიგი ინფორმაცია – „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში. აქამდე ჩვენ მიერ „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით გაწეულ იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის მაქსიმალური სიზუსტით აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ, შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები, უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „იტალფარმაკოს“ თანამშრომლობისთვის. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, მათ შორის მშობლების სახელით, კომპანია „იტალფარმაკოს“ მართლაც კარგი თანამშრომლბისთვის. ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება გაიმართება მსოფლიო მასშტაბით, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებთ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. ვისაუბრებთ კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში, აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის. ამრიგად, მოვუწოდებთ მშობლებს, რომლებსაც ბოლო ხანებში შეიძლება, არ მოუმართავთ შესაბამისი დაწესებულებებისთვის, რომ მიმართონ სამინისტროს ნომერზე – 15 05 და მიიღონ აუცილებელი კონსულტაცია მედიკამენტის გამოყენების დეტალების თაობაზე საჭიროებისამებრ“, – განაცხადა სარჯველაძემ. https://www.ghn.ge/news/353567-diushenit-daavadebuli-bavshvebis-samkurnalo-medikamenti-jivinostati-tbilisshi-momdevno-kviris-dasatsqisshi-chamova დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2128650198.jpg 2026-09-04 353567 ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და რევოლუციური პროცესის განსავითარებლად - გია ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ყველამ ხელი გაიშვირა ირაკლი ღარიბაშვილისკენ, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტურ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ., – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ. თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება. ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება ძნელია. ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ. მის ოჯახს და გარემოცვას ვიცნობ. ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდები მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვილილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე უფრო პრიმიტიულია – შეიძლება, ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება ყურადღება მიაქციონ და ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ახსნა ამას არ აქვს. შეიძლება, ვიღაცამ ისარგებლა და ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. https://www.ghn.ge/news/353566-irakli-gharibashvilis-daufikrebeli-gantskhadeba-mtlian-stsenarshi-jdeba-romelits-mimartulia-khelisuflebis-dasazianeblad-da-revolutsiuri-protsesis-gansavitareblad-gia-volski ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და ირევოლუციური პროცესის განსავითარებლად პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1842358195.jpg 2026-09-04 353566 საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თბილისიდან 53 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ გორთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა (ML) შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 11:55 საათზე მოხდა. https://www.ghn.ge/news/353565-sakartveloshi-mitsisdzvra-mokhda საქართველოში მიწისძვრა მოხდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/741677334.jpg 2026-09-04 353565 თაზო დათუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. თაზო დათუნაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე იკითხებოდა.  "უწყებებს აინტერესებდათ, რაიმე ინფორმაცია მქონდა თუ არა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პირველივე კითხვიდან განვმარტე, რომ ჩემი პოლიტიუკური განცხადების შინაარსი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ეჭვის გაჩენას ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით, მე ეს არ შემიფასებია. მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელშიც ეს კაცი იყო ნახსენები და პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მე შევაფასე მწვავედ, პოლიტიკურად ის საზიზღარი დაპირისპირება, რომელიც არის "ქართული ოცნების" შიდა კრიმინალურ კლანებს - ღარიბაშილის და კობახიძე-მდინარაძის კლანს შორის. მე ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ შიგნით აქვთ ქაოსი, არიან შეშინებულები, ერთმანეთს თავებით ასკდებიან და არ იციან რა გააკეთონ. იდეა არის, რომ ატეხონ ხმაური, მედია და ღარიბაშვილი, "ძლიერი საქართველო", "ნაციონალურ მოძრაობა" ირმა ინაშვილი ერთმანეთს დააკავშირონ, რომ აი, ამათ არაფერი იციან და მარტო კობახიძეა ციდან მოვლენილი ანგელოზი", - განუცხადა დათუნაშვილმა მედიას.  ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“. აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. https://www.ghn.ge/news/353564-tazo-datunashvilis-gamokitkhva-dasrulda თაზო დათუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/942447254.jpg 2026-09-04 353564 რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - მას საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს წარმოშობით რუს აქტივისტი დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - უფლებები საქართველოს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად. ,,უფლებები საქართველო" აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე"- წერია განცხადებაში.  https://www.ghn.ge/news/353568-rus-aktivist-denis-kulanins-rusetshi-ar-gaadzeveben-mas-sakartvelos-dasatoveblad-erti-kvira-mistses რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - მას საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1234076951.png 2026-09-04 353568 არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი - სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ - ლექსო სვიმონიშვილი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.  "პროკურატურამ გამოაქვეყნა ის კადრები, რომლებიც თავად ჩათვალეს, რომ მათ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა. თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონის საწინააღმდეგო არ ჩანს. ახლახან ვნახე ეს კადრები, სადაც ამბობს, რომ თითქოს, თამაზ ელიზბარაშვილი, სავარადუდოდ, იარაღით ემუქრება, იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. აღკვეთის ღონისძიების პროცესი ჩატარდება, პროკურატურას მიმართული აქვს და შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დააყენა, ჩვენ ამ შუამდგომლობას არ დავეთანხმებით და გვექნება შუამდგომლობა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებით, საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა დარჩეს აღნიშნული ბრალდებული, თუმცა, ალტერნატივცის სახით შევთავაზებთ გირაოს. ოფიციალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ გამომძიებელს მიეწოდა, - განაცხადა სვიმონიშვილმა.  საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.   https://www.ghn.ge/news/353563-artserti-motsme-ar-adasturebs-rom-elizbarashvils-tan-hkonda-tsetskhlsasroli-iaraghi-sasamartlos-giraos-shevtavazebt-lekso-svimonishvili ნცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1254978066.png 2026-09-04 353563 თელავში პიტბულმა პატრონი დაკბინა თელავში 50 წლამდე ქალი საკუთარმა პიტბულმა დაკბინა. გავრცელებული ინფორმაციით, პიტბულის მოკვლა გახდა საჭირო, რათა ქალისთვის თავი დაენებებინა. ქალს მრავლობითი ჭრილობები აქვს. ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს https://www.ghn.ge/news/353562-telavshi-pitbulma-patroni-dakbina თელავში პიტბულმა პატრონი დაკბინა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/18010747.jpg 2026-09-04 353562 იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა - გიორგი შარაშიძე სიმართლე გითხრათ, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, თუ ეს ასე იყო, კომენტარიც ზედმეტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს. „ამის დაჯერება მიჭირს, მაგრამ ჯერ რაც იკვეთება, ასეა, რადგან თუ ინფორმაცია არ გაქვს, არ შეგიძლია, გამოძიებასთან ითანამშრომლო, მაშინ ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებას რატომ ახმოვანებ? ამ კითხვებზე პასუხები ღარიბაშვილს აქვს გასაცემი. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი საკუთარი ტყავისა და ბედის გადარჩენაზე ფიქრობს. ეს რამდენად სწორად გამოსდის და უშვებს შეცდომებს თუ არა, მისი გადასაწყვეტია და გამოჩნდება. სამწუხაროდ, „ოცნება“ ამ ყველაფრით კარგად სარგებლობს. დღეს უამრავი გამოწვევაა ოკუპაციით დაწყებული თუ ეკონომიკით და პირველი კითხვა ამ თემაზეა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://www.ghn.ge/news/353561-imis-dajereba-michirs-rom-irakli-gharibashvils-aranairi-fakti-ar-hkonda-da-adamianis-tragikuli-gardatsvaleba-politikuri-miznebistvis-gamoiqena-giorgi-sharashidze იმის დაჯერება მიჭირს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი ფაქტი არ ჰქონდა და ადამიანის ტრაგიკული გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1156500532.jpg 2026-09-04 353561 სად არის ოპოზიცია? ერთმანეთს ვერ იტანენ და ეჯიბრებიან იმაში, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს, იმან კრემებს და „მაზებს“ რეკლამები უკეთა და ის დააჯამა, მეორე გიჟი თავის ვიდეოებს უდარებს - ირაკლი ზარქუა ოპოზიციაში ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ, რადგან მეორესთვის პირველი მიუღებელია, ლუზერია. ბელადისთვის, სააკაშვილისთვის დანარჩენები ურეიტინგოები არიან, ახლა კრემებისა და „მაზის“ რეკლამირების ოსტატი ჟორჟოლიანი გამოაგორეს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. "ქალბატონ ნანულის პოლიტიკაში ვინ უნდა გაჰყვეს? პრემიერად ის გიჟი უნდა წარმოადგინონ, ხან უკრაინის მოქალაქე რომ არის და ხან ჩე გევარა. ოპოზიციაში სრული აჯაფსანდალი აქვთ. მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა მოვიდეს. სად არის ოპოზიცია?  რასაც ვხედავთ, რადიკალები, უსამშობლოები და პატრონებისგან დაფინანსებული პროექტები არიან. ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს თუ უფრო მეტი ჩაერიცხა „ტიკტოკიდან“ და „ფეისბუქიდან“. ხედავთ, რა სამარცხვინო დონეზე არიან დასული? იმან კრემებს და „მაზებს“ რეკლამები უკეთა და ის დააჯამა, მეორე გიჟი თავის ვიდეოებს უდარებს. წარმოიდგინეთ, ამათ ხელში ხელისუფლება, მთავრობა, ბიუჯეტი. ამ გიჟებმა რა უნდა გააკეთონ? ესენი მონიშნული უნდა გყავდეს, რომ მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს მოვიდნენ. ნათელია, პოლარიზებული რადიკალები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეწევიან ქიშპობას, დასმენას. ესენი ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. https://www.ghn.ge/news/353560-sad-aris-opozitsia-ertmanets-ver-itanen-da-ejibrebian-imashi-vis-ufro-meti-laiki-akvs-iman-kremebs-da-mazebs-reklamebi-uketa-da-is-daajama-meore-gizhi-tavis-videoebs-udarebs-irakli-zarkua სად არის ოპოზიცია? ერთმანეთს ვერ იტანენ და ეჯიბრებიან იმაში, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს, იმან კრემებს და „მაზებს“ რეკლამები უკეთა და ის დააჯამა, მეორე გიჟი თავის ვიდეოებს უდარებს - ირაკლი ზარქუა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1605170007.png 2026-09-04 353560 პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კადრებში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. გამოძიების თანახმად, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. „ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს. დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია”, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება. ელიზბარაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინეს. https://www.facebook.com/OfficialPOG/videos/-30-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-2340-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%97%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95/3054469778090249/   https://www.ghn.ge/news/353559-prokuratura-tamaz-elizbarashvilis-sakmeze-video-kadrebs-akveqnebs პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეო-კადრებს აქვეყნებს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/582905257.png 2026-09-04 353559 ლაშა ავალიანი ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაციის „FHI 360“ წარმომადგენლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაციის „FHI 360“ წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტის „მიზნების მიღწევა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის შენარჩუნება“ (EpiC) ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა განიხილა. პროექტი მიმართულია  მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეულ გამოვლენასა და კონტროლზე, ვეტერინარული და ლაბორატორიული მიმართულებების განვითარებაზე, ასევე გენომური კვლევებისა და გენეტიკური მიკვლევადობის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. „ეს პროექტი მნიშვნელოვანია მეფრინველეობის სექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის. მის ფარგლებში გაძლიერდება საველე და სახელმწიფო ვეტერინარების შესაძლებლობები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეული გამოვლენისა და კონტროლის მიმართულებით. ასევე, გაძლიერდება ლაბორატორიების შესაძლებლობები, მათ შორის გენეტიკური ანალიზისა და გენომური მიკვლევადობის კუთხით. ფრინველის გრიპი ზოონოზური დაავადებაა და შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდეს. შესაბამისად, პროექტში ჩართული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები და ლაბორატორიები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას, შესწავლასა და გენომის დონეზე მიკვლევადობას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ვეტერინარების, ფერმერებისა და სხვა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეული გამოვლენისა და მასზე რეაგირების საკითხებზე. ამით ხელი შეეწყობა საქართველოში ზოონოზურ დაავადებებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესებას, დაავადებების ადრეულ გამოვლენას და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას. https://www.ghn.ge/news/353558-lasha-avaliani-amerikis-saelchos-da-amerikuli-organizatsiis-fhi-360-tsarmomadgenlebs-shekhvda ლაშა ავალიანი ამერიკის საელჩოს და ამერიკული ორგანიზაციის „FHI 360“ წარმომადგენლებს შეხვდა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/382051094.jpg 2026-09-04 353558 ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად. „ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ ფართობზე უკვე მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები, რაც ითვალისწინებს ტერიტორიიდან ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების გატანას. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა. საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების მდგომარეობის შესწავლისას, სატყეო ენტომოლოგებმა ფიჭვის ხეების ხმობისა და დაზიანების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიჭვების დასუსტების ძირითად მიზეზს 2023 წელს ძლიერი სეტყვის შედეგად მიღებული დაზიანებები წარმოადგენს. დაზიანებულმა და დასუსტებულმა ხეებმა შემდგომ წლებში სრულად აღდგენა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე მასობრივი მავნებელ-დაავადების გავრცელების გამომწვევი ფაქტორი არ გამოვლენილა. თუმცა, დასუსტებულ ხეებზე დაფიქსირდა ფიჭვის დიდი და პატარა მებაღის (Tomicus piniperda, Tomicus minor) სასვლელები. ტერიტორია სპეციალისტების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ რჩება. სანიტარიული ჭრების დასრულების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებებს განახორციელებს. https://www.ghn.ge/news/353557-erovnuli-satqeo-saagento-sachkheris-satqeo-ubanze-fichvis-kulturebis-sanitariuli-mdgomareobis-gasaumjobeseblad-ghonisdziebebs-atarebs ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს საზოგადოება 2026-09-04 353557 შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - მათ შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. უწყების ვნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. "სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და  323 აბი „პრეგაბალინი“. დაკავებულებს შორის არიან პირები,  რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 265-ე პრიმა, 273-ე  და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353555-shss-m-narkodanashaulis-braldebit-7-piri-daakava-mat-shoris-arian-rogorts-sakartvelos-aseve-utskho-kveqnis-mokalakeebi შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/762385134.jpg 2026-09-04 353555 თბილისში მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელსაც სამართალდამცველებმა კახეთში მიაკვლიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი გზით დაუფლებულ მიკროავტობუსი იმავე დღეს, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიაკვლიეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353556-tbilisshi-moipares-mikroavtobusi-romelsats-samartaldamtsvelebma-kakhetshi-miakvlies თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს - ის კახეთში იპოვეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/607322301.png 2026-09-04 353556 კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე დარტყმა ამერიკული ბიზნესის ინტერესებზე მორიგი მიზანმიმართული თავდასხმაა - ანდრი სიბიჰა რუსეთის მიერ კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე განხორციელებული დარტყმა არ არის იზოლირებული ინციდენტი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოვიალურ ქსელში წერს. „რუსეთის მიერ კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე განხორციელებული დარტყმა არ არის იზოლირებული ინციდენტი. ეს არის ამერიკული ბიზნესის ინტერესებზე მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებასა და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას ისახავს მიზნად. მხოლოდ ძალა დააყენებს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს კანონი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ", - წერს სიბიჰა. ცნობისათვის, კიევის ოლქში, ბროვარიში, Coca-Cola-ს საწარმო 3 სექტემბერს რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. „3 სექტემბერს ბროვარიში ჩვენი საწარმო დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. მოხარული ვართ, დავადასტუროთ, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი უსაფრთხოდ არის და არავინ დაშავებულა“, – განაცხადეს კომპანიაში. Coca-Cola-ში ასევე აღნიშნეს, რომ საწარმოსთვის მიყენებული ზარალის შესაფასებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობენ. Russian strike on the Coca-Cola facility in the Kyiv region was no isolated incident. It is yet another deliberate attack on American business interests and part of a broader Russian strategy to damage the U.S. economy and squeeze American companies out of international… — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 3, 2026     https://www.ghn.ge/news/353554-kievis-olkshi-coca-cola-s-obiektze-dartqma-amerikuli-biznesis-interesebze-morigi-mizanmimartuli-tavdaskhmaa-andri-sibiha კიევის ოლქში Coca-Cola-ს ობიექტზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/823851667.png 2026-09-04 353554 რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი 4 სექტემბრის დილით რუსეთის იერიშის შედეგად ოდესის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა. იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მიმდინარეობს თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია. ლისაკს განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები, დაზიანებულია ბინები, ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადები. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. . https://www.ghn.ge/news/353553-rusma-okupantebma-odesis-olkze-ierishi-miitanes-daighupa-1-da-dashavda-5-adamiani ოკუპანტებმა დილით ოდესის ოლქს დაარტყეს: დაიღუპა 1 და დაშავდა 5 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/229033394.png 2026-09-04 353553 ამაზე ჯერ არ მიფიქრია - დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიწვევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ამაზე ჯერ არ მიფიქრია“, – თქვა ტრამპმა. G20-ის სამიტი მაიამიში 2026 წლის 14-15 დეკემბერს გაიმართება. აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ ყველა წევრი მიწვეული იქნება მინისტერიალებსა და ლიდერთა სამიტზე, თუმცა ტრამპს პუტინის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით საჯაროდ განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. ტრამპი და პუტინი ბოლოს ალასკაზე, ანკორიჯის სამიტზე შეხვდნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონითაც ეკონტაქტებოდნენ. https://www.ghn.ge/news/353552-amaze-jer-ar-mifikria-donald-trampi-didi-otseulis-samitze-vladimir-putinis-mitsvevaze დონალდ ტრამპს, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიწვევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2015161929.jpg 2026-09-04 353552 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ სოჭთან რუსულ საჰაერო სამხედრო დივიზიონზე იერიში მიიტანეს - ხანძარი გაჩნდა ნვათობბაზაზეც - მედია 4 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ სოჭის მახლობლად ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსული დამოუკიდებელ გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზსა და მონიტორინგის Telegram-არხებზე დაყრდნობით იუწყება. სოჭის მცხოვრებლები ღამით აფეთქებების შესახებ იტყობინებოდნენ, რასაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი მოჰყვა. თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოების OSINT-ანალიზის მიხედვით, ხანძარი სირიუსის დასახლების რაიონში, მდინარე ფსოუსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ე.წ.საზღვრის სიახლოვეს გაჩნდა. ანალიტიკოსების ცნობით, სწორედ ამ ტერიტორიაზე რუსული С-300 ან С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია განთავსებული. გარდა ამისა, სოჭში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, ძლიერი ცეცხლის ალი რამდენიმე კილომეტრის მანძილიდანაც ჩანდა. https://www.ghn.ge/news/353551-ukrainis-tavdatsvis-dzalebma-kalak-sochtan-rusul-sahaero-samkhedro-divizionze-ierishi-miitanes-khandzari-gachnda-nvatobbazazets-media უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოჭთან რუსული საჰაერო თავდაცვის დივიზიონი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1808830053.png 2026-09-04 353551 მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთი განადგურდება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთი მიგრაციული პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში ესპანეთი განადგურდება. ტრამპმა ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ GB News-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადება ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში შექმნილ მიგრაციულ კრიზისს უკავშირდებოდა. „ესპანეთი განადგურდება. მე ესპანეთთან ჩემი პრობლემები მქონდა, რადგან ის ნატო-სთან მიმართებით სათანადოდ არ იქცევა და არ იხდის იმდენს, რამდენიც უნდა გადაიხადოს“, - განაცხადა ტრამპმა. მან სეუტაში მაროკოდან მიგრანტების მასობრივი გადასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენების ხილვა „ძალიან სამწუხაროა“. "მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც თქვენც გაქვთ საკუთარი პრობლემები, თუმცა ის ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც იქ. იცით, თქვენს ქვეყანაში ასე ათასობით ადამიანი არ იჭრება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. სეუტაში მიგრაციული კრიზისი ივლისის ბოლოს გამწვავდა, როდესაც მაროკოდან ათიათასობით მიგრანტი ესპანეთის ანკლავში გადავიდა. 2 სექტემბერს სეუტის მოსახლეობამ მადრიდის ხელისუფლების მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციებიც გამართა. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულება, რომ ივლისში სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლა მაროკოს ხელისუფლებამ დაგეგმა. https://www.ghn.ge/news/353550-migratsiuli-krizisis-gamo-espaneti-ganadgurdeba-donald-trampi დონალდ ტრამპი – ესპანეთი მიგრაციული კრიზისის გამო განადგურდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1234489329.png 2026-09-04 353550 პუტინს თუ შევხვდები, ვეტყვი: გადი უკრაინიდან, დაუბრუნე მთელი უკრაინა უკრაინას და დაასრულე ეს ომი - მარკ კარნი კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება, მას ერთი მარტივი გზავნილი ექნება - „გადი უკრაინიდან“. „ვლადიმირ პუტინს ბევრჯერ შევხვედრივარ. მას მხოლოდ ძალისა და პირდაპირი საუბრის ესმის“, - განაცხადა კარნიმ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში მისი გზავნილი მარტივი იქნება „გზავნილი მარტივი იქნება:. გადი უკრაინიდან, დაუბრუნე მთელი უკრაინა უკრაინას და დაასრულე ეს ომი, რომელსაც ყოველთვიურად შენი ერიდან 30 000-ზე მეტი  ადამიანი ეწირება“, - განაცხადა კარნიმ. კარნიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის G20-ის სამიტზე მიწვევის გადაწყვეტილებას მასპინძელი ქვეყანა - აშშ იღებს. ამასთან, კანადის პრემიერის განცხადებით, არსებობს „ძალიან საფუძვლიანი მიზეზები“, რის გამოც პუტინის მიწვევაზე უარი უნდა ითქვას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს პუტინის მონაწილეობა G20-ის სამიტში, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. პუტინს G20-ის ლიდერთა სამიტში 2022 წლის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მონაწილეობა არ მიუღია.  https://www.ghn.ge/news/353549-putins-tu-shevkhvdebi-vetqvi-gadi-ukrainidan-daubrune-mteli-ukraina-ukrainas-da-daasrule-es-omi-mark-karni პუტინს თუ შეცხვდები, ვეტყვი: გადი უკრაინიდან, დაუბრუნე მთელი უკრაინა უკრაინას და დაასრულე ეს ომი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1016290325.png 2026-09-04 353549 კანარის კუნძულებთან 80 მიგრანტი დაიღუპა ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებთან, დასავლეთ აფრიკიდან მიმავალი ნავის კატასტროფის შედეგად დაახლოებით 80 ადამიანი დაიღუპა. ნავზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.  ნავი გამბიიდან 7 აგვისტოს გავიდა. 27 დღის შემდეგ ის გრან-კანარიის სამხრეთ სანაპიროსთან აღმოაჩინეს. მაშველებმა ნავს დაახლოებით შუაღამისას მიაგნეს და გადარჩენილები არგინეგინის პორტში გადაიყვანეს. კანარის კუნძულების მთავრობის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიხომ მომხდარს ატლანტის მიგრაციული მარშრუტის საშიშროების კიდევ ერთი შეხსენება უწოდა. მისი თქმით, ზღვაში ადამიანების დაღუპვა ნორმად არ უნდა იქცეს და პრობლემა მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებს. https://www.ghn.ge/news/353548-kanaris-kundzulebtan-80-migranti-daighupa კანარის კუნძულებთან დაახლოებით 80 მიგრანტი დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/566925737.png 2026-09-04 353548 ბაიდენის პრეზიდენტობის დროს უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალისთვის თანხას ევროპისგან მოვითხოვთ - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული დახმარების სანაცვლოდ ევროპის ქვეყნებისგან კომპენსაციის მიღებას მოითხოვს. ტრამპმა ამის შესახებ Truth Social-ზე დაწერა. ამერიკის პრეზიდენტმა პოსტის დიდი ნაწილი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მარაგებს დაუთმო. „ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალას იმ მოცულობით, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ვაგროვებთ მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. ჩვენ მათ ჩვენთვის, აშშ-ისთვის ვინახავთ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებს მივყიდოთ, თუმცა მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე განახლდება“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, მისი გამოყენებული რაოდენობისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა თითქოს უსასყიდლოდ გადასცა. „ასობით მილიარდი დოლარი უკრაინასა და ნატო-ს უსასყიდლოდ გადაეცა -ეს თანხა ევროპას უნდა გადაეხადა, მხოლოდ რომ მოეთხოვათ, მაგრამ ჩვენ ამ ფულს მოვითხოვთ, თუნდაც გარკვეული დაგვიანებით!“ – წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს ადამიანებს  და მედიასაშუალებებს, ვინც „არაზუსტად“ აშუქებს აშშ-ის ოპერაციას სპარსეთის ყურეში. ტრამპი მათ მოღალატეებს უწოდებს. „ადამიანები და მედიასაშუალებები, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ ჩვენ საბრძოლო მასალა არ გვაქვს (და ისინი 100%-ით ცდებიან!), სინამდვილეში მოღალატეები არიან. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ურჩევნიათ, შეერთებულმა შტატებმა წააგოს ომი, რომელსაც ჩვენ იოლად ვიგებთ, ვიდრე მე გავიმარჯვო. იმ მოღალატე ნაძირალებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ, ზუსტად გააშუქონ ჩვენი სამხედრო ოპერაცია ირანში: ჩვენ გვაქვს საშუალო და მაღალი კლასის საბრძოლო მასალის პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობა – გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო გამოგვეყენებინა ამ ომში ან ნებისმიერ სხვა ომში (რაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს!). გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალას აქამდე არნახული მასშტაბებით. ვაგროვებთ მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის, რომელიც შეიძლება, განვითარდეს. ჩვენ ამ საბრძოლო მასალას ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და არა სხვებისთვის მისაყიდად, თუმცა მოკავშირეებისთვის გაყიდვები მალე კვლავ დაიწყება“, – წერს ტრამპი.   https://www.ghn.ge/news/353547-baidenis-prezidentobis-dros-ukrainistvis-gadatsemuli-sabrdzolo-masalistvis-tankhas-evropisgan-movitkhovt-donald-trampi ბაიდენის პრეზიდენტობის დროს უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალისთვის თანხას ევროპისგან მოვითხოვთ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/372832841.png 2026-09-03 353547 დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს მოსკოვსა და კიევში გამართავენ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს და წინასწარი თარიღებიც უკვე არსებობს. ზელენსკის თქმით, უკრაინული მხარე ამერიკელ წარმომადგენლებთან მუდმივ, ფაქტობრივად 24-საათიან კონტაქტზე იმყოფება. „ახლახან შეხვედრა გავმართე გუნდთან, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე მუშაობს. ფაქტობრივად, 24/7 მათთან კავშირზე ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. არსებობს წინასწარი თარიღები“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიევი ელოდება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლას უახლოეს დღეებში. ამერიკულმა მხარემ ასევე დაადასტურა შეხვედრების გამართვა როგორც მოსკოვში, ისე კიევში. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა კვლავ აქტიური დარჩეს. მზად ვართ, უკრაინაში მათთან მაღალი დონის და შინაარსობრივი შეხვედრებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 31 აგვისტოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, უკრაინაში მათი შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. https://www.ghn.ge/news/353546-donald-trampis-tsarmomadgenlebi-shekhvedrebs-moskovsa-da-kievshi-gamartaven-volodimir-zelenski ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს მოსკოვსა და კიევში გამართავენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/821769003.jpg 2026-09-03 353546 ენდი ბერნემმა და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში SCALP-ის ტიპის რაკეტების წარმოების დაწყების საკითხი განიხილეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში SCALP-ის ტიპის შორი მოქმედების რაკეტების ადგილობრივი აწყობის ხაზების შექმნის საკითხზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. რაკეტების წარმოებაში ფრანგული და ბრიტანული ტექნოლოგიები გამოიყენება.  ბერნემმა მაკრონს დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესების დასაცავად წინსვლის გზების მოსაძებნად ერთობლივი მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „რაც შეეხება უკრაინას, მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში SCALP-ის შორეული მოქმედების რაკეტების ადგილობრივი აწყობის ხაზების შესაქმნელად, რომლებშიც ბრიტანული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. ასევე შეაჯამეს გასულ კვირას კიევში გამართული „მსურველთა კოალიციის“ წარმატებული შეხვედრის შედეგები“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/353545-endi-bernemma-da-emanuel-makronma-ukrainashi-scalp-is-tipis-raketebis-tsarmoebis-datsqebis-sakitkhi-ganikhiles ბერნჰემმა და მაკრონმა უკრაინაში SCALP-ის რაკეტების წარმოების დაწყება განიხილესბერნჰემმა და მაკრონმა უკრაინაში SCALP-ის რაკეტების წარმოების დაწყება განიხილეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1822111430.png 2026-09-03 353545 ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი - ადვოკატი ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა.  ადვოკატი აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა. "როდესაც ივლისში პირველად მიუვიდა წერილი, პრიველ პუნქტად აღნიშნული იყო დიტო ჩუბინიძე, მათ შორის. დიტო ჩუბინიძის გვარის არსებობა აინტერესებდა, თუ რატომ იყო მაინცდამაინც ის, როცა სხვა ადამიანებიც, ვინც მასზე დადებითად საუბრობდა. როდესაც დააკავშირა ფაქტები, გაახსენდა, რომ 12 თებერვალს სტატია შეგზავნილ იქნა, სადაც იყო იმ კითხვების თაობაზე... ამ შემთხვევაში დააკავშირა ინფორმაცია და რამოდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო, რომ ის რესპოდენტი, აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ და ამიტომაც სხვა დეტალებით საჯაროდ გამოიტანა და საჯაროდ დასვა კითხვაც. თვითმკვლელობებეზე, რაც ირაკლის ჰქონდა საჯარო განცხადებაში, მაგაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუ თვითონ ჩათვლის რაიმეს კიდევ საჯაროდ, იტყვის, მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ", - თქვა ადვოკატმა  ნათია თამაზაშვილმა.    https://www.ghn.ge/news/353544-irakli-gharibashvilma-dghesats-gamokitkhvis-dros-igive-faktebi-daadastura-rats-mistvis-akamde-iqo-tsnobili-advokati ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვა დასრულდა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1108164104.png 2026-09-03 353544 ღარიბაშვილს ისტერიულად ეშინია მოწამვლის, თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა, ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის - მიხეილ სააკაშვილი ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ). სწორედ ეროსის მოშორების შემდეგ იქცა ხარება პატრონის საყვარელ სპეცრაზმელად, როგორც მაგარი "ისპალნიწელი". რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. „საქართველოს მართავს მკვლელების კორპორაცია. რუსთავი 2-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობად გაფორმებულ მკვლელობაზე ყველაფერი იცის ზვიად ხარაზიშვილმა (ხარებამ). სწორედ ეროსის მოშორების შემდეგ იქცა ხარება პატრონის საყვარელ სპეცრაზმელად, როგორც მაგარი "ისპალნიწელი". ამის შესახებ ცნობილია „ქოცების“ საკმაოდ ფართო წრისთვის და ასევე, ეროსის მოსყიდული დაშინებული და გაჩუმებული ნათესავებისთვის. აუცილებლად, ყველა, ყველაფერზე აგებს პასუხს. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ჩემთვის უკვე თვეზე მეტია, დანამდვილებით არის ცნობილი (ამ პატარა ციხეში სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია), რომ ისტერიულად ეშინია მოწამვლის. თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, არა ყურმოკრულად ვიღაცისგან. ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის (დღეში ერთხელ ეკუთვნის) იმიტომ რომ იქ ძირითადი კორპუსის გარეთ მარტო აღმოჩნდება და ადვილია მოულოდნელად "თავის ჩამოხრჩობა". ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს, რადგან მოწამვლის ეშინია. ამ ბოლო დღეებში ის უკვე მეოთხედ მოინახულა ციხის ფსიქიატრმა. ღარიბაშვილი ნამდვილად კრიმინალური ურჩხულია, მაგრამ ურჩხულსაც აქვს ადამიანის უფლებები და განსხვავებით ქოცებისგან, რომელთაც დღემდე უხარიათ ჩემი ციხეში წამება, მოწამვლა და შევიწროება, მე ნამდვილად ვთვლი, რომ ღარიბაშვილთანაც კი არ შეიძლება ასე მოპყრობა. ციხის თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის პატიმარი არ ჰყოლიათ და ასევე არანაირი ცალკე აღებული კობახიძის ღარიბაშვილს არ ეშინია. ვინ ვინ და "ტრი-ტრი ანტუანმა" ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ შეიძლება გასცეს საქართველოში მისი ლიკვიდაციის ბრძანება. კობახიძე ისეთივე არარაობაა, როგორც ღარიბაშვილი. უბრალოდ ახლა ის საფრთხეს წარმოადგენს, იმდენად რამდენად სწორად ის აზის პატრონის ყურს. ფაქტია, რომ ეს მაფიოზური სინდიკატი საშიშია არა მხოლოდ სინდიკატის ყოფილი წევრებისთვის, არამედ თითოეული ქართველისთვის. სანამ იარსებებს ეს მაფიოზური დაჯგუფება, მანამ ყოველთვის იქნებიან "ხარებები" და "თვითმკვლელობების" ადგილზე შეტრიალებული სამეთვალყურეო კამერები და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს. მოქმედების დროა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი. https://www.ghn.ge/news/353543-gharibashvils-isteriulad-eshinia-motsamvlis-tu-rogor-khdeba-tsikheshi-motsamvla-gharibashvilma-qvelaze-kargad-itsis-aseve-eshinia-saseirnod-gasvlis-mikheil-saakashvili ღარიბაშვილს ისტერიულად ეშინია მოწამვლის, თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა, ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/784388476.jpeg 2026-09-03 353543 მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის - ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტემბერი ახალი ნივთების შეძენას, გარდერობის განახლებასა და ყოველდღიური რუტინის დაბრუნებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა PLUS ბარათის მფლობელებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა.   შეთავაზებები მოიცავს წიგნებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებს, ტექნიკას, ტანსაცმელსა და სხვა კატეგორიებს. ამასთან ერთად, დაგროვებული PLUS ქულების გამოყენებას პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთებისა თუ სერვისების შესაძენად შეძლებთ. შეთავაზებებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდა საქართველოს ბანკის ტერმინალზე განახორციელოთ. გაეცანით შეთავაზებებს: წიგნები, სათამაშოები და აქსესუარები extra.ge-სა და extra market - 11 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას PLUS ქულების 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 150 ლარის PLUS ქულას). ინტელექტი - 1-15 სექტემბერს საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ონლაინ შეძენისას. ჭიტა - 14 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა); ოპტიმისტი 1-15 სექტემბერს 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ როგორც ფიზიკურ მაღაზიაში საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას, ისე ონლაინ, საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევისას; Somemoss -  5 და 12 სექტემბერს PLUS ქულების 20%-იან ქეშბექს მიიღებთ; თუ ყვავილების შეძენას გეგმავთ, 15 სექტემბერს ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ (მაქსიმუმ 20 000 PLUS ქულას). *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობილბანკში  მისი წინასწარ გააქტიურება. თავის მოვლა და ჯანმრთელობა Nail Sunny - 5-დან 20 სექტემბრის ჩათვლით 20-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ, ულიმიტოდ; Yves Rocher - 1-დან 30 სექტემბრამდე 10-ჯერ მეტი ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას; Beauty Bar - 1-დან 15 სექტემბრამდე 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ; Beauty Corner by Podium - 1-დან 15 სექტემბრამდე 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ; More beauty -.1-დან 15 სექტემბრამდე კი 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ კიდევ უფრო მეტი ქეშბექი ქეშბექ შეთავაზებები სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში დაგხვდებათ: iPlus - 4-30 სექტემბერს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 1,000-ლარიან შენაძენზე 150 ლარს დაიბრუნებთ; Carpisa - 4, 5 და 6 სექტემბერს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებთ; L’Occitane და Erborian - 5 სექტემბერს PLUS და Amex ბარათებით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ ( მაქსიმუმ 100 ლარს); Puma - 6 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ, (მაქსიმუმ 200 ლარს); Beauty Corner by Podium - 14 და 15 სექტემბერს PLUS ბარათით გადახდისას 25%-იანი ქეშბექი დაგხვდებათ. ონლაინ შოპინგისთვის კი ფარმადეპოში 9 სექტემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 20 ლარს დაიბრუნებთ; *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და არა Apple/Google Pay. GPC-ის ვებ საიტზე ან აპლიკაციაში 15 სექტემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 150 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებთ. *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია აირჩიოთ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და არა Apple/Google Pay. შეთავაზებების სრული სია, პირობები და მოქმედების ვადები იხილეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე. თუ ჯერ არ გაქვთ PLUS ბარათი, შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს. https://www.ghn.ge/news/353542-moemzadet-akhali-sastsavlo-tslistvis-nakhet-sakartvelos-bankis-plus-shetavazebebi მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის - ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/277438912.png 2026-09-03 353542 მტერი არ წასულა შვებულებაში - რუსებმა იპოვეს ესკალაციის ახალი გზა, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რეაგირება, საჰაერო თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ - ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე მიტანილ იერიშებს ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ქალაქ ოდესაზე, ობუხივსა და ბორისპილის რაიონებზე, ნიკოპოლზე, ხერსონზე, სუმიზე, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკზე. "ოდესაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადები საცხოვრებელ კორპუსზე დრონის დარტყმის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. მე-10-დან მე-17 სართულამდე დაზიანებულ შენობაში 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი ასევე გრძელდება მუშაობა ობუხივის და ბორისპოლის რაიონებში დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის საჭირო რაოდენობის მაშველები ებრძვიან ხანძარს ფარმაცევტული კომპანიის საწყობში. ასევე დარტყმები განხორციელდა ნიკოპოლში, ხერსონში, სუმში, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკში. საერთო ჯამში, მხოლოდ გასულ ღამეს 13 რეგიონი დაზარალდა. მრავალ ქალაქსა და თემში, რუსული რეაქტიული დრონების თავდასხმების საფრთხის გამო, საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში პრაქტიკულად არ წყდება. მტერი არ წასულა შვებულებაში - რუსებმა იპოვეს ესკალაციის ახალი გზა და არ აპირებენ შენელებას. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რეაგირება, მეტი კონტრზომები და უფრო სწრაფი თავდაცვის წარმოება ევროპასთან ერთად - უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ. ევროპას შეუძლია იყოს თვითკმარი და ძლიერი - ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა - და მხოლოდ ამ გზით შეუძლია მას საკუთარი თავის და ცხოვრების წესის დაცვა. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი საერთო თავდაცვისთვის მუშაობს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება", - წერს ზელენსკი. In Odesa, emergency services continue working at the site of a drone strike on an apartment building. Damage to apartments from the 10th through the 17th floors left 17 people injured, including three children. Efforts are also ongoing to deal with the aftermath of the strikes in… pic.twitter.com/FWAmFNJSYp — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 3, 2026   https://www.ghn.ge/news/353541-mteri-ar-tsasula-shvebulebashi-rusebma-ipoves-eskalatsiis-akhali-gza-chven-gvchirdeba-ufro-dzlieri-reagireba-sahaero-tavdatsva-raketebisa-da-dronebis-tsinaaghmdeg-volodimir-zelenski მტერი არ წასულა შვებულებაში - რუსებმა იპოვეს ესკალაციის ახალი გზა, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი რეაგირება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვა რაკეტებისა და დრონების წინააღმდეგ - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/100353077.jpg 2026-09-03 353541 პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით. მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია. ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს. დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია. 31 აგვისტოს, თამაზ ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილობითი სტატუსი და ვიდეო მიმართვა, სადაც იგი განაგრძობდა მუქარას და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა. აღნიშნული ქმედებებით დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.     https://www.ghn.ge/news/353540-prokuraturam-tamaz-elizbarashvils-mukaris-faktze-braldeba-tsarudgina-mas-1-tslamde-patimroba-emukreba პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/433770085.png 2026-09-03 353540 უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სოჭის პორტში რუსულ გემს დაარტყეს 3 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ სოჭში, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო უპილოტო კატერით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ მრავალფუნქციურ დამხმარე გემს NEFRIT-ს  დაარტყეს. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ადგილზე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, NEFRIT რუსეთის საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილია. გემი ნავთობისა და გაზის ოპერაციებს უზრუნველყოფდა, ოფშორულ ობიექტებს ემსახურებოდა, გადაჰქონდა ტვირთი და პერსონალი და წყალქვეშა ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, გემის საქმიანობა რუსეთის სამხედრო ეკონომიკის პირდაპირ მხარდაჭერას და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაფინანსებას ემსახურებოდა.   https://www.ghn.ge/news/353539-ukrainis-samkhedro-sazghvao-dzalebma-sochis-portshi-rusul-gems-daartqes უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სოჭის პორტში რუსეთის დამხმარე გემი დააზიანეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2080205124.png 2026-09-03 353539 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.618 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.52 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0366 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.13 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5309 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.42 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/353538-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/458014816.jpg 2026-09-03 353538 სარატოვის ოლქში თავდასხმა განხორციელდა რუს გენერალზე, რომელსაც უკრაინა კიევში მდებარე „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმის ორგანიზებაში ადანაშაულებს 3 სექტემბერს დილით, რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონის სოფელ პრობუჟდენიეში რუს სამხედრო პირზე თავდასხმა მოხდა. სამხედრო მძიმე მდგომარეობაშია. დაჭრილი პირი გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას 2024 წლის 8 ივლისს კიევში მდებარე „ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა კერძო სახლთან და სამხედრო პირს ესროლა. მას ორი ტყვია მოხვდა - ერთი სხეულზე, მეორე სახის არეში. დაიჭრა სამხედრო პირის მძღოლიც, თუმცა მან გაქცევა და დამალვა შეძლო, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაჭრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი სპეციალური ბორტით მოსკოვში გადაყვანა იგეგმება უკრაინული მედია წერს, რომ 31 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ნიკოლაი ვარპახოვიჩს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიების განცხადებით, 2024 წლის 8 ივლისს კიევში „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე დარტყმის ბრძანება სწორედ ვარპახოვიჩმა გასცა.სარატოვის ოლქში რუს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმა განხორციელდა  https://www.ghn.ge/news/353537-saratovis-olkshi-tavdaskhma-gankhortsielda-rus-generalze-romelsats-ukraina-kievshi-mdebare-okhmatdetis-bavshvta-saavadmqofoze-saraketo-dartqmis-organizebashi-adanashaulebs დაჭრილი პირი გენერალ-მაიორი ნიკოლაი ვარპახოვიჩია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/149927951.jpg 2026-09-03 353537 მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტემბერი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი ეტაპის, სწავლისა და სიახლეების დროა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი მოსწავლის და სტუდენტური ბარათის მფლობელებს ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა კატეგორიაში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზებები აერთიანებს წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ოპტიკას, თავის მოვლასა და ჯანმრთელობას, კვებას, გართობასა და სხვა კატეგორიებს. პარტნიორ ობიექტებში მოსწავლეებს და სტუდენტებს 40%-მდე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ. წიგნები, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ ინტელექტში, Biblusi-ში, სულაკაურში, Tresori-ში, Artopia-სა და ჭიტაში. ინტელექტი - 4-6 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 40%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 150 ლარის); *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Biblusi - 11 სექტემბერს, Student და sCool Card-ით 40%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ; (მოსწავლის ბარათზე მაქსიმუმ 50 ლარის, ხოლო სტუდენტურ ბარათზე მაქსიმუმ 100 ლარის);  *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია სტუდენტებისთვის მისი მობილბანკში გააქტიურება, ხოლო მოსწავლეებისთვის sCoolApp-ში სულაკაური - 8 სექტემბერს sCool Card-ით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ, მაქსიმუმ 50 ლარს. *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Carrefour - 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, sCool Card-ის მფლობელები 20% ქეშბექს დაიბრუნებენ, მაქსიმუმ 30 ლარს. Student Card-ის მფლებელები კი 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ, ყოველ შაბათ-კვირას, 27 სექტემბრის ჩათვლით *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება დიოგენე - 5-6 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 40%-იან ქეშბექს მიიღებთ, მაქსიმუმ 100 ლარს. *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Palitra L-ის ვებსაიტი - 9-11 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 40%-იან ქეშბექს მიიღებთ, მაქსიმუმ 100 ლარს. *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Artopia - 1-7 სექტემბერს მოსწავლის და სტუდენტური ბარათებით გადახდისას 20%-იანი ქეშბექი დაგიბრუნდებათ; (მაქსიმუმ 50 ლარის) ჭიტა - 11 სექტემბერს sCool Card-ით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 50 ლარის).           *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება ტანსაცმელი, აქსესუარები და ოპტიკა ახალი სასწავლო წლისთვის გარდერობისა და აქსესუარების განახლებასაც შეძლებთ სპეციალური შეთავაზებებით: Giordano - 5-6 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი დაგიბრუნდებათ (მაქსიმუმ 100 ლარის) *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი  sCoolApp-ში გააქტიურება Under Armour - 5 სექტემბერს Student card-ით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 200 ლარის); Miniso - 5 სექტემბერს სექტემბერს sCool Card-ით გადახდისას 40%-იანი ქეშბექი დაგიბრუნდებათ (მაქსიმუმ 50 ლარის); *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Puma - 6 სექტემბერს Student Card-ით  სარგებლობისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 200 ლარის); UNO Shoes - 11-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ულიმიტოდ; AJ Handmade - 1-15 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ ულიმიტოდ; IZIPIZI - 6 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 100 ლარს) *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Her Store - 11 - 13 სექტემბერს მოსწავლეები და სტუდენტები 30% იანი ქეშბექით ისარგებლებენ ულიმიტოდ Pendant - 11 - 13 სექტემბერს მოსწავლეები და სტუდენტები 30% იანი ქეშბექს დაიბრუნებენ (მაქსიმუმ 100 ლარს) *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება სანი ოპტიკსი - 11-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ (მოსწავლის ბარათზე მაქსიმუმ 50 ლარის, ხოლო სტუდენტურ ბარათზე მაქსიმუმ 100 ლარის); *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება ოპტიკონი - 11-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იანი ქეშბექი დაგიბრუნდებათ ულიმიტოდ; *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება MR Good - 4-5 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ ( მაქსიმუმ 100 ლარის); *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Tresor -  11-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას, წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებზე 30%-იან ქეშბექს მიიღებთ  (მოსწავლის ბარათზე მაქსიმუმ 50 ლარის, ხოლო სტუდენტურ ბარათზე მაქსიმუმ 100 ლარის); *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Atelier Outlet - 5-6 სექტემბერს, Student და sCool Card-ით გადახდისას, 25% ქეშბექი მაქს. 100₾; დაბრუნდება მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება თავის მოვლა და ჯანმრთელობა ახალი სასწავლო წლისთვის თავის მოვლისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისებზეც სპეციალური პირობები მოქმედებს. ივ როშე - 1-15 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ, (მაქსიმუმ 100 ლარს) *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება Impex - 8 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებთ (მაქსიმუმ 50 ლარის); *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში ხოლო სტუდენტებისთვის მობილბანკში გააქტიურება Evex - 5-6 და 12-13 სექტემბერს Student და sCool Card-ით 30%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 100 ლარის);  *შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია სტუდენტებისთვის მისი მობილბანკში გააქტიურება, ხოლო მოსწავლეებისთვის sCoolApp-ში ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი - 5 და 12 სექტემბერს sCool Card-ით გადახდისას 10%-იან ქეშბექს მიიღებთ. *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მისი sCoolApp-ში გააქტიურება კოკოსი - 7-9 სექტემბერს Student Card-ით გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ, ულიმიტოდ; Neo Neo - 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით Student Card-ით სარგებლობისას 20% ქეშბექი დაგიბრუნდებათ. Nail Sunny - 5 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, Student Card-ით 15% ქეშბექს დაიბრუნებთ, ულიმიტოდ. კვება და გართობა სასწავლო წლის დაწყება მხოლოდ სამზადისს არ გულისხმობს - მეგობრებთან ერთად გართობისა და საყვარელი ადგილების მონახულებისთვისაც სპეციალური შეთავაზებები დაგხვდებათ. 15 სექტემბერს Student და sCool Card-ით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ სხვადასხვა ტკბილეულის ობიექტში, მათ შორის:  Dodonut, Lunatic, Lumiers, Cinnamon, Bobba, Coffesta, Spinny, Chocotella (ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარს) და სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტებში: Los Amigos , Burger Bar, Big Sam, Gochits, Magsy's Burgers, წიწილა, ჯეკი ჩანი, პოკე ბარი, ვასაბი, ვრაპ მასტერი, ჩიკაგოს სთაილი, პაცა და სხვა (ჯამში მაქსიმუმ 50 ლარის). ასევე, 15 სექტემბერს მხოლოდ sCool Card-ის მფლობელებისთვის Wendy’s-ში, Dunkin’-ში და Subway-ში 30% ქეშბექს მიიღებენ (ჯამურად მაქსიმუმ 50 ლარს). *მოსწავლეებისთვის შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია sCoolApp-ში გააქტიურება. ამავე დღეს Leville-ში Student და sCool Card-ით  მფლობელები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ, ხოლო 1-20 სექტემბერს 20%-იანი ქეშბექი დაგხვდებათ სხვადასხვა გეიმინგ სივრცეში, მათ შორის VR Arena Georgia, Cyber Shoke, Game Boy (მაქსიმუმ 50 ლარის). კიდევ უფრო მეტი შეთავაზება სასწავლო წლისთვის სპეციალური შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიაში კიდევ არაერთ პარტნიორ ობიექტში დაგხვდებათ  მათ შორის აქსესუარების, სილამაზისა და შოპინგის მიმართულებით. თუ ჯერ არ გაქვთ, Student და sCool Card-ის აღება მარტივად შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკიდან. sCool Card-ის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს, ხოლო Student Card-ის ასაღებად - ამ ბმულს.  sCoolApp-ის გადმოწერა კი შეგიძლიათ აქ. https://www.ghn.ge/news/353536-moemzade-akhali-sastsavlo-tslistvis-sakartvelos-bankis-shetavazebebi-studentebistvis-da-mostsavleebistvis მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2010666879.jpg 2026-09-03 353536 დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ცრუ დასმენის მუხლით ახალ ბრალს წარუდგენენ - ნიკა გვარამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცახდებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შესაძლოა, ახალ ბრალო წარუდგინონ. როგორც გვარამიამ მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თქვა, დარწმუნებულია, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს ცრუ დასმენის ბრალდებას წაუყენებენ.  "შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარადაცვალებასთან დაკავშირებით - რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით და ა.შ. განუმარტე, რომ საერთოდ არ ვიცი და ამ მოვლენის შესახებ გავიგე ღარიბაშვილის წერილიდან.  მე რასაც ვუყურებ განვითარების ორი მიმართულება იქნება და ეს ცხადია, გამომომძიებელზე არ იქნება დამოკიდებული. ერთია პროპაგანდისტული - აი, ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვები მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმე პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, ეს ყველას გვაინტერესებს, რაზეც პასუხი არ ვიცით, ჯერ ყოველშემთხვევაში. მეორე - დარწმუნებული ვარ იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით. თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს თუ მართლები არიან. მაგრამ ღარიბაშვილმაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები, ჩემი აზრით. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ისინი გააკეთებენ, არ გააკეთებენ, ოდესმე მაინც ეს საკითხები გამოძიებული იქნება, დღეს თუ არა, ხვალ"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.  https://www.ghn.ge/news/353535-dartsmunebuli-var-gharibashvils-tsru-dasmenis-mukhlit-akhal-brals-tsarudgenen-nika-gvaramia დარწმუნებული ვარ იქნება მისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/313072022.png 2026-09-03 353535 პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. https://www.ghn.ge/news/353534-prokuraturam-gansakutrebit-didi-odenobit-fulis-gatetrebis-faktze-utskho-kveqnis-mokalakis-mimart-siskhlissamartlebrivi-devna-daitsqo პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/83431152.jpg 2026-09-03 353534 აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა - გია ხუხაშვილი ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მას კონკრეტულად ჯორბენაძეზე არ უსაუბრია, მან ისაუბრა ზოგადად თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებულ საქმეებზე. „ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, გაანათლოს ღმერთმა, რა თქმა უნდა. მე ჯორბენაძეზე რაიმე კონკრეტული კომენტარი არ გამიკეთებია. ამიტომ არის უცნაური, რომ საქმე მიმდინარეობს ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მე ზოგადად ვილაპარაკე თვითმკვლელობებზე, სადაც არის კითხვები, კითხვები იმაზე ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა?  თვითმკვლელობაც რომ იყოს, ამით არ სრულდება საქმე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა დაიხუროს საქმეები. ესეთი საქმეები ბევრია. რიჟვაძის საქმე ბნელით მოცულია. ჩვენ ვიცით, რომ თვითონ თქვა თავიდან, რომ თვითმკვლელობამდე მიმიყვანესო და მერე აგდამალეს, დაიკარგა, რა მოხდა - ეს კითხვები პასუხგაუცემელია. ასეთი კითხვები არსებობს სხვა საქმეებზეც. მე ამაზე გადავედი, ჯორბენაზე კონკრეტულად - ადამიანზე, რომელზეც არც ვიცოდი, არც მისი მოღვაწეობა, არც მისი ინტერვიუ მქონდა ნანახი. აქ მე კი არ უნდა ვიყო დაბარებული, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს, რადგან ის ფლობდა სიღრმისეულ ინფორმაციას, შესაბამისად, ახლა აქ მე კი არ უნდა ვიდგე, უნდა იდგეს კობახიძე და მდინარაძე, იმიტომ, რომ მათ დაადო ხელი ამ ადამიანმა. იმათ კი არ იბარებენ, მე მიბარებენ - ეს ხომ ტრაგი-კომედიაა და მეტი არაფერი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.   ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“. დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. https://www.ghn.ge/news/353533-ak-akhla-me-ki-ar-unda-vidge-ak-unda-idgnen-kobakhidze-da-mdinaradze-radgan-mat-daado-kheli-gharibashvilma-gia-khukhashvili გია ხუხაშვილი - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/303465805.png 2026-09-03 353533 რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ერთმანეთთან, სხვა ქვეყნებს მხოლოდ მხარდაჭერა შეუძლიათ - ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმება პირველ რიგში თავად რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ, ხოლო სხვა ქვეყნებს მხარეების მხარდაჭერა და დახმარება შეუძლიათ. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „პირველ რიგში, რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ. ყველა სხვა ქვეყანა მზად არის, მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ამ საკითხს მუდმივად უსვამენ ხაზს როგორც აშშ, ისე ჩინეთი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც მასთან შეხვედრებისას მუდმივად აყენებს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსი, მისი შეფასებით, კვლავ არსებობს. https://www.ghn.ge/news/353532-rusetma-da-ukrainam-unda-miaghtsion-shetankhmebas-ertmanettan-skhva-kveqnebs-mkholod-mkhardachera-sheudzliat-vladimir-putini ვლადიმერ პუტინი – რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ერთმანეთთან, სხვა ქვეყნებს მხოლოდ მხარდაჭერა შეუძლიათ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1414924769.png 2026-09-03 353532 საერთოდ არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ადამიანი განცხადებას აკეთებს, შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს, რიგითი მოქალაქე ხომ არ არის, პრემიერ-მინისტრი იყო, ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს - ნიკა გვარამია საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილია - ადამიანი განცხადებას აკეთებს მასთან დაკავშირებით და შეუძლებელია, ამან არ დაგაინტერესოს, თან ის არ არის რიგითი მოქალაქე, ეს კაცი პრემიერი იყო, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. "როცა ქვეყნის წინა პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე ამბობს, რომ ის მისი ვარაუდით, ადამიანებს კლავს და ნიღბავს თვითმკვლელობით, ის და სუს-ის ყოფილი უფროსი, თუ რაც იყო, ეს რა თქმა უნდა, შეკითხვებს აღძრავს. ეს შეკითხვები უნდა დაესვას როგორც ღარიბაშვილს, ასევე მდინარაძეს და კობახიძეს.  საერთოდ არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ ის არის გარდაცვლილი, მაგრამ ადამიანი პრაქტიკულად იძლევა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, განცხადებას აკეთებს - შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს, ნებისმიერი ადამიანი ხომ არ არის, რიგითი მოქალაქე, ეს კაცი იყო პრემიერ-მინისტრი. მე პირდაპირ ვამბობ, ეს კაცი რომ ამას ამბობს, კი ბატონო, გამოიძიონ, მე რაში მკითხავენ ვერ ვიგებ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, ვისაც არ უნდა ეთქვა, მაინც დავსვამთ კითხვებს.  ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ვისაც კითხავენ, არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მეასე დაკითხვა მაინც არის. მიზანი ის არის, რომ გააშავონ ღარიბაშვილი, წარმოაჩინონ, რომ მე ვუჭერ მხარს, არ ვუჭერ მხარს, ფაქტების კონსტანტაციაა მხოლოდ, რაც თქვა ის შეკითხვებს აჩენს, ერთი და მეორე, პრობლემა აქვთ - შიში ოხერია, ცუდ ნერვულ პალასაზეა ივანიშვილი და კობახიძე მით უმეტეს.  ამას რომ ყოფილი პრემიერი ამბობს, "რუსთავი 2-ს" და "იმედს" ვუსვამ შეკითხვას, ეს ინტერესს არ იმსახურებს?" - ამბობს ნიკა გვარამია.  ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“. დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.   https://www.ghn.ge/news/353531-saertod-ar-vitsi-vin-aris-lazare-jorbenadze-adamiani-gantskhadebas-aketebs-sheudzlebelia-aman-ar-dagainteresos-rigiti-mokalake-khom-ar-aris-premier-ministri-iqo-gharibashvilma-tkva-chven-vsvamt-shekitkhvebs-nika-gvaramia საერთოდ არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ხომ ადამიანი განცხადებას აკეთებს - შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს, რიგითი მოქალაქე არ არის, პრემიერ-მინისტრი იყო, ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს - ნიკა გვარამია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1603151120.png 2026-09-03 353531 ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება, მან ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს - თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება. მან ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში აგვისტოს თვეში აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.6%-მდე გაიზარდა. „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებს და არ ადარდებს. კორუფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ოქროს ზოდებს ყიდულობს და სახლში ასაწყობებს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ შიდა კრიმინალური „კლანები“ ერთმანეთთან პოლიტიკურ კანიბალიზმში შეჯიბრებით არიან დაკავებული და ამ ყველა სიბინძურეში ჩემი და ჩემი კოლეგების ჩათრევას ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობა აგვისტოს თვეშიც გაღარიბდა. აგვისტოს თვე ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის იმაზე გაუსაძლისი იყო, ვიდრე წინა თვეები. სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ოქროს ზოდებს უთვლიან და ათეულობით მილიონ დოლარის მოპარვაზე საუბრობენ, მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენას ახერხებს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად ფუფუნების საგანი ხდება საწვავი, საქონლის ხორცი და ასე შემდეგ. 2026 წლის აგვისტოში 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით: დიზელის საწვავი გაძვირდა - 39%; ბენზინი - 23%; ქათმის ხორცი - 15%; ძროხის ხორცი - 18%; თევზეული - 18%; პური და პურპროდუქტები - 7%. დღეს უკვე კიდევ ერთხელ და სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია, პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, ეს პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი ბიზნესთან დაპირისპირებები იყო აბსოლუტური ტყუილი, ფარსი შექმნილი იყო საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად. „ლელო - ძლიერი საქართველო” უკვე თვეებია მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან, საქართველოში ინფლაციის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეამციროს საწვავზე აქციზის გადასახადი, დააბრუნოს მინიმუმ 2017 წლის ზღვარზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადასახადი გააორმაგა. აქციზის შემცირება იმოქმედებს როგორც საწვავის ფასზე, ასევე აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე, რომელსაც საწვავის მოხმარება სჭირდება. საქართველოს მოქალაქეები რეალურ შვებას ნახავენ. მაღალი ინფლაცია მოქალაქეების ყოველდღიურობას ფაქტობრივად კლავს. ამ ვითარებაში ქართველ პენსიონერებს მხოლოდ 20 ლარით მოემატათ პენსია, ხოლო მაღალჩინოსნებს და ჩინოვნიკებს ძალოვან სტრუქტურებში თუ სხვაგან ათასობით ლარით მოემატა ხელფასი. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველთვიურად დგას არჩევანის წინაშე, აირჩიოს საკვები, კომუნალური თუ სხვა სერვისები. ეს ვითარება ყოველთვიურად უფრო მძიმეა. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის საწვავზე აქციზის შემცირება, მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რასაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არასდროს უწერია განხორციელება. ამას 14 წელია ვერ ვხედავთ. ირაკლი კობახიძე არის მატყუარა. მან საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება. ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს. როგორი მძიმეც არ უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, „ძლიერი საქართველო“ არ შეწყვეტს ხალხის პრობლემებზე საუბარს და პრობლემების მხილებას. ამ პრობლემების მიზეზი და სათავე ერთია, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მოდელი ჰქვია, რომელიც დგას კორუფციაზე, ტყუილზე, ქართველების შეშინებასა და შევიწროებაზე“, - განაცხადა დათუნაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353528-irakli-kobakhidzem-sakartvelos-mokalakeebi-moatqua-rodesats-nakhevar-tselze-metia-fasebis-shemtsirebas-hpirdeba-man-am-tquilistvis-politikuri-fasi-unda-gadaikhados-da-sakartvelos-mmartvelobas-moshordes-tazo-datunashvili ფასების შემცირების ნაცვლად, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/411282304.jpg 2026-09-03 353528 „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ბრიტანული ბრენდის პრესტიჟული ჯილდო - 2025 CIS Aftersales Growth Excellence Award გადაეცა. JCB-ს მიერ დილერების საქმიანობის შეფასებისას ყურადღება გამახვილდა როგორც ბიზნესის შედეგებზე, ისე მომსახურების ხარისხსა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მათ შორის, შეფასდა სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის რეალიზაციის მაჩვენებლები, საოპერაციო პროცესები, მომხმარებელთა მომსახურება და ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს დილერი JCB-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სტანდარტები მომსახურების პრაქტიკულად ყველა ეტაპს მოიცავს - სერვისის ორგანიზებიდან და სამუშაო პროცესებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციითა და საგარანტიო მოთხოვნების მართვით დასრულებული. ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი: „ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის 2025 წლის განმავლობაში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო პერფორმანსი - როგორც სათადარიგო ნაწილების, ისე სერვისის რეალიზაციის მიმართულებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობაც. ბრენდს ძალიან დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს დილერი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სერვისი და რა პროცესებს უნდა მიჰყვებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ სტანდარტებს პერიოდულად ოფიციალური აუდიტორებიც ამოწმებენ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, 5S სისტემის დანერგვაც იყო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ეს სისტემა, რაც სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სისუფთავეს, პროცესების სტანდარტიზაციასა და მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გულისხმობს. CIS-ის ქვეყნებს შორის, უზარმაზარი ავტოპარკების მქონე ბაზრებში გამორჩევა ჩვენთვის დიდი მიღწევა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“. JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობა „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთში“ რეგულარული აუდიტის ფარგლებში მოწმდება. ოფიციალური აუდიტის ჯგუფი კომპანიაში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღეს ატარებს და როგორც საოპერაციო პროცესებს, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სხვადასხვა კომპონენტს აფასებს. ყურადღება ექცევა სერვისის მუშაობას, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას, საგარანტიო მოთხოვნების მართვასა და დადგენილი პროცედურების შესრულებას. JCB-სა და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ შორის თანამშრომლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საქართველოში უკვე გაიმართა ერთი რეგიონული ტრენინგი ტრენერებისთვის, შემოდგომაზე კი კიდევ ორი რეგიონული ტრენინგია დაგეგმილი. ღონისძიებებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ტრენინგების ჩატარება კი „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში იგეგმება. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და რეგიონში JCB-ს დილერებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს. პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება და რეგიონული ტრენინგების საქართველოში გამართვა JCB-ს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებისა და მომსახურების სტანდარტების მიმართ მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. ამ აღიარების შემდეგ კი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ მთავარი ამოცანა, მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სათადარიგო ნაწილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე მუდმივად ზრუნვაა. -- „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია. https://www.ghn.ge/news/353527-tegeta-konstrakshen-ekvifments-gaqidvebis-shemdgomi-momsakhurebis-mimartulebit-jcb-s-prestizhuli-jildo-gadaetsa „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/427189103.png 2026-09-03 353527 ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა - ატკინე, დააზიანე მაინცო, ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც, სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა - ნინო წილოსანი პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, თავის მხრივ, იტყუებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გვარამიების, თუ ჟორჟოლიანების მსგავსი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია. „მისმა განცხადებებმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ააჟრიამულა. პროკურატურის მხრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება მიდის ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს არის ხელსაყრელი მომენტი, გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას. უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა გამოხმაურება, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო. ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური“. https://www.ghn.ge/news/353529-nika-gvaramia-gharibashvils-agulianebda-atkine-daaziane-maintso-albat-am-khazis-gagrdzeleba-iqo-es-postits-da-shemdgomi-postebits-samtsukharoa-rom-chveni-qofili-tanagundeli-gvaramias-rchevebs-ahqva-nino-tsilosani ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო,  ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც, სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა - ნინო წილოსანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1972476260.jpg 2026-09-03 353529 ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა - თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა. არაფერ შუაშია საერთოდ ღარიბაშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ღარიბაშვილმა იმოქმედა იმ გარემოებებში, რაც ქართველი ხალხის გაუტეხელმა წინააღმდეგობამ შექმნა და ეს მოქმედებები ივანიშვილმა ღალატად ჩაუთვალა. "ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა. არაფერ შუაშია საერთოდ ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა იმოქმედა იმ გარემოებებში, რაც ქართველი ხალხის გაუტეხელმა წინააღმდეგობამ შექმნა და ეს მოქმედებები ივანიშვილმა ღალატად ჩაუთვალა. სრული ბოდვაა საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა შექმნა რაღაც კრიზისი - ქართველმა ხალხმა შექმნა წინაპირობები, რაც სტატუს კვოს რღვევას გარდაუვლად აქცევდა და ღარიბაშვილი ამ რღვევის ნაწილია. ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმე არ არის ასავალ დასავლის სუნიან ტლაპოში გორაობა და ივანიშვილის კარის ინტრიგების და მისი ჯამბაზების ურთიერთბრალდებების, თუ ურთიერთცილისწამებების რჩევა. ოპოზიციის საქმეა საქართველოს მოქალაქეებისთვის ალტერნატიული დღის წესრიგის შეთავაზება. ანუ ის, რასაც ფედერალისტები ვაკეთებთ: 1. ქართულ საზოგადოებას ვპირდებით კანონის უზენაესობას და თავისუფალ, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს; 2. ქართულ სახელმწიფოს ვპირდებით ძლიერ ჯარს და სარეზერვო სისტემას; 3. რეგიონებს ვპირდებით ცენტრის თავნებობის დასრულებას და ძლიერ თვითმმართველობას; 4. დევნილებს ვპირდებით რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გენოციდად შეფასებას, დამნაშავეების დასჯას და რუსეთის დასუსტებით სარგებლობას, იმისათვის რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. 5. საქართველოს მოქალაქეებს ვპირდებით უსაფრთხოებას, ხარისხიანი განათლების და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველმყოფ რეფორმებს, ზიანის შემცირებაზე მიმართულ ნარკოპოლიტიკას. თქვენც ეს უნდა აკეთოთ, ნაცვლად ღარიბაშვილის, დიტო სამხარაძის და ასავალ-დასავლის სუნიანი ჭორების ქექვისა, თუ შეგიძლიათ ცხადია. იმიტომ რომ ესაა პოლიტიკა. თუ არ შეგიძლიათ, სახლში წადით, ისედაც მოგიწევთ. მოკლედ, შეწყვიტეთ ქართველი ხალხის დამსახურების ღარიბაშვილზე მიწერა! შეწყვიტეთ ივანიშვილის კარის ინტრიგების ნაცარივით ქექვა! (ან არ შეწყვიტოთ და თავს დაგესხმებით ხოლმე, არაა პრობლემა)", - წერს ჩერგოლეიშვილი. https://www.ghn.ge/news/353530-ivanishvilis-karze-krizisi-shekmna-ara-gharibashvilma-aramed-ivanishvilis-kmedebebze-kartveli-khalkhis-reaktsiam-da-kartveli-khalkhis-mkhardasacherma-sanktsiebma-tamar-chergoleishvili ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1057742551.png 2026-09-03 353530 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს სექტორში არსებული ვითარების, საჭიროებებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. „ჩვენი მიზანია, კერძო სექტორთან თანამშრომლობით განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები და არსებული გამოწვევები. შეხვედრები ხელს უწყობს სექტორის შემდგომ განვითარებას, რაც თავის მხრივ კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენაში გამოიხატება“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ. სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/news/353526-garemos-datsvisa-da-soflis-meurneobis-saministroshi-vashlis-kontsentratis-mtsarmoeblebtan-shekhvedra-gaimarta გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაშლის კონცენტრატის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1903652935.jpg 2026-09-03 353526 „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები - იოჰან ვადეფული, ჟან-ნოელ ბარო და რადოსლავ სიკორსკი ვაიმარში, აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავს აღნიშნავენ. მთავარი თემა არის ევროპის უსაფრთხოება და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული საფრთხეები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გერმანიის მიერ რუსეთისთვის ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობის ორგანიზებაში დადანაშაულების ფონზე. სამი ქვეყანა ასევე განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვაიმარის სამკუთხედი ბოლო წლებში სწორედ უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებში კოორდინაციის მნიშვნელოვანი ფორმატი გახდა. საქართველოს საკითხიც დღის წესრიგშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთმა, გერმანიამ და პოლონეთმა ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ასევე საუბარი იქნება ევროკავშირის გაფართოებაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე. https://www.ghn.ge/news/353525-vaimaris-samkutkhedis-kveqnebis-sagareo-sakmeta-ministrebi-sakartveloshi-arsebul-vitarebas-ganikhilaven „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/968560953.jpg 2026-09-03 353525 არაერთგზის ვნახეთ, ე.წ. ლიდერებმა რადიკალურ აქციაზე ბევრი ახალგაზრდა რომ შეიყვანეს შეცდომაში, საზოგადოებას ვეუბნებოდით, მათ შორის, ახალგაზრდებს, ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ - გურამ მაჭარაშვილი  არაერთგზის ვნახეთ, სამწუხაროდ, ე.წ. ლიდერებმა რადიკალურ აქციაზე ბევრი ახალგაზრდა – და არამხოლოდ ახალგაზრდა – შეიყვანეს შეცდომაში. მოუწოდეს: ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, შტურმით ავიღოთ პარლამენტი, მერე ჩაადენინეს დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და მიატოვეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ახალგარზდებს აბულინგებენ, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ, მომავალი ცხოვრება მაინც მოაწყონ და ცდილობენ, მათ შორის, გარიგებაში შევიდნენ სახელმწიფოსთან. „ზუსტად ეს არის, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, მათ შორის, ახალგაზრდებს, ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ. ეს არის მათი სტილი და ეს მაინც ხომ უნდა გამოდგეს პრაქტიკულ მაგალითად, მომავალში აღარ დაუშვან ასეთი შეცდომები. ლოგიკისგან ყოველთვის შორს იყო „ნაცმოძრაობა“ და ამას ადასტურებდნენ კიდეც, რომ შინაარსში არ შევიდეთო. გვახსოვს ჯაფარიძის განცხადება: შინაარსი ჩვენი საქმე არ არისო, შინაარსით ისინი გველაპარაკებიან და რასაც გვეტყვიან, მხოლოდ ის ვიყვიროთო. არსებობს ლოგიკა, რომელსაც არ მისდევს „ნაცმოძრაობა“, მაგრამ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის ხომ არსებობს ლოგიკა. ლოგიკაა, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების მიზანი არასდროს ყოფილა აქციაზე გამოსული პირების დაკავება, თუ არ ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, დანაშაულს – პოლიციას რომ შეეწინააღმდეგები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი. ჩვენ გვახსოვს მაგალითიც, ერთ-ერთ აქციაზე არ მივიდა პოლიცია, იმიტომ, რომ არ იყო იქ ძალადობრივი აქცია. ეძებდნენ, სად არისო პოლიცია, რატომ მოდიან პროვოკაციაზეო. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდნენ, პოლიცია რომ არ გამოვიდა, რატო არ გამოვიდა პოლიციაო. მიზანი ჰქონდათ, ეს ახალგაზრდები შეესიათ პოლიციელებისთვის, რაც მეტს დაიჭერდნენ, მერე სათქმელი ექნებოდათ თავიანთი პატრონებისთვის, ხედავთ, რა ხდება საქართველოში?! იტყოდნენ – დააპატიმრეს აქციის მონაწილეები და ასე შემდეგ. ეს საკენკი უკვე მოუძველდათ. ვინც თქვა, სახელმწიფოსთან შევა გარიგებაში, ისინი არიან თავისუფლები. მიზანი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, არც იქნება ამ ახალგაზრდების დაკავება, ოღონდ, ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ უნდა ჩაიდინონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353524-araertgzis-vnakhet-ets-liderebma-radikalur-aktsiaze-bevri-akhalgazrda-rom-sheiqvanes-shetsdomashi-sazogadoebas-veubnebodit-mat-shoris-akhalgazrdebs-es-is-khalkhia-romlebits-gamogiqeneben-da-gadagagdeben-guram-macharashvili არაერთგზის ვნახეთ, ე.წ. ლიდერებმა რადიკალურ აქციაზე ბევრი ახალგაზრდა რომ შეიყვანეს შეცდომაში, საზოგადოებას ვეუბნებოდით, მათ შორის, ახალგაზრდებს, ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ - გურამ მაჭარაშვილი  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/752163695.jpg 2026-09-03 353524 ცინიკურია პაპუაშვილის განცხადება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესს ვინმე თუ ხელს უშლის, ეს არის ქურდული ოცნება, რომელსაც სურს, ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება - ლაშა ფარულავა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესს ვინმე თუ ხელს უშლის, ეს არის ქურდული ოცნება, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც სურს, რეპრესიით და ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა. „ცინიკურია „ქართული ოცნების“, ქურდული ოცნების და მისი წარმომადგენლის, პაპუაშვილის განცხადება, როდესაც ჯარს პარავ ფულს, საბავშვო ბაღში პატარებს პარავ ​ულუფას, ანგრევ სკოლებს, არ აშენებ და მიტოვებულია სარეაბილიტაციოდ გამზადებული შენობა-ნაგებობები, ხალხს მხოლოდ უძვირებ ცხოვრებას და ჰპირდები, რომ გაგიიაფებ ცხოვრებასო, ამ ყველაფრის შემდეგ კი უფრო და უფრო ძვირდება. „ქართულ ოცნებას“ არათუ მორალური, არამედ პოლიტიკური უფლება აღარ აქვს, ვინმეზე ან რამეზე ისაუბროს. მათი ერთადერთი ინსტრუმენტია რეპრესია და ტერორი. მათი სურვილია, ამ ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება. არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ვინმეს თუ აქვს ლეგიტიმაცია, ეს არის საქართველოს პატრიარქი შიო მესამე, რომელსაც ჰქონდა სურვილი, პოლიტიკურ პატიმრებს დაეტოვებინათ საპატიმროები, თუმცა „ქართული ოცნება“, ქურდული ოცნება უშლის ხელს ამ პროცესს. სწორედ ამიტომაა, რომ რამდენიმე ადამიანმა დატოვა მხოლოდ საპყრობილე და არა ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა. შიო მესამის აღსაყდრებისას იყო პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის ჩვენი მხრიდან, რომ საჭირო იყო ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რასაც არა მხოლოდ დაეთანხმნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქი შიო მესამე, არამედ მათ დაიწყეს მუშაობა. ამ პროცესს ვინმე თუ უშლის ხელს, არის მხოლოდ ქურდული ოცნება, კრიმინალური, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც სურს, რეპრესიით და ტერორით შეინარჩუნოს ძალაუფლება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატიმრობაში მყოფი 72 პირი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდის სასჯელს, ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები““. https://www.ghn.ge/news/353523-tsinikuria-papuashvilis-gantskhadeba-politikuri-patimrebis-gatavisuflebis-protsess-vinme-tu-khels-ushlis-es-aris-kurduli-otsneba-romelsats-surs-terorit-sheinarchunos-dzalaufleba-lasha-farulava პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1963023640.jpeg 2026-09-03 353523 გურჯაანში კაცი დაჭრეს - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353522-gurjaanshi-katsi-dachres-dakavebulia-1-piri პოლიციამ გურჯაანში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1057974618.png 2026-09-03 353522 ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვება - გიორგი შარაშიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა. შარაშიძის თქმით, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია. „მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ გამოკითხვიდან რაიმე განსაკუთრებულს ველოდებით. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ „ოცნება“ ნამდვილ სახეს აჩვენებს – მათ რიგებში ამდენი აგენტი და ყოფილი „ნაცია“. ერთმანეთის დასმენას და ჩაშვებას რაც უფრო მეტად გააგრძელებენ, მით უფრო მალე და მკაფიოდ დაინახავს ქართველი ხალხი მათ რეალურ სახეს. რაც ხდება, კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითებს, რამდენად ძირგამომპალია სისტემა და რამდენად არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ასევე რამდენად არიან კორუმპირებულები, მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები არიან. ეს პროცესი რაც უფრო მეტად გაგრძელდება, საზოგადოება უფრო მეტად დაინახავს „ოცნების“ სახეს. პროკურატურის განცხადება ისევ სანახაობის ნაწილი მგონია. არ მგონია, ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვეს, ვინაიდან „ოცნება“ სხვა დღის წესრიგს ვეღარ ქმნის, ერთმანეთის „ჩაშვება“ დარჩათ. დღევანდელი „ოცნება“ ყოფილი „ნაცების“ და აგენტების პარტიაა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ადამიანური ტრაგედიების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია, მაგრამ ამ საქმის დეტალებში არ და ვერ შევალთ. ეს არის „ოცნების“ თვითილუსტრაციის ნაწილი, როცა ქართველ ხალხს საკუთარი ქმედებით საკუთარ თავს აჩვენებენ“, – განაცხადა შარაშიძემ. ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური“. https://www.ghn.ge/news/353521-lazare-jorbenadzis-sakmeze-prokuraturis-gantskhadeba-sanakhaobis-natsili-mgonia-ar-vfikrob-rom-am-qvelafers-raime-khelshesakhebi-mohqveba-giorgi-sharashidze გიორგი შარაშიძე – ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურის განცხადება სანახაობის ნაწილი მგონია, არ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაიმე ხელშესახები მოჰყვება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/539120325.jpg 2026-09-03 353521 ადვოკატი ია სირანაშვილი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატი, საგამოძიებო ორგანოში, 13:00 საათზე მივა. მისი თქმით, ყველა პოლიციელის ამოცნობა, შეუძლია, რომლებმაც მისი თქმით, ბიზნესმენის სახლის ჩხრეკისას მასზე იძალადეს.  მათ აქვთ ვიდეო-კადრები გადაღებულ, როგორ ხდებოდა, დაიწყო ძალადობა - გამითიშეს ტელეფონი, რომ არ გადამეღო, თუმცა არიან მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ, როგორ იძალადეს ჩემზე. ჩემი გამოკითხვაზე დაბარების გარეშეც შეეძლოთ, მოძალადე პოლიციელები დაეკავებინათ, თუმცა არცერთი მათგანი დაკავებული ამ დრომდე არ არის. ჩემს გარდა, ნაცემია ორი ქალბატონიც.  ვფიქრომ მათ უნდოდათ, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჩაედოთ ბატონი თამაზ ელიზბარაშვილისთვის, ამიტომ მაიძულებდნენ ვიდეო-გადაღება შემეჩერებინა,"- განუცხადა ადვოკატმა მედიას.  რაც შეეხება ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას 72-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს, ხვალ ეწურება. თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. https://www.ghn.ge/news/353520-advokati-ia-siranashvili-romelits-politsias-dzaladobashi-adanashaulebs-gamokitkhvaze-daibares ადვოკატი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1267610719.png 2026-09-03 353520 დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოვუტანეთ ძველი საწვავის ავზი, რაც არის ოკუპანტთან უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო - ბესო შენგელია ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესო შენგელიამ განაცხადა.  მისი თქმით, დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს ძველი საწვავის ავზი მიუტანეს, რაც ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლოა, რომელსაც "მათი დუმილით ხელს აფარებენ". "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს: დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის? ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა - ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ! ამ ღალატობრივ სქემაში ჩართულები არიან რუსული "როსნეფტი", სეპარატისტული "აფხაზტოპი", კრემლთან დაახლოებული ქართველების მტრები - სეპარატისტი ოსგანები და არძინბას ოჯახი, ასევე "ქართული ოცნების" რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი - საკუთარ ჯარსა და ჯარისკაცებს პარავდნენ ფულს, რის გამოც ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს! ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება. მაგრამ იცოდეთ: სანამ ასეულობით და ათასობით დევნილი თავად არ დადგება ამ შენობასთან და არ მოგიწყობთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს, მანამდე მოეგეთ გონს! დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა). ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს. ეს საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება! დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა!" - განაცხადა ბესო შენგელიამ.  https://www.ghn.ge/news/353519-dghes-afkhazetis-mtavrobis-tavmjdomares-movutanet-dzveli-satsvavis-avzi-rats-aris-okupanttan-ughirsi-da-koruftsiuli-tanamshromlobis-simbolo-beso-shengelia დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოვუტანეთ ძველი საწვავის ავზი რაც არის ოკუპანტთან უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო -  ბესო შენგელია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2058167553.jpg 2026-09-03 353519 ქმნიან ბინძურ სანახაობას - თაზო დათუნაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებაზე "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცახდებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე გაკეთებული პოლიტიკური შეფასების გამო იბარებენ. მისი თქმით, ლაზარე ჯორჯაძის შესახებ მან პირველად სწორედ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო.  "მისი სახელი ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგე, პოლიტიკურად შევაფასე, მომავალშიც შევაფასებ პოლიტიკურად და პოლიტიკურად ვაფასებდი ზოგადად ყველა ასეთ ამბავს, რომელიც შეიცავს ძალიან მძიმე მუქარებს. "ქართული ოცნების" შიდა კანიბალიზმს ისევ შევაფასებ. ეს არის ბინძური თამაში, რომლის მიზანიც არის, ბინძური სანახაობის შექმნა და ვინმეს შეშინება",- განუცხადა "ტვ პირველს"თაზო დათუნაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. უწყების ცნობითვე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი. https://www.ghn.ge/news/353518-kmnian-bindzur-sanakhaobas-tazo-datunashvili-lazare-jorbenadzis-sakmeze-prokuraturashi-dabarebaze ქმნიან ბინძურ სანახაობას - თაზო დათუნაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/721745990.png 2026-09-03 353518 ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ეროვნული აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნებს და თავდაცვის სფეროში შესყიდვებთან დაკავშირებულ სკანდალს, მათ შორის უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის საკითხს. იუწყება ესტონური მედია. პევკურის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებელია მის უწყებას დაქვემდებარებულ მთელ სფეროზე და პოლიტიკურ ლიდერს უნდა ჰქონდეს გამბედაობა და ღირსება, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, მაშინაც კი, როდესაც პირადი დანაშაული არ აქვს. „მე ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, პრემიერ-მინისტრს ახალი თავდაცვის მინისტრის მოძებნა მოუწევს“, - განაცხადა პევკურმა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო აუდიტის დასკვნები ესტონეთის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების სახელმწიფო ცენტრის საქმიანობის შესახებ იმდენად სერიოზულია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პევკურმა აღნიშნა, რომ თანამდებობას მის მემკვიდრეს პრემიერ-მინისტრისთვის მოსახერხებელ დროს გადასცემს. მან ასევე განაცხადა, რომ მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში და მიიჩნევს, რომ ესტონეთის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად სწორი ნაბიჯები გადაიდგა. „ესტონეთი დღეს იმაზე უკეთ არის დაცული, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - განაცხადა მან. განცხადება გადადგომის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვას ცდილობდა და, ჯამში, ინდურ კომპანიებს 70 მილიონი ევროს წინასწარი გადახდა გადაურიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიებს მანამდე არც ერთი საბრძოლო მასალა არ ჰქონდათ გაყიდული. თავდაცვის ინვესტიციების სახელმწიფო ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაგნუს-ვალდემარ საარმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე არ მიიღებოდა. მისი თქმით, კონტრაქტების დეტალების შესახებ, მინისტრის გარდა, ინფორმირებული იყვნენ ყოფილი კანცლერი კუსტი სალმი და მოქმედი კანცლერი კაიმო კუუსკი. პევკურმა განაცხადა, რომ კონტრაქტები თავად არ წაუკითხავს, თუმცა დაადასტურა, რომ ცენტრმა მას ეს დოკუმენტები მიაწოდა. „მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი არც წინდებს და არც საბრძოლო მასალას არ ითვლის და კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ეროვნული აუდიტის სამსახურის კრიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის საქმიანობას ეხება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს სწორია, საკუთარ თავზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავდაცვის მთელ სფეროზე და თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პრემიერ-მინისტრისთვის მოსახერხებელ დროს გადავაბარო,“  - განაცხადა პევკურმა. https://www.ghn.ge/news/353517-estonetis-tavdatsvis-ministri-ukrainistvis-sabrdzolo-masalis-shesqidvastan-dakavshirebuli-skandalis-gamo-tanamdebobidan-gadadga თვის ჭურვების შესყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/220589060.png 2026-09-03 353517 „დიფ სთეითს“ ღარიბაშვილზე ზემოქმედება გამოუვიდა, ეს ყველაფერი თუ იქიდან არ არის კოორდინირებული, ლომჯარია, გვარამია, ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივზე არ ისაუბრებენ ისე, რომ მძიმეც არ გადაანაცვლონ - თენგიზ შარმანაშვილo ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ მის მოქმედებას თბილისის დაბომბვა ერჩია, ახლა მას მხარს უჭერს და იგივე ნარატივი აქვს, რაც ღარიბაშვილს. ეს შემთხვევითია? გულუბრყვილო არ ვარ, მგონია, რომ ეს პროცესი კოორდინირებულია და მოწოდებულია გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაოს და ისინი ამას ასრულებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. შარმანაშვილის თქმით, სამწუხაროდ, „დიფ სთეითს“ ღარიბაშვილზე ზემოქმედების მოხდენა გამოუვიდა. „ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ - შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს - ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. [ღარიბაშვილზე] გამოუვიდათ!  თქვენ ეს საბავშვო ბაღის გაერთიანება ხომ არ გგონიათ? მათ უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, ევრობიუროკრატიას მართავენ და ბევრი ქვეყნის მთავრობას თავიანთ ჭკუაზე ათამაშებენ. როცა ღარიბაშვილი პრემიერი იყო, შეიძლება, მაშინ არ მართავდა, მაგრამ მასზე ზემოქმედება შემდეგ მოახდინა. შეიძლება, მართავდა, მაგრამ რისი მტკიცებულებას არ მაქვს, არ ვისაუბრებ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი თუ იქიდან არ არის კოორდინირებული, ლომჯარია, გვარამია, ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივზე არ ისაუბრებენ ისე, რომ მძიმეც კი არ გადაანაცვლონ. ვინმე თუ გულუბრყვილოა, მას ეგონოს, რომ ეს შემთხვევით ხდება. საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში ცნობილი ფაქტებია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ის ხალხი წავიდა, რომლებსაც თავისი სამშობლოსთვის მანამდე უზარმაზარი საქმე ჰქონდათ გაკეთებული. ამიტომ, ის, რომ ოდესღაც სამშობლოს კეთილსინდისიერად ემსახურე, სამწუხაროდ, იმის გარანტია არ არის, რომ ხვალ შეცდომა არ დაუშვა. რაც შეეხება იმას, რომ ღარიბაშვილი კრისტალურად სუფთაა, მისმა ოჯახმა მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელახლა გადაიკითხოს და ისევ თუ იტყვიან, რომ კორუმპირებული არ არის, ამ ქვეყანაზე სინდისი არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ოჯახის წევრებზე ვერასოდეს ვბრაზდები, რადგან არ შეიძლება, რაციონალური აზროვნება მოსთხოვო დედას, ძმას, მეუღლეს. როცა ვინმეს უჭირს, ნათესავების რაციონალურ ქმედებაზე არ არის საუბარი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353516-dif-steits-gharibashvilze-zemokmedeba-gamouvida-es-qvelaferi-tu-ikidan-ar-aris-koordinirebuli-lomjaria-gvaramia-gharibashvili-ertsa-da-imave-narativze-ar-isaubreben-ise-rom-mdzimets-ar-gadaanatsvlon-tengiz-sharmanashvilo „დიფ სთეითს“ ღარიბაშვილზე ზემოქმედება გამოუვიდა, ეს ყველაფერი თუ იქიდან არ არის კოორდინირებული, ლომჯარია, გვარამია, ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივზე არ ისაუბრებენ ისე, რომ მძიმეც არ გადაანაცვლონ - თენგიზ შარმანაშვილo პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/239272851.png 2026-09-03 353516 პატიმრობაში მყოფი 72 პირი იმ ადამიანთა უსინდისობის ტყვეებადაც რჩება, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს, ამიტომ ყველაზე ზუსტად შეეფერებათ - „უსინდისობის პატიმრები“ - შალვა პაპუაშვილი 2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო - დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია! -სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება, მაგრამ სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად „თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“ პაპუაშვილის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ „მსხვერპლი“ - ადამიანი ციხეში, რათა „თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.“ „2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია. ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი? პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები. ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა. რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას? მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე? რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა? ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ. სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი. მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“. რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს: - არ აიღოთ პასუხისმგებლობა! - არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა! - იჯექით ბოლომდე! - ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება! თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები - აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა. სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა. ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები", - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. https://www.ghn.ge/news/353515-patimrobashi-mqofi-72-piri-im-adamianta-usindisobis-tqveebadats-rcheba-romlebmats-jer-kanondarghvevisken-ubidzges-shemdeg-miatoves-amitom-qvelaze-zustad-sheeferebat-usindisobis-patimrebi-shalva-papuashvili პატიმრობაში მყოფი 72 პირი იმ ადამიანთა უსინდისობის ტყვეებადაც რჩება, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს, ამიტომ ყველაზე ზუსტად შეეფერებათ - „უსინდისობის პატიმრები“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1569769993.png 2026-09-03 353515 ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ასევე ფერმერების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის, აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებულ პირობებზე. „ვაშლის მწარმოებლებთან განვიხილეთ საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, დარგში არსებული საჭიროებები და ის საკითხები, რომლებზეც ჩვენი მხრიდან დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო პროგრამების დახვეწისა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია, რომ დარგის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს როგორც სეზონის დასაწყისში, ისე მისი მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებზე, რათა საჭიროებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ და სეზონის შედეგები ერთობლივად შევაჯამოთ“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაშლის მოსავლის წინასწარი პროგნოზირებისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც წარმოებისა და რეალიზაციის უკეთ დასაგეგმად, ისე საჭირო კვლევების საქართველოში ჩატარების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. დარგობრივი საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად, მინისტრის მოადგილეების კურატორობით იმართება. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ვაშლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. 2025/2026 მარკეტინგულ წელს საქართველოდან 24.6 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა მარკეტინგულ წელთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 36%-ით, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი 20%-ით გაიზარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. https://www.ghn.ge/news/353513-vashlis-mtsarmoeblebtan-da-eksportiorebtan-samushao-shekhvedra-gaimarta ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/191750042.jpg 2026-09-03 353513 ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი - პროკურატურა 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. „მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების გამოკითხვის შედეგების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, თუ რაიმე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. https://www.ghn.ge/news/353514-lazare-jorbenadzis-sakmeze-utquarad-dadasturebulia-tvitmkvlelobis-fakti-amis-miukhedavad-sajaro-gantskhadebebis-safudzvelze-gamoikitkheba-ramdenime-piri-mat-shoris-irakli-gharibashvili-prokuratura პროკურატურა – ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1606199017.jpg 2026-09-03 353514 პოლონეთში, უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას - დონალდ ტუსკი უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ პოლონურ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი განზრახ გააჩინეს, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, იუწყება Politico. ტუსკის თქმით, ეს რუსეთიდან მომდინარე დესტაბილიზაციის უფრო ფართო საფრთხის ნაწილია. მისი განცხადებით, მოსკოვი ევროპაში დაძაბულობის გაძლიერებას ცდილობს. „ეს ევროპაში რუსეთის ქმედებების ესკალაციის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევები არ არის და, რაც კიდევ უფრო უარესია, ისინი, რა თქმა უნდა, უკანასკნელიც არ იქნება“, - განაცხადა ტუსკმა. ხანძარი 31 აგვისტოს ღამით, ქალაქ სკარჟისკო-კამენაში მდებარე თავდაცვის სფეროს კომპანია WB Electronics-ის საწარმოში გაჩნდა. გამოძიების ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირი შეიჭრა, რის შემდეგაც ერთ-ერთ სათავსოში ხანძარი გაჩნდა. პოლონეთის პროკურატურამ გამოძიება უცხოური დაზვერვის საქმიანობაში მონაწილეობასა და ტერორისტული ხასიათის დანაშაულზე დაიწყო. გამოცემა აღნიშნავს, რომ ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც უკრაინისთვის სამხედრო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ ობიექტებზე რუსეთის თავდასხმები გახშირდა. გარდა ამ შემთხვევისა, პოლონეთში, კვირას, ლუბლინში მდებარე საწარმოშიც გაჩნდა ხანძარი. საწარმო ავიაკოსმოსური ინდუსტრიისთვის კომპონენტებს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის განკუთვნილ დეტალებს, აწარმოებს. https://www.ghn.ge/news/353512-polonetshi-ukrainistvis-dronebis-mtsarmoebel-karkhanashi-gachenili-khandzris-ukan-savaraudod-ruseti-dgas-donald-tuski პოლონეთში, უკრაინისთვის დრონების მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას - დონალდ ტუსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2128691501.jpg 2026-09-03 353512 ოდესაში რუსებმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, დაშავდა 17 ადამიანი ოდესაში, გასულ ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, დაზიანებულია 21-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინები. ასევე დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომობილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ. https://www.ghn.ge/news/353510-odesashi-rusebma-mravalsartulian-satskhovrebel-korpuss-daartqes-dashavda-17-adamiani ოდესაში რუსეთის დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, დაშავდა 17 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/543536095.png 2026-09-03 353510 ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებში ფრენები ზედიზედ მეორე ღამესაც შეზღუდეს მოსკოვის აეროპორტებმა - „ვნუკოვომ“ და „შერემეტიევომ",  ზედიზედ მეორე ღამეს დროებით შეაჩერეს მუშაობა. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times იუწყება. შეზღუდვები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილებებს მოჰყვა, რომლის თანახმად, რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის სულ უფრო სახიფათო ხდება. რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს, „როსავიაციის“, განცხადებით, მოსკოვის რეგიონში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოგვიანებით შეზღუდვები მოიხსნა.  წინა ღამეს მოსკოვის სამ აეროპორტში მუშაობა იყო შეზღუდული. Flightradar24-ის მონაცემებით, „შერემეტიევოში“ 21 რეისი გაუქმდა, 235 კი დაგვიანდა, ხოლო „ვნუკოვოში“ 22 რეისი გაუქმდა და 94 დაგვიანდა. შეგახსენებთ, ზელენსკიმ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს. ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანება არ სურს. თუმცა, მისი განცხადებით, რუსეთის ცაზე დრონები გადაადგილდებიან და ავიაკომპანიებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ. „დღეს გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა სადაზღვევო კომპანია და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის მთავარი აეროპორტებით: რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/353509-volodimir-zelenskis-gafrtkhilebis-shemdeg-moskovis-aeroportebshi-frenebi-zedized-meore-ghamesats-shezghudes ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენები ზედიზედ მეორე ღამესაც შეზღუდეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2111494510.jpg 2026-09-03 353509 პუტინთან შეხვედრას მხოლოდ მაშინ გავმართავ, როდესაც ომი დასასრულს მიუახლოვდება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამიტს მხოლოდ მაშინ გამართავს, როდესაც პუტინი მზად იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ის [პუტინი] ამას, გააკეთებდა მე რომ მინდოდეს, მაგრამ მე შეხვედრის გამართვა მხოლოდ მაშიმ მინდა, როდესაც მზად ვიქნებით სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. მინდა, რომ კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან და ყველასთან. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი იქნებოდა. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია და ძალიან ღირებული მიწები აქვს. იქ ბევრი კარგი რამ ხდება. მაგრამ არა, ამ შეხვედრის გამართვა შეგვეძლო - დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება დაუყოვნებლივ შემიძლია. მინდა, შეხვედრა მაშინ გავმართო, როდესაც ეს ომი დასასრულს მიუახლოვდება. და ვფიქრობ, ასეც იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. „პუტინმა და ზელენსკიმ ეს სულელური ომი უნდა შეწყვიტონ“, - განაცხადა ტრამპმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევას ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არსებული პირადი ურთიერთობები უშლის ხელს. „იცით, მე რვა ომი შევაჩერე. რვა. ზოგიერთი მათგანი შესაჩერებლად ამ ომზე გაცილებით რთულად მიიჩნეოდა, მაგრამ მე მათი შეჩერება შევძელი. თუმცა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიდი მტრობა არსებობს“ , - აღნიშნა ტრამპმა. https://www.ghn.ge/news/353508-putintan-shekhvedras-mkholod-mashin-gavmartav-rodesats-omi-dasasruls-miuakhlovdeba-donald-trampi ტრამპი: პუტინთან შეხვედრას მხოლოდ მაშინ გავმართავ, როდესაც ის მზად იქნება, ხელი მოაწეროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1581422750.jpg 2026-09-03 353508 ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება. ტრამპის თქმით, ირანი ცდილობდა შეექმნა რაკეტა, რომელსაც ნაღმების ჩამოყრა შეეძლო, თუმცა აშშ-მა ის გაანადგურა. მისი განცხადებით, ირანი ასევე მუშაობდა რადარებისა და სარაკეტო სისტემების აღდგენაზე, რომლებიც ამერიკული დარტყმების სამიზნეები გახდნენ. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი „დიდხანს არ გაგრძელდება“. „ჩვენ გავანადგურეთ ყველა ახალი აღჭურვილობა, რომლის შექმნასაც ისინი ჰორმუზის სრუტის გასწვრივ ცდილობდნენ - როგორც თავდაცვითი, ისე თავდასხმითი... გუშინ ღამით ძალიან ძლიერი დარტყმა განვახორციელეთ და მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში კიდევ ერთი დარტყმა მივაყენოთ“, - განაცხადა მან. 1-ელ სექტემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის ბოლო თავდასხმას უპასუხებდა, ის „გაცილებით უფრო ძლიერ და მასშტაბურ“ დარტყმას მიიღებდა. იმავე დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე განახორციელეს. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე განიხილავდა ჰორმუზის სრუტის რაიონში ირანზე შეზღუდული დარტყმების განხორციელებას, რათა გემებზე თავდასხმებისთვის ხელი შეეშალა. https://www.ghn.ge/news/353507-iranis-tsinaaghmdeg-ashsh-is-ganakhlebuli-samkhedro-kampania-didkhans-ar-gagrdzeldeba-donald-trampi რანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია დიდხანს არ გაგრძელდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1033007739.png 2026-09-03 353507 ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, რამდენიმე ავიაკომპანიამ რუსეთის აეროპორტების მიმართულებით ფრენების შესრულებაზე უარი თქვა - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის საჰაერო სივრცეში დრონების საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რამდენიმე ავიაკომპანიამ რუსული აეროპორტების მიმართულებით ფრენების შესრულებაზე უარი თქვა. „ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა რუსულ აეროპორტებში ფრენების შესრულებაზე უარი განაცხადეს მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთის ცაში დრონებისგან არსებული საფრთხის შესახებ გავაფრთხილეთ. ეს სწორი და სრულიად ლოგიკური რეაქციაა არსებულ ფაქტებზე - ყველაფერზე, რაც ხდება პუტინის მიერ დაწყებული ომის გამო, რომლის დასრულებაც მას არ სურს. სიცოცხლე უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ უკვე ოფიციალურად აცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებულ რეალურ ვითარებას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანიებისთვის გაავრცელა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, უკრაინის მიერ რუსეთის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რუსეთის მხარის მტკიცებით, იურიდიული ძალა არ აქვს. შეგახსენებთ, ზელენსკიმ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს. ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანება არ სურს. თუმცა, მისი განცხადებით, რუსეთის ცაზე დრონები გადაადგილდებიან და ავიაკომპანიებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ. „დღეს გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა სადაზღვევო კომპანია და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის მთავარი აეროპორტებით: რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. https://www.ghn.ge/news/353506-chveni-gafrtkhilebis-shemdeg-ramdenime-aviakompaniam-rusetis-aeroportebis-mimartulebit-frenebis-shesrulebaze-uari-tkva-volodimir-zelenski რამდენიმე ავიაკომპანიამ რუსული აეროპორტების მიმართულებით ფრენების შესრულებაზე უარი თქვა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/480265006.png 2026-09-03 353506 მოსკოვში ჯონ რეტკლიფის ვიზიტის მიზანი სადაზვერვო საკომუნიკაციო არხების განვითარება იყო - მარკო რუბიო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო სააგენტოებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. „მისი ვიზიტი იქ, ძირითადად, რუტინული ხასიათის იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი მიზანი მხოლოდ სადაზვერვო საკომუნიკაციო არხების დამყარება და გაგრძელება იყო. მსგავსი რამ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კრიზისის ან კონფლიქტის პერიოდში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Fox News-თან ინტერვიუში. 25 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს ეწვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტიდან „შესაძლოა, რაღაც გამოვიდეს“. https://www.ghn.ge/news/353505-moskovshi-jon-retklifis-vizitis-mizani-sadazvervo-sakomunikatsio-arkhebis-ganvitareba-iqo-marko-rubio მარკო რუბიო – ჯონ რეტკლიფი მოსკოვში სადაზვერვო სააგენტოებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად იმყოფებოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1869266111.png 2026-09-02 353505 აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მარკო რუბიო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  ამის შესახებ მან The Brian Kilmeade Show-ს ეთერში ილაპარაკა. იუწყება უკრაინული მედია. რუბიოს თქმით, ლიცენზიის მიღება უკრაინისთვის არსებული საჭიროებების დაუყოვნებლივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ასეთი რთული შეიარაღების წარმოების გაზრდა და შესაბამისი ქარხნების აშენება შესაძლოა რამდენიმე წელს მოითხოვდეს. „ეს საკითხი ახლა განიხილება. როგორც უკვე ვთქვი, ეს დაუყოვნებელი გამოსავალი არ არის. წარმოების გაზრდა, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელს მოითხოვს შესაბამისი ქარხნების ასაშენებლად. საუბარია უკიდურესად რთულ შეიარაღებაზე. ამიტომ ეს საკითხი ახლა განიხილება. შესაძლოა, ამან შედეგი გამოიღოს, მაგრამ რეალურად ეს ვერ გადაჭრის მოკლევადიან პრობლემას, რომელზეც ისინი საუბრობენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  . https://www.ghn.ge/news/353504-ashsh-ukrainastan-patriot-is-raketebis-tsarmoebis-litsenziis-gatsemaze-molaparakebebs-atsarmoebs-marko-rubio აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/566138646.png 2026-09-02 353504 ეს არის აურზაური სალხინეთში, შიდა უნდობლობის ბოლო ფურცელი - სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ "ეს არის აურზაური სალხინეთში", - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.  მისი თქმით, ის, რაც "ოცნების" ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის ხდება "შიდა დაპირისპირების ბოლო ფურცელია".  "ეს არის აურზაური სალხინეთში.. ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერი, როცა პრემიერი იყო, რა ხდებოდა იმაზე ჩატარდა გამოძიება? ან ახლა რაღაცას რომ ამბობს, ბოლომდე ამბობს, თუ ეს კიდევ ჩეულებრივი, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, არის ის, რომ გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი და მერე ბოლოს არასდროს არ ამბობენ ყველაფერს და ვრჩებით ამ რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, მოითხოვს განმარტებას და არაფერი არ ხდება.  ეს არის ის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობის, შიდა დაპირისპირების, აღარ იციან რა სიტყვებით შეამკონ ერთმანეთი. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ და თქვენ გინდათ, რომ მე ეს აგიხსნათ - არ არსებობს "იმიტომ, რომ". ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია, არც ახსნა-განმარტება და რომელიც მიდის თავის დასასრულამდე. პარანოიული რეჟიმი გახდა. ყველა ყველას ემდურის, არავის ნდობა არ გააჩნია, იცის, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც შეიძლება შეემთხვეს. შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, დააბრალონ კორუფცია, შეიძლება, თვითონაც დაიბრალოს კორუფცია. კორუფციის თემები ძირითად ხელისუფლებიდან მოდის და ნაკლებად ოპოზიციიდან. ასეთი რეჟიმი არის დასასრულის ბოლო ეპიზოდში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  https://www.ghn.ge/news/353503-es-aris-aurzauri-salkhinetshi-shida-undoblobis-bolo-furtseli-salome-zurabishvili-kartul-otsnebaze ეს არის აურზაური სალხინეთში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/963552117.png 2026-09-02 353503 ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას დათანხმდა - კაია კალასი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ირლანდიის ქალაქ უიკლოუში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტაების გადაცემის შესახებ ახალი ვალდებულებები აიღო. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა. „უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში უკვე განაწილებულია პირველი 8,47 მილიარდი ევრო. კიდევ 6,1 მილიარდი ევრო დამტკიცდა, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის. თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - თქვა კალასმა. მისი თქმით, აუცილებელია ასევე ორმხრივი მხარდაჭერის გაგრძელება. „დღეს მოხარულები ვიყავით, რომ წევრი სახელმწიფოებისგან მოვისმინეთ განცხადებები საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შესახებ, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით“, - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. კალასს არ დაუკონკრეტებია, რომელმა ქვეყნებმა აიღეს ახალი ვალდებულებები და კონკრეტულად რა ტიპის სისტემებს ან რაკეტებს გადასცემენ უკრაინას. „წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს, მათ საჯაროდაც გააჟღერებენ. საუბარია კონკრეტულ ციფრებსა და ყველა დეტალზე. თუმცა უკრაინისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ საჰაერო თავდაცვის მიმართულებით რეალური პროგრესია“, - განუცხადა კაია კალასმა ჟურნალისტებს. https://www.ghn.ge/news/353502-evrokavshiris-ramdenime-kveqana-ukrainistvis-raketebis-gadatsemas-datankhmda-kaia-kalasi ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკრაინისთვის საზენიტო რაკეტების გადაცემას დათანხმდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/499354837.jpg 2026-09-02 353502 ახლა, როცა ჰორმუზის სრუტე აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, ხომ არ დავარქვათ მას „ტრამპის სრუტე“? - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ტრამპის სრუტის“ დარქმევის შეთავაზებით გამოვიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. ტრამპმა თავისი წინადადება იმით ახსნა, რომ, მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე „შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშაა“. „ახლა, როცა ის აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, ხომ არ უნდა დავარქვათ ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“? როგორც თავად ამერიკა, ის ყველაზე „ცხელი“ გახდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა!“ - განაცხადა ტრამპმა. ტრამპს გეოგრაფიული სახელების შეცვლის იდეა ადრეც გამოუთქვამს და რამდენიმე შემთხვევაში ეს მხოლოდ იდეად არ დარჩენილა. 2025 წელს მან ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკის ყურისთვის სახელის შეცვლისა და „ამერიკის ყურის“ დარქმევის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ სახელის დარქმევის შესახებ, კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე. გარდა ამისა, ის ორი ოკეანისთვის სახელის შეცვლაზეც ფიქრობს. https://www.ghn.ge/news/353501-akhla-rotsa-hormuzis-srute-ashsh-is-kontrolis-kveshaa-khom-ar-davarkvat-mas-trampis-srute-donald-trampi ახლა, როცა ის აშშ-ის კონტროლის ქვეშაა, ხომ არ უნდა დავარქვათ ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“? მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1289935392.png 2026-09-02 353501 სტამბოლთან, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა, ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულია - მედია 2 სექტემბერს, გამთენიისას, სტამბოლის სანაპიროსთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი სხვა გემს შეეჯახა და შეჯახებიდან 11 წუთში ჩაიძირა. თურქული მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულად  მიიჩნევა. შემთხვევა დაახლოებით 03:15 საათზე, სილივრიდან 35 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სატვირთო გემი Tuğberk İmamoğlu ხმელთაშუა ზღვის პორტ ისკენდერუნიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კარადენიზ ერეღლიში მიემართებოდა და ფოლადის რულონები და სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. მეორე გემი - ტანკერი Alsu ქოჯაელიდან ეგეოსის ზღვის პორტ ალიაღისკენ მიემართებოდა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, აბდულქადირ ურალოღლუს განცხადებით, გემი ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 11 წუთში ჩაიძირა. „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ტანკერი Alsu, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ ცურავს, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.  პორტებს შორისმ სადაც ის შედიოდა, არის ნოვოროსიისკის პორტიც. მისი თქმით, Tuğberk İmamoğlu-ს ეკიპაჟის 10-ვე წევრი თურქეთის მოქალაქე იყო.  სავარაუდოდ, ჩაძირული გემი დაახლოებით 800-900 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც გემისა და მისი ეკიპაჟის ძებნას ართულებს. თურქეთის სანაპირო დაცვის, სანაპიროზე უსაფრთხოების გენერალური სამმართველოს, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სტამბოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სააგენტოს მიერ შემთხვევის ადგილზე სამაშველო კატარღები, თვითმფრინავები და პერსონალი გაიგზავნა.     https://www.ghn.ge/news/353500-stamboltan-turketis-droshis-kvesh-mtsuravi-satvirto-gemi-rusetis-chrdilovani-flotis-khomaldtan-shejakhebis-shedegad-chaidzira-ekipazhis-10-tsevri-dakargulia-media სტამბოლთან, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი  სატვირთო გემი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა, ეკიპაჟის 10 წევრი დაკარგულია  მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1634770987.png 2026-09-02 353500 ფინეთში, სანაპიროზე დრონი იპოვეს ფინეთში, ფინეთის ყურის სანაპიროზე, ქალაქ პორვოს მახლობლად დრონი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. დრონი სამშაბათს, 1 სექტემბერს, სანაპიროზე ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო გადაღებისა და კარტოგრაფირებისთვის განკუთვნილი დრონი, რომელიც სხვა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ინციდენტს ქვეყნის საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევად განიხილავს. „სასაზღვრო სამსახურმა და პოლიციამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს. https://www.ghn.ge/news/353499-finetshi-sanapiroze-droni-ipoves ფინეთში, სანაპიროზე დრონი იპოვეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1600207345.jpg 2026-09-02 353499 უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არ არის, ომი რუსეთში ბრუნდება - ანდრი სიბიჰა უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს. "უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის, რადგან სამხედრო აქტივობა გაზრდილია. მოვუწოდებთ ყველას, თავი აარიდოს მის გამოყენებას. რუსეთი მიზანმიმართულად უგულებელყოფს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად არსებულ საფრთხეებს, რასაც ბოლო წლებში უკვე რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსული საჰაერო სივრცე სულ უფრო სახიფათო ხდება. ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ ICAO-ს, ყველა ავიაკომპანიასა და მთავრობას ვაცნობოთ და სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ - მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს ამბობს მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორც ამას საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა აკეთებდეს. ჩვენ გვინდა, თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები. ომი რუსეთში ბრუნდება. უკრაინა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ახორციელებს", - წერს სიბიჰა.. Ukraine has officially notified @icao that the Russian airspace is not safe for civilian aviation because of increased military activity. We urge everyone to avoid it. Russia has been deliberately ignoring the existing threats as a result of its aggression against Ukraine, which… — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 2, 2026   https://www.ghn.ge/news/353498-ukrainam-samokalako-aviatsiis-saertashoriso-organizatsias-ofitsialurad-atsnoba-rom-rusetis-sahaero-sivrtse-usafrtkho-ar-aris-omi-rusetshi-brundeba-andri-sibiha უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად აცნობა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არ არის, ომი რუსეთში ბრუნდება - ანდრი სიბიჰა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/372963602.jpg 2026-09-02 353498 მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას საქართველოს ბანკი ლოიალური მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა პარტნიორ კომპანია მეტრომარტთან ერთად, ნაწილ-ნაწილ გადახდისას სპეციალური შეთავაზება მოამზადა. შეთავაზების ფარგლებში, 5 სექტემბერს, მომხმარებლები მეტრომარტში სასურველი ნივთის საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 200 ლარის). აქცია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ის სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ. ინფორმაციისთვის, შეთავაზება მხოლოდ 5 სექტემბერს მოქმედებს და არ ვრცელდება iPhone-ის შეძენაზე. მეტრომარტი საქართველოში ტექნიკისა და ელექტრონიკის ქსელია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის ტექნიკას, მათ შორის სმარტფონებს, ლეპტოპებს, ტელევიზორებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს. ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით. https://www.ghn.ge/news/353497-miighet-30-iani-keshbeki-metromartshi-sakartvelos-bankis-natsil-natsil-gadakhdisas მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1944531805.jpg 2026-09-02 353497 ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! - ლევან ხაბეიშვილი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის „ქოცის“ სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის სოციალურ ქსელში წერს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას ან „კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს“. „ფარცხალაძე თავად ამხილეს მკვლელობის ორგანიზებაში, ახლა ღარიბაშვილი ამხელს კობახიძეს მკვლელობების დაგეგმვაში - უკეთეს შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას აბრალებს. ასევე, ღარიბაშვილი ამხელს, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს! - არსებობს წერილები, შეთვლები და ასე წყდება „საქმეები“. პროკურორ გვარაკიძეს, რომელიც მდინარაძის კადრია, მძიმე რეალობა აქვს - ან ღარიბაშვილის ნათქვამზე დაიწყებს გამოძიებას, ან არა და ფარცხალაძესავით გაიქცევა მოსკოვში, კომუნისტურ პარტიაში. ამ მოკლე დროში, ან კობახიძემ უნდა დაასწროს და ივანიშვილზე საქმე აღძრას, როგორც მთავარ დირიჟორზე, ან ივანიშვილი უახლოვდება და კობახიძე-მდინარაძეზე ერთი ჩვენების მიმცემი უკვე არსებობს. სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ რომ სცადოს ბიძინას განეიტრალება. ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! სისხლიანი, მკვლელი, კაცთმოძულე, ლეშიჭამია ხალხი ჰყავს ივანიშვილს თავმოყრილი ივანიშვილს! პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მკვლელებს აფინანსებენ და მათთან ერთად ქვეყანას ძარცვავენ ივანიშვილის მთავარი მოკავშირეები - ვანო ჩხარტიშვილი, ძმები ფხაკაძეები, ენუქიძე, წულაიები, ჩიგოგიძე, ობოლაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, პაპაშვილები და ა.შ. მთავარი კრიმინალური ბანდის მეთაურები, დამფინანსებლები ესენი არიან!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი. https://www.ghn.ge/news/353496-gharibashvilma-daadastura-rom-marto-koruftsia-da-fulshi-tsuraoba-ki-ar-aris-kotsis-samarko-nishani-aramed-mkvlelebi-arian-levan-khabeishvili ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/160567495.png 2026-09-02 353496 იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს - ვლადიმერ ბოჟაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე წერს. ის პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. „ბატონო ირაკლი, ისევე, როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ - მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ. თუმცა, თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების, თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ. გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით. გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს, ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ „ქართული ოცნების” გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით. თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?! ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს"- წერს ბოჟაძე. https://www.ghn.ge/news/353495-ikneb-kidev-erti-tserilit-mimartot-sazogadoebas-sadats-amomtsuravad-agvikhsnit-saidan-moipovet-amdeni-fuli-da-dzvirfaseuloba-romelsats-sakhlshi-malavdit-gaetsit-pasukhi-tkvens-qofil-momkhreebs-vladimer-bozhadze იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს - ვლადიმერ ბოჟაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/51419041.jpg 2026-09-02 353495 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 2 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6205 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.45 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.1 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0314 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.05 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5322 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.43 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/353492-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/236008057.png 2026-09-02 353492 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353491-ozurgetis-munitsipalitetshi-gansakutrebuli-sisastikit-kalis-mkvlelobis-faktze-ert-pirs-braldeba-tsaredgina ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1733809017.jpg 2026-09-02 353491 სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის“ დროს მოხდა ჩემი მოწამვლა ციხეში, ეს შეუძლებელი იქნებოდა რუსების და აქაური მთავარი მაფიოზის დავალების გარეშე - მიხეილ სააკაშვილი სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის“ დროს მოხდა ჩემი მოწამვლა რუსთავის ციხეში, ეგრევე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ალბათ, იმ იმედით, რომ ომის ხმაურში ჩემს სიკვდილს ვერავინ შეამჩნევდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი „მოწამვლა შეუძლებელი იქნებოდა რუსების და აქაური მთავარი მაფიოზის დავალების გარეშე“. „სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის" დროს მოხდა ჩემი მოწამვლა რუსთავის ციხეში, ეგრევე უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ალბათ, იმ იმედით, რომ ომის ხმაურში ჩემს სიკვდილს ვერავინ შეამჩნევდა. მე უცებ დამეწყო კრუნჩხვები, გულისრევა, 41 სიცხე, საშინელი ტკივილები და ბევრი სხვა სიმპტომი. პირველად მოწამვლაზე ეჭვი ჩემთან საუბარში ციხის ერთ-ერთმა ექიმმა მოიტანა, შემდეგ „ვივამედში“ ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა, ისევ პირადად დამიდასტურა (საჯაროდ ვერცერთმა ვერ გაბედა თქმა) და უკვე ამის შემდეგ, ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა ტოქსიკოლოგმა საჯაროდ დაადასტურეს ეს ფაქტი კალიფორნიის და გერმანიის ლაბორატორიების მონაცემებზე დაყრდნობით. ჩემი მოწამვლა შეუძლებელი იქნებოდა რუსების და აქაური მთავარი მაფიოზის დავალების გარეშე. რუსებმა ეტყობა „ნოვიჩოკის“ მოწოდება ვერ მოასწრეს და აქაურებმა ყველაზე გავრცელებული მოწამვლის მეთოდი გამოიყენეს, მძიმე მეტალების სახით. რამდენიმე ხანში ჩემი მოწამვლიდან, რუსეთის ციხეში უკვე მეორედ მოწამლეს და ამჯერად მოკლეს ალექსეი ნავალნი, რომელსაც პუტინი რუს "სააკაშვილის" ეძახდა“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. https://www.ghn.ge/news/353490-stsored-gharibashvilis-premierobis-dros-mokhda-chemi-motsamvla-tsikheshi-es-sheudzlebeli-ikneboda-rusebis-da-akauri-mtavari-mafiozis-davalebis-gareshe-mikheil-saakashvili სწორედ ღარიბაშვილის „პრემიერობის“ დროს მოხდა ჩემი მოწამვლა ციხეში, უცებ დამეწყო კრუნჩხვები, გულისრევა, 41 სიცხე, რუსებმა ეტყობა „ნოვიჩოკის“ მოწოდება ვერ მოასწრეს და აქაურებმა ყველაზე გავრცელებული მოწამვლის მეთოდი გამოიყენეს - სააკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1051165074.png 2026-09-02 353490 რუსეთის მიერ დარტყმების ბოლო ესკალაციას მსოფლიოს მხრიდან კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა, მოქმედების დროა, ბოროტება გამოჩენისთანავე უნდა შეჩერდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დარტყმების ბოლო ესკალაციას მსოფლიოსა და მის ყველაზე გავლენიან ლიდერთა მხრიდან ჯერჯერობით კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აუცილებელია მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს. დღეს რუსულმა „შაჰედებმა“ კიევის ერთ-ერთ უნივერსიტეტს დაარტყეს - სწორედ ლექციების მიმდინარეობის დროს. საბედნიეროდ, სტუდენტები თავშესაფარში იმყოფებოდნენ - სულ 160 სტუდენტი. ღამით რუსებმა ოდესას დაარტყეს. დაზიანდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი და ქალაქის ინფრასტრუქტურა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ხერსონში რუსებმა დაარტყეს შენობას, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია იყენებდნენ. ხარკოვის ოლქში დარტყმის შედეგად ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, არიან დაშავებულებიც. ბევრ რეგიონში საჰაერო განგაშის სიგნალები კვლავ ისმის რეაქტიული დრონებისა და ავიაბომბების გამოყენების საფრთხის გამო. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ დარტყმების ამ ნოლო ესკალაციას მსოფლიოსა და მის ყველაზე გავლენიან ლიდერთა მხრიდან ჯერჯერობით კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა. როდესაც რუსულ-ირანული „შაჰედები“ ევროპაში ასეთ 24-საათიან ტერორს ახორციელებენ, ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემად ვერ დარჩება. უკრაინელების წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი ასეთი დარტყმა, „შაჰედებისა“ და სხვა იარაღის ყოველი ასეთი გამოყენება ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ფაქტობრივად, არის იმ ტაქტიკის პრაქტიკაში გამოცდა, რომელსაც რუსეთი სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების წინააღმდეგ გამოყენებისთვისაც ამზადებს. ახლა მოქმედების დროა. ბოროტება გამოჩენისთანავე უნდა შეჩერდეს. აუცილებელია აბსოლუტურად მკაფიო და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა ამის გამო რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს და უკრაინას დახმარება გაეწიოს. ყველა პარტნიორმა იცის, რა არის საჭირო: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და თავდაცვის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეალურად გვეხმარება!" - წერს ზელენსკი. Today, Russian “shaheds” struck one of the universities in Kyiv – right during classes. Fortunately, the students were in the shelter – 160 students. Overnight, the Russians struck Odesa. An ordinary residential building and city infrastructure were damaged. Five people were… pic.twitter.com/ZqMQPTJlY9 — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 2, 2026   https://www.ghn.ge/news/353489-rusetis-mier-dartqmebis-bolo-eskalatsias-msoflios-mkhridan-kvlav-arasakmarisi-reagireba-mohqva-mokmedebis-droa-boroteba-gamochenistanave-unda-shecherdes-volodimir-zelenski რუსეთის მიერ დარტყმების ბოლო ესკალაციას მსოფლიოს მხრიდან კვლავ არასაკმარისი რეაგირება მოჰყვა, მოქმედების დროა. ბოროტება გამოჩენისთანავე უნდა შეჩერდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/384426332.jpg 2026-09-02 353489 მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა, უამრავი ბინძური ჭორითა მოახერხეს მისი დარწმუნება - ალექსანდრე თამაზაშვილი მეკითხებიან, მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა - უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“ - ამის შესახებ ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა“. „ბევრს აინტერესებს და მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა. თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“. ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე. არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს. 17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა, შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში, ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით. ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა, რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა: „მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული“. და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა. მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო. ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა. ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა. ესეც ხდება. თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა: ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ - სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა. წერილის გამოგზავნიდან - ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული, უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა, თუმცა ვერ შევძელით“,- წერს ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში. https://www.ghn.ge/news/353488-mekitkhebian-mjera-tu-ara-rom-ivanishvilis-gareshe-daitsqebdnen-iraklis-ganadgurebis-protsess-mastan-shetankhmebis-gareshe-msgavsi-protsesebi-ar-ganvitardeboda-uamravi-bindzuri-chorita-moakherkhes-misi-dartsmuneba-aleksandre-tamazashvili მეკითხებიან მჯერა თუ არა, რომ ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“? მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა, უამრავი ბინძური ჭორითა მოახერხეს მისი დარწმუნება -  ალექსანდრე თამაზაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1271181193.jpeg 2026-09-02 353488 ეს იყო თავდასხმა, რომელიც რუსეთმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელა, დაშინება არ იმუშავებს, არ გავჩერდებით, ვოდრე რუსეთი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არ შეწყვეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი ლაიფციგის აეროპორტში ინციდენტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ დაადგინა, რომ ლაიფციგის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავებზე თავდასხმის მცდელობის უკან რუსეთი დგას. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხის განსახილველად შეხვდა ის ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. ფონ დერ ლაიენმა თავდასხმის მცდელობას ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ესკალაციის ახალი ეტაპი უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მას მნიშვნელოვანი ზიანი და შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყოლოდა. „ეს იყო თავდასხმა სამხედრო ტიპის მასალის გამოყენებით, რომელიც რუსეთის ოპერატორებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე განახორციელეს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას. და თუ მიზანი იყო, ორჯერ დავფიქრებულიყავით უკრაინის მხარდაჭერაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ამან მხოლოდ გაამყარა ჩემი სიმტკიცე. ჩვენ ამას არ შევეგუებით. დაშინება არ იმუშავებს. ევროპა და ნატო არა მხოლოდ შეინარჩუნებენ ზეწოლას რუსეთზე, არამედ გავზრდით მას. და ჩვენ არ გავჩერდებით, ვოდრე რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო ბავშვების, კაცებისა და ქალების დაბომბვასა და მკვლელობას არ შეწყვეტს,“ - თქვა ფონ დერ ლაიენმა. რუტემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო დაუფიქრებლად მოქმედებს და ნატო გერმანიის გვერდით დგას. მისი თქმით, მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მსგავსი მუქარებით ევროპას უკრაინის მხარდაჭერაზე უარს ათქმევინებს. გერმანიის ხელისუფლებამ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ 4 აგვისტოს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული. დრონი უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს იპოვეს და მისი განაღმვა შეძლეს. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების, მათ შორის ახალი სანქციების, შესაძლებლობას განიხილავს https://www.ghn.ge/news/353487-es-iqo-tavdaskhma-romelits-rusetma-evrokavshiris-teritoriaze-ganakhortsiela-dashineba-ar-imushavebs-ar-gavcherdebit-vodre-ruseti-udanashaulo-adamianebis-mkvlelobas-ar-shetsqvets-ursula-fon-der-laieni-laiftsigis-aeroportshi-intsidentze ეს იყო თავდასხმა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/840780126.png 2026-09-02 353487 საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკმა ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებისთვის ინვოისების შექმნისა და გაგზავნის ახალი ფუნქციონალი დანერგა. ამიერიდან ბიზნეს მომხმარებლებს პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ შექმნან და გაუგზავნონ ინვოისი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს — ხელმოწერისა და კომპანიის ლოგოს დამატების შესაძლებლობით. იურიდიული პირი ინვოისის შესახებ ინფორმაციას Push შეტყობინებით მიიღებს და ბიზნეს მობილბანკშივე გამოუჩნდება, ხოლო ფიზიკურ პირს ინვოისი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება. ახალი ფუნქციონალი ინვოისების მართვასაც ამარტივებს. ავტომატურად ახლდება ინვოისის სტატუსი (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, ვადაგასული და სხვა), ჩარიცხული თანხა ებმის შესაბამის ინვოისს,  მომხმარებელს ასევე შეუძლია ნახოს, გახსნა თუ არა ადრესატმა გაგზავნილი ინვოისი, ხოლო მიმღები გადახდის ვადის დადგომამდე ავტომატურ შეხსენებას მიიღებს. მობილბანკში შესაძლებელია იმ კონკრეტული თანამშრომლის მითითებაც, ვისაც ინვოისის ნახვა და დამუშავება ევალება. აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის შესაძლებლობები მარტივად. https://www.ghn.ge/news/353486-sakartvelos-bankis-biznes-mobilbanks-invoisebis-martvis-funktsionali-daemata საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2125214630.jpg 2026-09-02 353486 მორიგი ბოდვა, ამ ზღაპრების არავის სჯერა - მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "ქართული ოცნების" წევრი ლევან მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ განცხადებას გამოეხმაურა და მას ბოდვა უწოდა.  მისი თქმით, ღარიბაშვილის ზღაპრების არავის სჯერა.  „ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ვხედავდით კადრებს, რამდენიმე მილიონი ამოიღეს მისი სახლიდან, მათ შორის ოქროს ზოდები და თავადაც აღიარებული აქვს ეს ყველაფერი. შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში ყოფილა დამნაშავე. სამწუხაროდ, გუშინაც მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების არავის სჯერა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მხრიდან ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა. ისეთი დაბალი დონის საქციელია, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდი, სააკაშვილის ან ელისო კილაძის დაწერილი წერილია. ნამდვილად არ ვიცი, ვისი დირექტივით მოქმედებს. ერთადერთი რაც ვიცი, არის, რომ მისი პირველი წერილი უკავშირდებოდა იმ ბრალს, რომელიც მან უკვე იცოდა კორუფციასთან დაკავშირებით და შესაბამისად, სცადა, ამ საკითხის პოლიტიზება მოეხდინა და თავისი თავის დაზღვევა, რაც მიუღებელია. ეს ძალიან დაბალი დონის საქციელია, თან როდესაც შენს გუნდს უპირისპირდები მოგონილი ზღაპრებით, რომლისაც სავარაუდოდ არავის სჯერა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. ყველაფერი რაღაც სპექტაკლს დაემსგავსა. ძალიან მდაბიო საქციელია. მისი მხრიდან ეს ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი, ფაქტობრივად, სააკაშვილის დონეზეა დაცემული. გულდასაწყვეტია, როდესაც შენი გუნდის ყოფილი ლიდერი ამ დონეზეა დაცემული. ეს გულდასაწყვეტია ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო. შესაბამისად, ყველანი გულდაწყვეტილი ვართ იმ დანაშაულით, რაც მან ჩაიდინა. ეს გუნდისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იყო. ჩვენთვის მძიმე იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელს ვერ დავაფარებდით. დავამტკიცეთ, გუნდის წევრობა არ ნიშნავს, რომ შენ შეიძლება, რაღაც ჩაიდინო და დაუსჯელი დარჩე. რაც ამ ყველაფერს მოჰყვა – პირდაპირ ელისო კილაძისა და „ასავალ- დასავალის“ დონეზე დაცემა, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მძიმეა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. https://www.ghn.ge/news/353483-morigi-bodva-am-zghaprebis-aravis-sjera-machavariani-gharibashvilze მორიგი ბოდვა, ამ ზღაპრების არავის სჯერა - მაჭავარიანი ღარიბაშვილზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1802270389.jpeg 2026-09-02 353483 უნდა, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს ხელისუფლებას - ვოლსკი ღარიბაშვილზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.  მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებების მიზანი შეიძლება იყოს, როგორც თავდაცვა, ასევე ხელისუფლების დაზიანება.  "ალბათ, ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს. მეორე – რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი თავად იყავი, მაგრამ დღეს, სააშკარაოზე გამოგიყვანა, როგორც დამნაშავე. ადამიანმა თავი მოიკლა, დადასტურებულია, სამწუხაროა, მაგრამ არ შეიძლება, ამ ვითარებასთან კავშირი ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ამ თემების გამოყენება, წამოწევა დიდ სინანულს უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს, არ აქვს არანაირი ფასი, არც პროპაგანდისტული თვალსაზრისით და არც სამართლებრივად არანაირ კონტექსტში არ ჯდება", - აღნიშნა ვოლსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დიდძალი ქონება ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზებით.  "გადაღებულია ქონება, რომელიც შენახული იყო – ოქროს ზოდებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული, საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზით. ეს თავად აღიარა, სამწუხაროა, ემპათია არსებობს. მისმა გუნდმა ამით რეპუტაციული ზიანი განიცადა, მაგრამ ყველანი მორალურად მართლები უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რაც აღიარა, დიდი დანაშაულია", - დასძინა მან. https://www.ghn.ge/news/353482-unda-rats-sheidzleba-meti-zarali-miaqenos-khelisuflebas-volski-gharibashvilze უნდა, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს ხელისუფლებას - ვოლსკი ღარიბაშვილზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/447384488.png 2026-09-02 353482 ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა, საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს - ლევან იოსელიანი საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გაეცნო საპატიმროში ირაკლი ღარიბაშვილის პირობებს და ესაუბრა იმ საკითხებზე, რაც ეხება ჯანმრთელობას, კვებას და პაემანს. ლევან იოსელიანის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ლევან იოსელიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციასაც ესაუბრა და პაემნის ჩანიშვნასთან დაკავშირებით მათი პოზიციაც მოისმინა. „ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე საცხოვრებელ საკანში. გავეცანი მის საცხოვრებელ პირობებს. ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია.რაც შეეხება პაემანთან დაკავშირებულ საკითხს, ბატონი ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდგომ გაუქმდა. ეს პაემანი წარმოადგენს ციხის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას, დისკრეციას. ბატონი ირაკლის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დაპირებას და შემდგომ შეიცვალა. ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც. მოვისმინე მათი პოზიცია. მათ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება, ნეგატიური, ან უარყოფითი არ აქვთ პატიმრის მიმართ. მათი განწყობა არის, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რაც არსებობს ბატონი ირაკლის მიმართ და ზოგადად, პატიმრების მიმართ არსებობს წამახალისებელი პოლიტიკა, გაგრძელდეს მათი მხრიდან. რაც შეეხება, იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც ხდება შეხვედრა. შესაბამისად, მათი განცხადებით, ამიტომ ვერ მოხერხდა პაემნის ჩანიშვნა. ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ ჩვენ საუბარი არ გვქონია. არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია თუ ვრცელდება, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როდესაც მომართავენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვაზე, რაც ეხება დანაშაულს, რეაგირება უნდა მოახდინოს შესაბამისმა უწყებამ. როდესაც ვრცელდება ინფორმაცია საპატიმროში არსებული რაიმე პრობლემის შესახებ, ჩვენ ავტომატურად ვიწყებთ საქმის შესწავლას, ბუნებრივია, ეს საკითხები, რაც ჩამოთვალეთ, თუ ეხებოდა საპატიმროში მომხდარ დანაშაულს, ან სავარაუდო დანაშაულს. რაც შეეხება მის საპატიმროში ყოფნის პირობებს, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს რომ ჰქონოდა ადგილი, დამერწმუნეთ, რომ გამოვიდოდი, ამას პირველი მე ვიტყოდი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. https://www.ghn.ge/news/353485-gharibashvilis-gantskhadebit-shetankhmebuli-iqo-tsamakhalisebeli-grdzelvadiani-paemani-romelits-gaukmda-sapatimro-pirobebze-administratsiis-mkhridan-mopqrobaze-pretenzia-ar-gamoutkvams-levan-ioseliani ლევან იოსელიანი – ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც გაუქმდა, საპატიმრო პირობებზე, ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/536335938.jpg 2026-09-02 353485 არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის - შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „ჩვენ ვიცით, ვინც იყენებს ამ მეთოდებს და უკვე წლებია, შეჩვეული ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიის, თვითმკვლელობა იქნება, თუ სხვა სახის ტრაგედია, გამოყენება, რათა პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. ამ შემთხვევას რაც შეეხება და ადამიანს, რომელმაც, თუ არ ვცდები, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რაც არის ეს ისტორია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგიერთმა ადამიანმა, ვგულისხმობ ჟურნალისტს, ვინც გამომსარჩლებლად არიან ქცეული იმ ადამიანის, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა საკუთარი სიცოცხლე, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი. ხდება კიდევ სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. „ვისურვებდი, სამართლებრივ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს პროკურატურას, გამოძიებას, თუ არსებობს არგუმენტირებული პასუხები, გაეცეს სამართლებრივი პასუხები. სხვადასხვა დროს გვინახავს პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი, ამ ბრალს სჭირდება პასუხი. სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები, ვფიქრობ, რომ ზედმეტია. არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი. პოლიტიკურ ჭრილში გადატანა უბრალოდ აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი. ჩვენ შეგუებული ვართ, როდესაც ხდება ყურადღების გადატანის მცდელობა სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციებით. სამართლებრივ კითხვებს სჭირდება სამართლებრივი და არა პოლიტიკური პასუხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ბურუსით მოცული გარემოება. „საბედნიეროდ, ეს მცდელობა იყო წარუმატებელი, თუმცა მას წერილიც ჰქონდა დაწერილი და ახსნილი ჰქონდა, რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ასე რომ, ყველა ინსინუაციას აქვს პასუხი, რომ არცერთ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბურუსით იყოს მოცული ან გაუგებარი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ განცხადებებიდან პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს, აჩვენებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არასწორი გზა აირჩია“. „ახლა ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს სპეკულაციებს. მათ არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების უნარი არ აქვთ. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ, იმიტომ რომ თვითონ ვერაფერ კარგს ვერ აკეთებენ. თუკი ვინმე რაიმეს გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში „ჩაეწილონ“. დღეს ოპოზიციის მთელი აქტივობა და დღის წესრიგი ისაა, რომ შეჰყურებენ სხვას - „ჩაეწილონ“ კარგში და ცუდი უფრო მეტად გაამძაფრონ,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353484-aravis-vusurvebdi-rom-skhva-adamianebis-pirovnuli-tragediebis-gamoqeneba-khdebodes-politikuri-insinuatsiebistvis-shalva-papuashvili-irakli-gharibashvilis-tserilze არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/17094906.png 2026-09-02 353484 ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კალაძე ღარიბაშვილზე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას.  "ძალიან რთულია და მიჭირს და არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული, სამწუხაროდ, ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანურად ვამბობ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად", - თქვა კალაძემ. https://www.ghn.ge/news/353481-nebismieri-gansatsdeli-unda-miigho-katsurad-kaladze-gharibashvilze ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კალაძე ღარიბაშვილზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1023632204.jpg 2026-09-02 353481 ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომხმარებლებს ახალ პროდუქტს, მოსწავლის "პირველ ბარათს" სთავაზობს. ბარათის აღება უკვე შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველი ბარათი | First Card 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტია, რომელიც მათ ყოველდღიური გადახდებითა და სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მშობლებს კი ლიბერთის განახლებული მობაილ ბანკის საშუალებით ბავშვის ხარჯების მარტივად და უსაფრთხოდ მართვა და კონტროლი შეუძლიათ. "პირველი ბარათის" შემთხვევაში პირველი არჩევანიც თავად მოსწავლეს ეკუთვნის. ბარათი ოთხ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და სასურველ დიზაინს მოზარდი თავად ირჩევს. "მოსწავლის „პირველი ბარათი“ ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ნაწილია და ამ პროდუქტით ბანკმა საცალო სამომხმარებლო პროდუქტების პორტფელი კიდევ უფრო გააფართოვა, რომელიც დღეს უკვე ყველა ასაკისა და სეგმენტის მომხმარებლის საჭიროებებს მოიცავს. მადლობა მინდა გადავუხადო ლიბერთის გუნდებს, რომლებმაც ამ პროდუქტის შექმნაზე იმუშავეს." - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. პროდუქტის წარდგენა სასკოლო სამზადისის სეზონს ემთხვევა. „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურად მოსწავლეებზე მორგებული შეთავაზებები და გაზრდილი ქეშბექი სხვადასხვა კატეგორიაში. "ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „პირველი ბარათი“ მომხმარებლებს სწორედ ახალი სასწავლო წლის დასაწყისში შევთავაზეთ. გვინდოდა, პირველი საბანკო გამოცდილება მოზარდებისთვის ყოფილიყო მარტივი, საინტერესო და მათ საჭიროებებზე მორგებული, მშობლებისთვის კი უსაფრთხო და მოსახერხებელი. "Back to School" კამპანიის ფარგლებში „პირველი ბარათის“ მომხმარებლებისთვის გაზრდილი ქეშბექის შეთავაზებები მოვამზადეთ, მათ შორის განსაკუთრებული შეთავაზება პირველკლასელებისთვის სკოლის ფორმების შეძენაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომხმარებლები ქეშბექს შეძენისთანავე, მომენტალურად დაიბრუნებენ. გვჯერა, რომ "პირველი ბარათი" მოზარდებს ფინანსური დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს." - ნინო პირადაშვილი, ლიბერთის საოპერაციო ბიზნესისა და დისტანციური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოსწავლის "პირველი ბარათის" აღება ლიბერთის ფილიალებსა და სერვის ცენტრებშია შესაძლებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. პროდუქტის დეტალური პირობები და "Back to School" შეთავაზებები ხელმისაწვდომია ლიბერთის ვებგვერდზე: www.firstcard.ge https://www.ghn.ge/news/353480-libertim-mostsavlis-pirveli-barati-tsaradgina ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1757460630.jpg 2026-09-02 353480 საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სექტემბერი მასწავლებლებისთვის ახალი ეტაპისა და დატვირთული სამუშაო რეჟიმის დასაწყისია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს პარტნიორ ობიექტებში სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. შეთავაზებები სხვადასხვა კატეგორიებს აერთიანებს, მათ შორის: შოპინგი, თავის მოვლა, ჯანმრთელობა და სხვადასხვა სერვისები. პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლებს 30%-მდე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ. შოპინგი და თავის მოვლა Lutecia - 5 სექტემბერს 30%-იან ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); ინფორმაციისთვის, შეთავაზება არ ვრცელდება CHANEL, DIOR, GUERLAIN, GIVENCHY, KENZO, V CANTO, GIARDINO BENESSERE და TIZIANA TERENZI-ის პროდუქტებზე, ასევე ლუტეციას სასაჩუქრე ვაუჩერებსა და თბილისი აუთლეთ ვილიჯის ფილიალში. Giordano - 5-6 სექტემბერს 30%-იან ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი); Under Armour - 5 სექტემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი); Puma - 6 სექტემბერს 30%-იან ქეშბექი (მაქსიმუმ 200 ლარი); Maison Beauty Lab - 1-7 სექტემბერს 25%-იანი ქეშბექი ულიმიტოდ; Sani Optics - 7-9 სექტემბერს 20%-იანი ულიმიტო ქეშბექი. ჯანმრთელობა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. EVEX-ში 5-6 და 12-13 სექტემბერს მასწავლებლის ბარათით გადახდისას ნებისმიერ სერვისზე 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარს, მიიღებთ. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მასწავლებლის ბარათით 4-6 სექტემბერს, მასწავლებლის ბარათის მფლობელებს 2,000-მდე პარტნიორ ობიექტში 30%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეუძლიათ (მაქსიმუმ 100 ლარი). გაეცანით შეთავაზებებს, შეარჩიეთ სასურველი ნივთი თუ სერვისი და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის. პარტნიორების სრულ სიას ამ ბმულზე ნახავთ. თუ ჯერ არ გაქვთ მასწავლებლის ბარათი, მეტი ინფორმაციისთვის და ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს. https://www.ghn.ge/news/353479-sakartvelos-bankis-shetavazebebi-mastsavleblebistvis-moemzadet-akhali-sastsavlo-tslistvis საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის - მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/848206969.jpg 2026-09-02 353479 ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.  მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. „სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.  როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება. https://www.ghn.ge/news/353478-aleksandre-chavchavadzis-kuchaze-kvafenili-asfaltit-chanatsvldeba ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვაფენილი ასფალტით ჩანაცვლდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/938091173.jpeg 2026-09-02 353478 ელიზბარაშვილის ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებს პროკურატურა. თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას ადმინისტრაციული წესით 1-ელ სექტემბერს დააკავეს. ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია სირანაშვილი. მისი თქმით, პოლიციელებმა ელიზბარაშვილის ბინა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და მასძე იძალადეს. https://www.ghn.ge/news/353477-elizbarashvilis-advokatis-mimart-shesadzlo-dzaladobis-faktze-gamodzieba-daitsqo ელიზბარაშვილის ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1412891974.jpg 2026-09-02 353477 სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026 წელს 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებია დაგეგმილი. მათ შორის, 5.6 მილიონი ლარის ღირებულების ორი პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 13.6 მილიონი ლარის ღირებულების სამი კაპიტალური პროექტის განხორციელება დაგეგმილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ იყალთოში მდებარე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის იყალთოს დიუკერისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის კისისხევის დიუკერის რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 6 715 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება. 2026 წელს დაგეგმილი სამი კაპიტალური პროექტი მოიცავს სოფელ ვანთას ტერიტორიაზე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაციას, ასევე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაციას. ამასთან, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე განხორციელდება გამრეცხი ფარების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობებისა და წყალსაცემი ფილის აღდგენა-რეაბილიტაცია და მოეწყობა ავარიული წყალსაგდები. აღნიშნული პროექტების განხორციელება რამდენიმე ასეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. თელავის მუნიციპალიტეტში 2026 წელს კაპიტალურ პროექტებთან ერთად, სარწყავ სისტემებზე საექსპლუატაციო სამუშაოებიც განხორციელდა. გაიწმინდა და მოწესრიგდა 25 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 10.5 კმ მილსადენი; შეკეთდა 2 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა სხვადასხვა ტიპის 176 ჰიდროტექნიკური ნაგებობა. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 2026 წელს რეგიონში უკვე დასრულებულია 4 სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 10 პროექტი, ხოლო დაგეგმილია 16 პროექტის განხორციელება. ჯამში, კახეთის რეგიონში 143 მილიონ ლარამდე ღირებულების კაპიტალური პროექტები განხორციელდება. ამასთან, კახეთის რეგიონში საექსპლუატაციო ღონისძიებების ფარგლებში გაიწმინდა და მოწესრიგდა 180 კმ სიგრძის სამელიორაციო არხები და 15 კმ მილსადენი; შეკეთდა 3 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ასევე შეკეთდა და შეიცვალა სხვადასხვა ტიპის 519 ჰიდროტექნიკური ნაგებობა. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები ხელს უწყობს სარწყავი სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფას. https://www.ghn.ge/news/353476-samelioratsio-infrastrukturis-ganvitarebistvis-2026-tsels-telavis-munitsipalitetshi-19-milion-larze-meti-ghirebulebis-proektebi-gankhortsieldeba სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2026 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/140687298.jpg 2026-09-02 353476 ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა სრულად ინგრევა, როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას? - დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა სრულად ინგრევა, როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ABC-ის ყალბი ამბები იუწყებოდა, მე ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას არ ვცდილობ. სულ არ მაინტერესებს, ხელს მოაწერენ თუ არა ისინი მათთვის არაფრისმომცემ შეთანხმებას. ახლა ჩვენი პოზიცია გაცილებით მეტად მომწონს - ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო მათი ეკონომიკა სრულად ინგრევა. ისინი უბრალოდ გარდაუვალ შედეგს ელოდებიან. როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას?“ - წერს დონალდ ტრამპი. https://www.ghn.ge/news/353475-hormuzis-sruteze-titkmis-sruli-kontroli-gvakvs-kholo-iranis-ekonomika-srulad-ingreva-rodis-apirebs-iraneli-khalkhi-ajanqebas-da-brdzolas-donald-trampi ჰორმუზის სრუტეზე თითქმის სრული კონტროლი გვაქვს, ხოლო ირანის ეკონომიკა სრულად ინგრევა, როდის აპირებს ირანელი ხალხი აჯანყებას და ბრძოლას? მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2068087021.png 2026-09-02 353475 ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე - დიმიტრი სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, „ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა“. „მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან „ქართული ოცნების“ და პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო - მე, როგორც პარტიის რეგიონულ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია. მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს - ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე. და ბოლოს, „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ: სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი მონაპოვრის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნების" ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს“,- წერს დიმიტრი სამხარაძე. https://www.ghn.ge/news/353474-es-aris-morigi-gakvetili-tu-ra-mdzimed-amave-dros-ra-tragikulad-amtavrebs-adamiani-karieras-romelits-ughalatebs-chvens-idealebs-pirad-materialur-ketildgheobas-gatsvlis-samshobloze-dimitri-samkharadze-irakli-gharibashvilze ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე - დიმიტრი სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/719948755.png 2026-09-02 353474 ირანში აცხადებენ, რომ იორდანიასა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანეს ირანმა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა იორდანიასა და ერაყში, რასაც რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავება მოჰყვა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება. იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ირანიდან გაშვებული 13 ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა. მათგან 10 რაკეტა იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს, სამი კი დასახლებებისგან მოშორებულ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. იორდანიის მხარის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში, ერბილში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე კომბინირებული სარაკეტო და დრონებით იერიში განახორციელა. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ თავდასხმას ამერიკელი სამხედროების დაღუპვა მოჰყვა, თუმცა აშშ-სა და ერაყს ეს ინფორმაცია ამ დროისთვის არ დაუდასტურებიათ. ირანის იერიშები აშშ-ის მიერ ირანის ტერიტორიაზე ახალი დარტყმების განხორციელებას მოჰყვა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რადარებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და ნაღმების განთავსების შესაძლებლობებზე, იერიში მიიტანეს. https://www.ghn.ge/news/353473-iranshi-atskhadeben-rom-iordaniasa-da-eraqshi-ashsh-is-samkhedro-bazebze-ierishi-miitanes ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ერაყსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიში მიიტანა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1697196939.png 2026-09-02 353473 ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვამზადებთ, ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით - სკოტ ბესენტი აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ მისი უწყება ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. „სავარაუდოდ, ამ კვირაში ერთ ბანკთან დაკავშირებით სანქციებს გამოვაცხადებთ, ხოლო მომდევნო კვირას - კიდევ ერთთან“, - განაცხადა ბესენტმა. მისივე თქმით, აშშ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კონსულტაციებს მართავს და მათგან სანქციების მხარდაჭერა მიიღო. გარდა ამისა, ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან აგრძელებენ საქმიანობას. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აშშ განიხილავს თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიებისა და სხვა კომპანიების წინააღმდეგ ზომების მიღებას, რომლებიც ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან აგრძელებენ საქმიანობას. „ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გვაქვს. ამ რეჟიმს ეკონომიკურად სულს ამოვხდით“, - განაცხადა მან. https://www.ghn.ge/news/353472-iranis-tsinaaghmdeg-akhal-sanktsiebs-vamzadebt-am-rezhims-ekonomikurad-suls-amovkhdit-skot-besenti ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1418853554.jpg 2026-09-02 353472 სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზა თუ აღარ სჭირდება, რუსეთი ქვეყნიდან თუნდაც ხვალვე გავა - ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, სომხეთში, გიუმრიში განთავსებული სამხედრო ბაზა დატოვოს, თუ ერევანი მიიჩნევს, რომ მისი ყოფნა აღარ არის საჭირო. „თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა სომხეთს არ სჭირდება, ჩვენ თუნდაც ხვალვე გავალთ. არავის არაფერს თავს არ მოვახვევთ. ხოლო თუ სომეხ ხალხს სურს, რომ იქ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა იყოს, ჩვენ დავრჩებით, ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა პუტინმა ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გიუმრიში განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომლის მოქმედების ვადა 2044 წლამდეა გახანგრძლივებული. https://www.ghn.ge/news/353471-somkhets-rusetis-samkhedro-baza-tu-aghar-schirdeba-ruseti-kveqnidan-tundats-khvalve-gava-vladimir-putini ვლადიმერ პუტინი – სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზა თუ აღარ სჭირდება, რუსეთი ქვეყნიდან თუნდაც ხვალვე გავა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1948771723.jpg 2026-09-02 353471 რუსებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებული იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ორი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ძალებმა ქალაქზე მასირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი - რამდენიმე სართულზე ბინებია დანგრეული. მეზობელ სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა ავტომობილებიც. გარდა ამისა, დაზიანდა ოფისის შენობები და ორი სასწავლო დაწესებულება. ადგილზე მუშაობენ ოპერატიული და შესაბამისი სამსახურები. ენერგეტიკოსები ელექტრომომარაგების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას ცდილობენ. მოსახლეობისთვის ადგილზე ოპერატიული შტაბებია განთავსებული, სადაც მათ საჭირო დახმარების მიღება შეუძლიათ. https://www.ghn.ge/news/353470-rusebma-odesaze-ierishi-miitanes-dashavda-8-adamiani-mat-shoris-erti-bavshvia რუსებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2103794175.png 2026-09-02 353470 დრონები რუსეთის არმიისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს - ვლადიმირ პუტინი კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიისთვის მთავარი გამოწვევა დრონებია. ამის შესახებ მან ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ახლა მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, უპილოტო საფრენი აპარატებია, თანაც ყველა გარემოში - წყალქვეშ, ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა მან. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი დრონებთან ბრძოლის მიმართულებით დასახულ ამოცანებს შეასრულებს და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის საწარმოებში მუშაობის ტემპი გაიზარდა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქმედი ყველა ავიაკომპანია გააფრთხილა. ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა რუსეთის საჰაერო სივრცეში დრონების არსებობის გამო ფრენების რისკები იზრდება. „რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა სამოქალაქო ავიაციას - არც ერთ სამოქალაქო თვითმფრინავს საფრთხეს არ უქმნის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება და ეს უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო სივრცე, ფაქტობრივად, დაიხურება, რადგან ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, რუსეთის ცას ხურავს. https://www.ghn.ge/news/353469-dronebi-rusetis-armiistvis-mtavar-gamotsvevas-tsarmoadgens-vladimir-putini პუტინმა განაცხადა, რომ დრონები რუსეთის არმიისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/480333096.png 2026-09-02 353469 ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების განხორციელება დაავალა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებული დარტყმების მომზადება და განხორციელება დაავალა. ამის შესახებ მან ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან რუსეთის საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. მან ასევე განაცხადა, რომ 1 სექტემბრის ღამეს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, დიდი რაოდენობით დრონები მიფრინავდნენ, რომელთა ნაწილი, მისი მტკიცებით, ჩამოაგდეს. „რუსეთზე განხორციელებული დარტყმების გათვალისწინებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცა ბრძანება, მოამზადონ და განახორციელონ მასირებული დარტყმები უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ - მიიღებენ პასუხს“, - განაცხადა პუტინმა.   https://www.ghn.ge/news/353468-vladimir-putinma-rusetis-sheiaraghebul-dzalebs-ukrainis-energetikul-obiektebze-masirebuli-dartqmebis-gankhortsieleba-daavala პუტინმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების მომზადების ბრძანება გასცა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1759637942.png 2026-09-02 353468 უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების ინტენსივობით - ანიტა ორბანი უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით, - ამის შესახებ  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ანიტა ორბანის თქმით, უნგრეთი გერმანიას მხარდაჭერას უცხადებს. ორბანმა გერმანიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთი „მზად არის, პარტნიორს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში მხარი დაუჭიროს. "უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით. გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ქცევის სულ უფრო სახიფათო და დაუფიქრებელ ტენდენციაზე მიუთითებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და მდგრადობას. უნგრეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას და მზად არის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს პარტნიორს მხარი დაუჭიროს. ამ გამოწვევების წინაშე, ევროკავშირისა და ნატო-ს მდგრადობის, ერთიანობისა და კოლექტიური მზადყოფნის გაძლიერება დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია", - წერს ანიტა ორბანი. https://www.ghn.ge/news/353467-ungreti-ghrmad-sheshfotebulia-evropis-teritoriaze-rusetis-hibriduli-mokmedebebis-intensivobit-anita-orbani "უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/702863481.png 2026-09-02 353467 წარუმატებელი ირანი საპასუხო დარტყმას თუ შეეცდება, უფრო ძლიერად დავარტყამთ, თუმცა ყველაზე ძლიერი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის და როდესაც ის დასრულდება, ირანისგან ცოტა რამ დარჩება - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის ბოლო თავდასხმას უპასუხებს, ვაშინგტონი თეირანს „ბევრად უფრო ძლიერ და მასშტაბურ“ დარტყმას მიაყენებს. ტრამპის თქმით, აშშ ამჟამად ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანის სამიზნეებს უტევს. მისი განცხადებით, დარტყმები პასუხია ირანის მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინა, ასევე იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე რვა რაკეტით განხორციელებულ იერიშზე. „ამ წუთებში შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანის სამიზნეებს უტევს. დარტყმები მასშტაბური და ძლიერია და წარმოადგენს პასუხს ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ, სადაც ამჟამად ნაღმები აღარ არის - ისინი სრულად ამოიღეს ან გაანადგურეს. ასევე, ეს არის პასუხი ირანის მიერ იორდანიაში ჩვენს სამხედრო ბაზაზე რვა რაკეტის გასროლაზე, რომლებიც ყველა წარმატებით იქნა ჩამოგდებული. თუ წარუმატებელი ირანი ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას უპასუხებს, მას კვლავ დავარტყამთ - ბევრად უფრო ძლიერი და მასშტაბური დარტყმით. თუმცა, ეს არ იქნება ყველაზე ძლიერი დარტყმა. ყველაზე ძლიერი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის და როდესაც ის დასრულდება, ირანის ისლამური რესპუბლიკისგან ძალიან ცოტა რამ დარჩება!“ - წერს ტრამპი. https://www.ghn.ge/news/353466-tsarumatebeli-irani-sapasukho-dartqmas-tu-sheetsdeba-ufro-dzlierad-davartqamt-tumtsa-qvelaze-dzlieri-dartqma-jer-kidev-tsin-aris-da-rodesats-is-dasruldeba-iranisgan-tsota-ram-darcheba-donald-trampi წარუმატებელი ირანი საპასუხო დარტყმას თუ შეეცდება, უფრო ძლიერად დავარტყამთ, თუმცა ყველაზე ძლიერი დარტყმა ჯერ კიდევ წინ არის და როდესაც ის დასრულდება, ირანისგან ცოტა რამ დარჩება - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1346374356.png 2026-09-02 353466 როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეგვეჩერებინა, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ, დარტყმები არ ყოფილა, დარტყმები იყო უკრაინაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეჩერება სთხოვა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორების თხოვნა გაითვალისწინა და აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ამ ქალაქებზე დარტყმები არ განუხორციელებია. „როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეგვეჩერებინა, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ. დარტყმები არ ყოფილა, დარტყმები იყო უკრაინაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ სხვა სახელმწიფოებიც მიმართავენ კიევს კონკრეტულ პერიოდში ან კონკრეტული მიმართულებით დარტყმების შეჩერების თხოვნით, უკრაინა ამასაც გაითვალისწინებს. „ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს და იმას, რომ რუსეთმა ეს ომი უსასრულოდ არ გააგრძელოს. ომს დასასრული სჭირდება და ლიდერები პუტინს ამის შესახებ სწორად ეუბნებიან. დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გამო, როდესაც პარტნიორები ამის შესახებ მოგვმართავენ, ჩვენ გარკვეული დროით და გარკვეული მიმართულებებით რუსეთის ცას დრონებისგან გავწმენდთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.     https://www.ghn.ge/news/353465-rodesats-amerikelebma-mogvmartes-tkhovnit-25-26-da-27-agvistos-moskovsa-da-sankt-peterburgze-dartqmebi-shegvecherebina-chven-es-pauza-avighet-dartqmebi-ar-qofila-dartqmebi-iqo-ukrainaze-volodimir-zelenski როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეგვეჩერებინა, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ. დარტყმები არ ყოფილა, დარტყმები იყო უკრაინაზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1429925423.jpg 2026-09-02 353465 გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე მთლიანად სახიფათო ხდება და ამის შესახებ გააფრთხილა ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს. ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავის დაზიანება არ სურს. თუმცა, მისი განცხადებით, რუსეთის ცაზე დრონები გადაადგილდებიან და ავიაკომპანიებმა ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ. „დღეს გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა სადაზღვევო კომპანია და ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის მთავარი აეროპორტებით: რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, თუმცა „ფაქტობრივად, რუსეთის საჰაერო სივრცე დაიკეტება - რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მის ცას კეტავს“. "უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არც ერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინება საჭიროა. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს,” - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა არ სურს, ამიტომ პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ წინასწარ აფრთხილებს. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებულ საფრთხეებზე. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. https://www.ghn.ge/news/353464-gvsurs-gavafrtkhilot-qvela-aviakompania-romelits-rusul-sahaero-sivrtses-iqenebs-rusetis-tsa-mtlianad-sakhifato-khdeba-volodimir-zelenski გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება -  ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1555646150.png 2026-09-01 353464 თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ადვოკატი ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ბიზნესმენის დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და ახლა მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ. მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას მისივე დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით არ დაესწრო და ბინა დატოვა. მოხდა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავება, როგორც გამოიყვანეს ბატონი თამაზი, მეც დავტოვე ტერიტორია, ახლა ადვოკატი არ ესწრება. ჩხრეკა გაგრძელდა თუ არა, არ ვიცი. ბატონი თამაზის თხოვნა იყო, დაგვეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი. ბავშვების ოთახის ჩხრეკაც მოხდა, რამაც გამოიწვია მისი წყობიდან გამოსვლა, ბავშვის ოთახში ხდებოდა სათამაშოების და პირადი ნივთები ჩხრეკა. გამოძიება დაწყებულია 151 მუხლით, რაც არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ჩემს პრაქტიკაში არ არსებობს, რომ მსგავს დანაშაულზე ამხელა პოლიციის მობილიზება მომხდარიყო, - ამბობს ადვოკატი. ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს.  მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც. გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. https://www.ghn.ge/news/353463-tamaz-elizbarashvili-administratsiuli-tsesit-daakaves-advokati თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს - ადვოკატი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/367311348.png 2026-09-01 353463 წამაქციეს, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, გამომაგდეს, წიხლებით შემდგა 5 პოლიციელი - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ია სირანაშვილის თქმით, 5 პოლიცია წიხლებით შედგა და ურტყამდა. "ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ესეთი რამე მე ცხოვრებაში არ გმომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც. ადვოკატს წიხლებს ურტყამდნენ, ეს რა ხდებ ხალხო", - განუცხადა სირანაშვილმა ჟურნალისტებს. ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს. ადგილზე ხმაური იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც. https://www.ghn.ge/news/353462-tsamaktsies-ar-shemishves-shignit-sadats-sagamodziebo-mokmedebebi-mimdinareobda-gamomagdes-tsikhlebit-shemdga-5-politsieli-tamaz-elizbarashvilis-advokati წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/662943230.png 2026-09-01 353462 თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე - მუქარისა და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. https://www.ghn.ge/news/353459-tamaz-elizbarashvili-daakaves თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/473947957.png 2026-09-01 353459 სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. ინაშვილი ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა. ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენს შემთხვევაში კი, სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე- კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული. მაგრამ სხვებზე გადაბრალება აქ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები, როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ და რაც უარესია, ადამიანების თვითმკვლელობებთან დაკავშირებით. პირველი კითხვა უკვე დასმულია, ის ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა და ეს კითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას ეხება, თუმცა, მე არ გამოვრიცხავ- თვითმკვლელობის იმიტაციასაც კი, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს კაცი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, რაც თვითმკვლელობას ეჭვს ქვეშ აყენებს. ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია,- დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია, ამიტომ საჯაროდ მივმართავ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს,- განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ“, - წერს ინაშვილი. https://www.ghn.ge/news/353461-sruliad-bunebrivad-michndeba-gantsda-rom-gharibashvilis-sitsotskhle-safrtkheshia-irma-inashvili სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია - ირმა ინაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/69930457.jpg 2026-09-01 353461 დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს - ირაკლი ღარიბაშვილი პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, -  ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს. „ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს. 12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა. გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ. ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები. მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა… ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“ - წერს ღარიბაშვილი. https://www.ghn.ge/news/353458-dghemde-pasukhgautsemeli-rcheba-kitkhvebi-araerti-adamianis-tvitmkvlelobis-fakttan-dakavshirebit-romlebsats-adgili-hkonda-kobakhidze-mdinaradzis-mmartvelobis-dros-irakli-gharibashvili დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს - ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/553362149.jpg 2026-09-01 353458 მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს - ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს. „ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს. ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს. 12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა. გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ. ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები. მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა… ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას. პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“ - წერს ღარიბაშვილი. https://www.ghn.ge/news/353457-mdinaradzis-politikidan-gaqvana-ver-tsashlis-misi-da-irakli-kobakhidzis-tanamonatsileobit-kveqnistvis-adamianebistvis-da-kartuli-otsnebistvis-miqenebul-umdzimes-da-gamoustsorebel-zians-irakli-gharibashvili მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1680165528.jpg 2026-09-01 353457 ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შევიდა და გაუჩინარდა. https://www.ghn.ge/news/353456-batumshi-zghvashi-mashvelebma-kalis-tskhedari-ipoves ბათუმში, ზღვაში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1350374865.jpg 2026-09-01 353456 პირდაპირ ვუკავშირებ რუსეთს ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტს, თუმცა დაველოდოთ, რას იტყვიან გერმანელები - კაია კალასი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავთან ასაფეთქებელი ასაფეთქებელი დრონის აღმოჩენას, სავარაუდოდ, რუსეთთან აქვს კავშირი. ამის შესახებ კალასმა 1-ელ სექტემბერს, ირლანდიის ქალაქ ვიკლოუში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მოდით, დაველოდოთ, რას იტყვის გერმანია და რა სადაზვერვო ინფორმაცია აქვს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. შემდეგ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. აშკარაა, რომ რუსეთიც... მე მას პირდაპირ ვუკავშირებ ამ საქმეს, თუმცა დაველოდოთ, რას იტყვიან გერმანელები, ვინ დგას თავდასხმის უკან“, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში რუსეთის მხრიდან სულ უფრო მეტი პროვოკაცია ფიქსირდება და ახლა მთავარი საკითხია, რა უნდა გააკეთოს ევროპამ მოსკოვის შემდგომი მსგავსი მოქმედებების შესაკავებლად. 4 აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სამხედრო  სატვირთო თვითმფრინავთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. გერმანიის ხელისუფლება ამ დრომდე ოფიციალურად არ ასახელებდა პასუხისმგებელს, თუმცა Reuters-ის ცნობით, ბერლინი რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაძლო ახალი სანქციების დაწესებას ამზადებს. https://www.ghn.ge/news/353455-pirdapir-vukavshireb-rusets-laiftsigis-aeroportshi-asafetkebeli-dronis-intsidents-tumtsa-davelodot-ras-itqvian-germanelebi-kaia-kalasi ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონის ინციდენტთან რუსეთს პირდაპირ ვუკავშირებ, თუმცა დაველოდოთ, რას იტყვიან გერმანელები მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1354683405.jpg 2026-09-01 353455 თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ საჩივარი მუქარაზე შევიდა. ადვოკატმა "ტვ პირველს განუცხადა, რომ ელიზბარაშვილს 2 დღის წინ “იმედის“ თანამშრომლები თავს დაესხნენ და ეუბნებოდნენ ბოდიში მოეხადა, მისი პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. "დაახლოებით 2 დღის წინ, თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, იმედის ჟურნალისტები, რასთან დაკავშირებითაც ბატონმა თამაზმა ვიდეოთი მოახსენა საზგადოებას, რომ მას თავს დაესხნენ. უთხრა იმედის ჟურნალისტებს მისთვის ბოდიში მოეხადათ და ბოდიშის მაგივრად, ახლა, პატარა ბავშვთან ერთად, გააჩერა პოლიციელების გუნდმა, უტარებენ ჩხრეკას და სავარაუდოდ, აპირებენ დაკავებას.  დღეს გამოძებას რანაირი ეფქეტი არ აქვს, როდესაც მოქალაქე მიმართავს ხოლმე, თუნდაც, მუქარასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში არანაირი რეაგირება არ აქვთ ხოლმე, ირიქით, 8 კაცი დაესხა თავს, ცოლთან ერთად იყო და აქეთ აკავებენ და აქეთ ჩხრეკენ.  რაც შეეხება 238 მუხლს- არანაირი იარაღი ბატონ თამაზს არ აქვს, არც ჰქონია და გაუგებარია, რა შუაშია იარაღი", - განუცხადა ადვოკატმა ია სირანაშვილმა "ტვ პირველს". ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავონ.  https://www.ghn.ge/news/353454-tamaz-elizbarashvilis-avtomobilshi-sagamodziebo-mokmedebebi-mimdinareobs სამართალდამცავები ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილს ჩხრეკენ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/413417813.png 2026-09-01 353454 არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას - გია ვოლსკი არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი. „არავითარი წინაპირობა, საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას. ასეული შემთხვევა შეიძლება გავიხსენო იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომენტარს აკეთებდა დღევანდელი ხელისუფლება, თუნდაც, იმ პერიოდის ადამიანები, რომლებიც თავისუფალ სივრცეში მსჯელობას არ ერიდებოდნენ. ბევრი კითხვა დარჩა და ამ კითხვებს მთლიანად რომ გასცემ პასუხს, მიხვდები, რომ კონსპირაციას ჰქონდა ადგილი. რატომ იყო სულ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს არ აინტერესებს, ზოგადად, ცხინვალის რეგიონი, არ აინტერესებს აფხაზეთი?! რომ რუსეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პროვოკატორ-სეპარატისტებს, ჩავიდნენ მოსკოვში, ვიმსჯელოთ, რა ხდება საერთოდ?! 8 აგვისტოს შუადღემდე ლაპარაკი არ იყო იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა საფრთხეს იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ოკუპაცია უნდა მომხდარიყო. რატომ არ გაიყვანეს მოსახლეობა?! რატომ აძალებდნენ სახელმწიფოს მიერ უკანონო შექმნილ სტრუქტურებს რომ იმ რეგიონში დარჩენილიყვნენ?! იმ ხალხმაც, ვინც იქ მუშაობდა, ვაჟკაცობა გამოიჩინა. რომ არა 1-2 ადამიანის პრინციპული პოზიცია, გაცილებით მეტი იქნებოდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რატომ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სწორედ საქართველოა მიზეზი იმისა, რომ ომი დაიწყო და ფართომასშტაბიანი გახდა? სულ სხვა კონტექსტით უნდა იქნეს ეს საკითხი განხილული და არა პრიმიტიულად - 7-ში დაიწყო ომი, თუ 8-ში. საიდან დაიწყო, როგორ ვითარდებოდა და ვის რა ინტერესი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით?! განგაში რატომ არ ატყდა ივლისში?! უშიშროების საბჭოს რატომ არ მიმართეს, რომ ყველამ იცოდა, სამხედრო სვლები მიმდინარეობდა როკის გვირაბის იქით?! ეს არის საკითხები. დღევანდელ დღეს კიდევ გრძელდება ტენდენცია და ახლა ახალი ფორმა, ახალი სიძლიერე მიიღო იმ აზრმა, რომ როგორმე კიდევ ახალი დაპირისპირების კერა გაჩნდეს. ჩვენი პოლიტიკა ემყარება ერთ მთავარ მიზანს - რომ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, ნდობის ის ხარისხი იყოს, რომ როდესაც დადგება გარკვეული პერიოდი, დრო, ამ ვითარებაზე, რასაც ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ამ ბაზაზე, აშენდეს სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების გარკვეული შენობა. ამას სჭირდება მოთმინებით და ინტენსიურად გეგმა-ზომიერად მუშაობა. ამ მიმართულებით მივდივართ. პოლიტიკური მოსაზრებების საზოგადოებებზე მაქვს ლაპარაკი - რადიკალური განსხვავების მიუხედავად, ამოცანა არის ერთი - რომ ჩვენმა შვილებმა დღეს ერთმანეთს უყურონ არა თოფის სამიზნიდან, არამედ თვალებში ჩახედონ. ჯანსაღი მომავლის შესაქმნელად საჭიროა სტაბილური დამოკიდებულება. კოლეგა ოპონენტებს შევახსენებ - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო, სწორედ მაშინ შერჩებოდა საქართველოს დამნაშავის სახელი და ვერც სტრასბურგის სასამართლოში ვერ იქნებოდა მოგებული ის საკმაოდ რთული საქმეები, რომელიც ჩვენმა იურისტებმა მოიგეს. ჩვენთვის დღეს მთავარია ნდობის მშენებლობის ის პოლიტიკა, ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ყალბი განცხადებებით და პროპაგანდისტულ ველზე დივერსიული შემოჭრებით, რასაკვირველია, ჩვენ სერიოზულად დავზიანდებით,“ - განაცხადა ვოლსკიმ. https://www.ghn.ge/news/353453-aravitari-safudzveli-ar-arsebobs-imis-mtkitsebisa-rom-khelisufleba-chvens-kveqanas-abralebs-omis-datsqebas-gia-volski არავითარი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისა, რომ ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას - ვოლსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1072842041.png 2026-09-01 353453 გერმანიის პოლიციამ ბრანდენბურგში ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს გერმანიის ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, იენშვალდეს ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ინციდენტი 1-ელ სექტემბერს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მოწყობილობები ქალაქ შპრეე-ნაისეს რაიონში, ტურნოვ-პრაილაკის ქვესადგურის ტერიტორიაზე იპოვეს. ადგილზე სპეციალისტები და გამნაღმველები მუშაობდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ აღმოჩენილი იყო ე.წ. არასტანდარტული ასაფეთქებელი და ცეცხლგამჩენი მოწყობილობები. პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე არ დაფიქსირებულა ელექტროენერგიის მიწოდების ფართომასშტაბიანი შეფერხება. ამასთან, ენერგოკომპანია LEAG-ის განცხადებით, შემთხვევა სავარაუდო თავდასხმას ჰგავს. კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგური, რომლის მეშვეობითაც იენშვალდეს ელექტროსადგურში გამომუშავებული ელექტროენერგია გადამცემ ქსელში მიეწოდება, დაზიანდა და ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი ტექნიკური შეფერხების გამო გაითიშა. გამოძიება ბრანდენბურგის სახელმწიფო კრიმინალური პოლიციის სამსახურმა გადაიბარა. ამ ეტაპზე ინციდენტის უკან მდგომი პირები ან შესაძლო მოტივი ოფიციალურად დადგენილი არ არის. ინციდენტი გერმანიაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შესაძლო საბოტაჟის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა. ამავე დღეს გერმანია ლაიფციგის აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავზე ასაფეთქებელი დრონით შესაძლო თავდასხმის საქმეზე რუსეთის პასუხისმგებლობის ოფიციალურად დასახელებასაც ელოდება. https://www.ghn.ge/news/353452-germaniis-politsiam-brandenburgshi-elektrokvesadguris-teritoriaze-asafetkebeli-motsqobilobebi-aghmoachines გერმანიაში მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/296939831.png 2026-09-01 353452 შეიქმნება მაღალი დონის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალ მიდგომებზე იმუშავებს - კაია კალასი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, შეიქმნება მაღალი დონის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალ მიდგომებზე იმუშავებს. ჯგუფში შევლენ ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები. მისი მუშაობა, კალასის თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება. კალასის განცხადებით, ჯგუფის მთავარი ამოცანა იქნება „ახლებურად შეხედოს, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა მის წინაშე არსებულ და სულ უფრო რეალურ სამხედრო საფრთხეებს“. ჯგუფი ასევე იმუშავებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ევროკავშირს აშშ-ის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე აქვს, რათა ევროპელებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. კალასმა განმარტა, რომ ჯგუფში ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა, რადგან მათ „შეუძლიათ თქვან ის, რისი თქმაც ჩვენ, როგორც ინსტიტუტებს, არ შეგვიძლია“. „ჩვენ არ გვჭირდება აშშ-ის შესაძლებლობების დუბლირება, რადგან ჩვენი მთავარი ყურადღება ევროპის ტერიტორიის თავდაცვაზე უნდა იყოს მიმართული. თუმცა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უნიკალური ძლიერი მხარეები, რომელთაგან ევროპას ბევრი აქვს, მათ შორის, ევროპაში არსებული ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრია, ასევე განსახილველ საკითხებში უკრაინის მდიდარი საბრძოლო და ინოვაციური გამოცდილება უნდა ჩავრთოთ. ამიტომ ამ ჯგუფს ვთხოვ, განსხვავებულად იფიქროს და ტრადიციულ მიდგომებს გასცდეს. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმით, რომ იგივე გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. ამოცანაა განვსაზღვროთ, რისი გაკეთებაა ევროპისთვის საჭირო სხვაგვარად, რათა საკუთარი თავის უფრო ეფექტიანად, სწრაფად და გონივრულად დაცვა შეძლოს“, - თქვა კალასმა. https://www.ghn.ge/news/353451-sheikmneba-maghali-donis-jgufi-romelits-evrokavshiris-tavdatsvisunarianobis-gadzlierebis-akhal-midgomebze-imushavebs-kaia-kalasi შეიქმნება მაღალი დონის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალ მიდგომებზე იმუშავებს. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1287115790.jpg 2026-09-01 353451 ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.625 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.94 თეთრით გაუფასურდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.91 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0424 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.20 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5527 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.44 თეთრი შეადგინა. https://www.ghn.ge/news/353450-lari-dolartan-da-evrostan-gaufasurda ი ფუნტის ღირებულება 3.5527 ლარი გახდა. ერთი ლირას კურსმა 5.44 თეთრი შეადგინა. ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/778697451.png 2026-09-01 353450 დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. მანამდე, აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.  როგორც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა. გარდა ამისა, პროკურორმა ფარულ ვიდეოჩანაწერზე ისაუბრა, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა. ყაზარაშვილის თქმითვე, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა. „არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია, ის რაც უნდა გაეკეთებინათ, მითუმეტეს, რომ მეგობარს ეძახდნენ გარდაცვლილს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს და ცუდად გახდნენ, შეეძლოთ, დაერეკათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ნარკოტიკი გადასცეს და ეთქვათ, გაეფრთხილებინათ. ეს ყველაფერი დანაშაულთან მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ისინი თავადაც იღებდნენ და სხვებსაც უნაწილებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი თავისუფლებაში ყოფნით სხვა ადამიანების სიცოცხლესაც შეიძლება დაემუქროს საფრთხე. კითხვა მაქვს, რატომ არ შეატყობინეს დაურ ბუავას ან ქალბატონს, კლინიკაში მოხვედრისას ან კლინიკის დატოვების შემდეგ ეს ყველაფერი? როდესაც გარდაცვალების შესახებ გაიგეს და კითხულობდნენ, რა მოუვიდათ, იქამდე რატომ არ იკითხეს?“ [იპნ] - განაცხადა ყაზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა. https://www.ghn.ge/news/353449-daur-buavas-sakmeze-dakavebul-saba-bochorishvils-da-givi-gudadzes-aghkvetis-ghonisdziebis-sakhit-patimroba-sheefardat დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1990041022.png 2026-09-01 353449 რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი იპოვეს 1-ელ სექტემბერს რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ვასლუის ოლქის სოფელ ვიიშოარასთან, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დაზიანებული დრონი აღმოაჩინეს. დასახლება მოლდოვის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს.  მედიის ცნობით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფლის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწაზე აღმოაჩინა. პოლიციამ და ჟანდარმერიამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ადგილზე კი რუმინეთის დაზვერვის სამსახურისა და ანტიტერორისტული ჯგუფები მივიდნენ. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დრონს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ხელისუფლება ახლა ცდილობს გაარკვიოს, რა ტიპის დრონია, საიდან იყო და რა ვითარებაში აღმოჩნდა ის რუმინეთის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მისი წარმომავლობა დადგენილი არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მატერიალური ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინციდენტის შესწავლაში ჩართულია ასევე რუმინეთის პროკურატურა. https://www.ghn.ge/news/353448-ruminetshi-moldovis-sazghvartan-asafetkebeli-motsqobilobit-aghchurvili-droni-ipoves რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი იპოვეს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1921117410.png 2026-09-01 353448 ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - ადვოკატი დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატის, ნათია კოტრიკაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია. მისი თქმით, ელისო კილაძე, ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყებს მდინარაძის მხილებას და ეს მოხდება მტკიცებულებების საფუძველზე და არა ისე, როგორც თავად ჟურნალისტი დააკავეს. "არის ვიდეომასალა, რომელიც თითქოს დაუდეს საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენისთვის ელისო კილაძეს, მაგრამ იმედები ძალიან დიდი გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ბოსი, მამუკა მდინარაძემ დატოვა ხელისუფლება, რომ ვითომ დაიღალა დაიღალა იმით, რომ გააკეთა ამდენი სიბინძურე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელისო კილაძე უფრო მეტს იტყვის აღნიშნულ პიროვნებაზე, რადგან  ყველასთვის ცნობილია, რომ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, მან გააკეთა განცხადება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით და ზუსტად, ეს იყო საფუძველი, რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ იმ ფორით, რა ფორმითაც დააკავეს. ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა, რომელიც შესრულდა, თუმცა, ბოლომდე ვერ შეარსულეს, რადგან ჩამოსცილდა პოლიტიკას", - თქვა ნათია კოტრიკაძე. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ელისო კილაძე საჭირების შემთხვევაში მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, ადვოკატი ამბობს: "მტკიცებულებები აქვს თუნდაც იმ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, შენახული აქვს. იგი გამოსვლისთანავე დაიწყებს მხილებას მდინარაძის მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც მდინარაძემ გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა პირთა მიმართ, თუნდაც ლილუაშვილთან, ის სიბინძურეები, რაც მან იკადრა. ელისო კილაძე ყველას მხილებას დაიწყებს აღნიშნულ თემასა და ბრალდებასთან დაკავშირებით",- განაცხადა ადვოკატმა.  https://www.ghn.ge/news/353447-eliso-kiladze-gamosvlistanave-daitsqebs-mamuka-mdinaradzis-mkhilebas-advokati ადვოკატი - ელისო კილაძე გამოსვლისთანავე დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/723625000.jpg 2026-09-01 353447 ჰორმუზის სრუტეში ორ სუპერტანკერზე თავდასხმა მოხდა - Reuters ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას ნავთობის გადამზიდ ორ სუპერტანკერზე თავდასხმა მოხდა. ინციდენტები ერთმანეთიდან რამდენიმე წუთის ინტერვალით, ორშაბათს გვიან ღამით, ომანის სანაპიროსთან, ხასაბის მახლობლად მოხდა. ამის შესახებ Reuters წერს. ერთ-ერთი ტანკერი, Sსაუდის არაბეთის დროშით ცურავს, მეორე - ლიბერიის დროშით. ორივე ტანკერს გასულ კვირას საუდის არაბეთის ჯუაიმას ტერმინალში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი ჰქონდა ჩატვირთული. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს (UKMTO) ინფორმაციით, ერთ-ერთ ტანკერს სამი დაუდგენელი ჭურვი მოხვდა. ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ მხარეს აუღია. ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია და მისი გავლით ნავთობის გლობალური გადაზიდვების დაახლოებით მეხუთედი ხორციელდებოდა. https://www.ghn.ge/news/353446-hormuzis-sruteshi-or-supertankerze-tavdaskhma-mokhda-reuters ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას ნავთობის გადამზიდ ორ სუპერტანკერზე თავდასხმა მოხდა. მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1788810972.png 2026-09-01 353446 საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს. დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია. რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა. ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება. დადგენილების ბმული: მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის რეგულაცია https://www.ghn.ge/news/353445-sakartvelos-mtavrobam-mitsiskvesha-mtknari-sasmeli-tsqlis-chaburghilebis-aghritskhvis-shesakheb-akhali-regulatsia-daamtkitsa-romelits-1-sektembridan-shevida-dzalashi საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1847890178.jpg 2026-09-01 353445 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი 2026 წლის 18 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. „ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში. https://www.ghn.ge/news/353444-18-marts-okupirebuli-tskhinvalis-regionis-mimartulebit-ukanonod-dakavebuli-sakartvelos-mokalake-tavisufalia-da-tsentraluri-khelisuflebis-mier-kontrolirebad-teritoriaze-imqofeba-sus-i სუს-ი – 18 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება კონფლიქტები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1097382397.jpg 2026-09-01 353444 ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა - დაკარგულია 4 400-ზე მეტი ადამიანი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა - ათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა მედიის ცნობით, ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში დამანგრეველი წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ ათასობით დაკარგულ ადამიანს და მოწყვეტილ დასახლებებში მისვლას ცდილობენ. ნეპალში, მთავრობის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 987 ადამიანი, ხოლო 3 916 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 583 უცხოელია. მაშველებმა ამ დრომდე 11 800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჰიდროელექტროსადგურების ტერიტორიებზე, სადაც ასობით მუშა დაკარგულად არის მიჩნეული. სამაშველო ოპერაციებს ართულებს განადგურებული გზები და ხიდები, რის გამოც მაშველებს ვერტმფრენების გამოყენება უწევთ. ჩინეთის ტიბეტის რეგიონში ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 546 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 261 უცხოელია. სტიქია 26 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ჰიმალაის მთებში მყინვარის ჩამოშლამ უზარმაზარი რაოდენობის წყალი, ყინული, ქვა და ტალახი ხეობებში ჩაიტანა. ძლიერმა ნაკადმა ნეპალისა და ტიბეტის დასახლებებში გზები, ხიდები, სახლები და ჰიდროელექტროსადგურები დააზიანა. https://www.ghn.ge/news/353443-nepalsa-da-chinetshi-tsqaldidobebis-shedegad-daghupulta-raodenobam-1-000-s-gadaacharba-dakargulia-4-400-ze-meti-adamiani ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2063419073.jpg 2026-09-01 353443 “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დაანონსა, მაგრამ კონკრეტული არაფერი თქვა ამ რეფორმაზე - თაზო დათუნაშვილი “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დაანონსა, მაგრამ როგორც ეს სჩვევია დილეტანტ "ქართულ ოცნებას", არაფერი კონკრეტული არ თქვა ამ რეფორმაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც საგადასახადო რეფორმის დაანონსებას გამოეხმაურა. მისი თქმით, წლების წინ დაწესებული ზღვრები ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და შეცვლილი ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით გადასახედია და ცვლილებები მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს.  “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დაანონსა, მაგრამ როგორც ეს სჩვევია დილეტანტ "ქართულ ოცნებას", არაფერი კონკრეტული არ თქვა ამ რეფორმაზე. თუ "ქართულ ოცნებას" რეალურად სურს, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს, საქართველოს მოქალაქეების, მცირე მეწარმეების ჯიბემ შვება იგრძნოს ყოველთვიურად, მაშინ საჭიროა კონკრეტული რეფორმები, რაზეც „ძლიერი საქართველო ლელო“ საუბრობს.  ზოგადად, ხელისუფლების ცვილებისას, ძირეულად შეიცვლება საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმა და გაუმჯობესდება, მაგრამ მანამდე, დღესვე, კონკრეტული საკითხები არსებობს, რამაც შეიძლება ძირეულად შეცვალოს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა. კერძოდ,  • ქონების გადასახადის წლიური 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწიოს 100 ათას ლარამდე; • დღგ-ს გადახდის 100 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს, უნდა აიწიოს 500 ათას ლარამდე; • საფოსტო გზავნილების განბაჟების   ზღვარი  300 ლარიდან ავიდეს 900 ლარამდე. ქონების გადასახადია წლიური 40 000- ლარიანი ზღვარი 2005 წელს შემოიღეს, მას შემდეგ საქართველოში ერთი მხრივ გაიზარდა ხელფასები, მეორეს მხრივ გაიზარდა დაახლოებით 300%-ით ინფლაცია ამ 20 წელიწადში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ეს  40 000-ლარიანი ზღვარი ფუნდამენტურად გადაიხედოს, რადგან ეს უკვე აღარ ითვლება რაიმე განსაკუთრებულ სიმდიდრედ ამ ქვეყანაში.  ამის პარალელურად, ჩვენ ვამბობთ რომ, აუცილებელია დღგ-ს გადახდის ზღვარი აიწიოს 500 ათას ლარამდე და საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 900 ლარამდე. 300-ლარიანი ზღვარი დაწესებულია 2009 წელს. 2009 წელს ლარის გაცვლითი კურსის აშშ დოლართან მიმართებით 1.66 ლარი იყო, ხოლო დღეს, 2026 წლის სექტემბერში კი 2.62 ლარია. 2009 წლის შემდეგ ლარიც მკვეთრად გაუფასურდა, რეალობაც შეიცვალა და მოხდა ციფრული რევოლუცია და ადამიანები მეტს იწერენ ინტერნეტ პლატფორმებიდან, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები დიდ შვებას ნახავენ ამ შემთხვევაშიც.  აქ ცალსახად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბიუჯეტს არ დააკლდება ისეთი სახსრები, რომლის დაბალანსება, ანაზღაურება შეუძლებელია, რაც "ქართულ ოცნებას" ხშირად არგუმენტად მოჰყავს ხოლმე. მაგალითად, 300-დან 900 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადი და დღგ ჯამში მხოლოდ 14 მილიონს შეადგენდა. 14 მილიონი ლარი ბიუჯეტს, რომლიწ კომპენსაცია ცალსახად შეიძლება სხვა ეკონომიებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ნახავენ უდიდეს შვებას თავის ჯიბეზე. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც იწერს დისი ინტერნეტ პლატფორმებიდან. აქვე ვიტყვი, რომ დღგ-ს გადასახადის ზღვრის აწევა 100-დან 500 ათას ლარამდე შეიძლება ჟღერდეს ძალიან ხმამაღლა, მაგრამ აქაც, ლაპარაკი არის ბიუჯეტში 336 მილიონი ლარია დანაკლისზე. ეს დანაკლისი ძალიან მარტივად შეიძლება დაბალანსდეს, მაგალითად იმ განცხადებით, რომელიც დავუშვათ, რომ ტყუილი არ არის, ვგულისხმობ კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპანიებს და სადაც კობახიძე ამბობდა, რომ წლიური 700 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში. ეს 700 მილიონიანი დანაზოგი, როგორც დღგ-ს ზღვარის აწევას მოემსახურება და ჰყოფნის, ისე განბაჟების ზღვრის აწევას ინტერნეტ პლატფორმებზე ნაყიდი პროდუქციის. ამიტომ, ეს არგუმენტი არ არის.  თუ ამ რეფორმას არ აკეთებს უბრალოდ საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად, თუ რეალურად უნდა "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ შვება, აი, აქ არის კონკრეტული რეფორმა: ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000-მდე აწევა, დღგ-ს გადასახადის ზღვრის 500 000-მდე აწევა და საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვრის 300-დან 900 ლარამდე აწევა. ყოველთვიურად, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან დიდ შვებას ნახავენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც "ქართული ოცნების" გამო ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში, ყოველთვიურ ფასების ზრდაში და არნახულ, კოლოსალურ კორუფციაში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.  https://www.ghn.ge/news/353442-kartulma-otsnebam-faktobrivad-ukan-daikhia-chveni-da-sazogadoebis-mravali-motsodebis-shemdeg-konebis-gadasakhadis-reforma-daanonsa-magram-konkretuli-araferi-tkva-am-reformaze-tazo-datunashvili “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დაანონსა, მაგრამ როგორც ეს სჩვევია დილეტანტ "ქართულ ოცნებას", არაფერი კონკრეტული არ თქვა ამ რეფორმაზ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/167815282.png 2026-09-01 353442 ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი - ირაკლი კირცხალია „ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა  - მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი მიზანია  დეოკუპაცია. ჩვენი გზაა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი, აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნის. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ. როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, გასული ზაფხულის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის ჩვეულებრივ დაპირისპირებას და პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის მშვიდობიან მომავალს. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი აგენტურული ჯგუფების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსიც ცდება ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებს და აჩენს უმძიმეს კითხვებს - ვის ინტერესებს ემსახურება ასეთი რიტორიკა, რას აძლევს ის საქართველოს და რაც მთავარია - რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის. როდესაც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთის ომზე ისეთ განცხადებას აკეთებს, რომლის გამოც გენერალური პროკურატურა სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას იწყებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ ვხედავთ მეტად სახიფათო ტენდენციას - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ. მათ რიტორიკაში  კვლავ ჩნდება ისეთი გზავნილები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ისედაც ურთულესი ნდობის აღდგენის პროცესი, გააძლიეროს დაპირისპირება და შექმნას დამატებითი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ მტრული პროპაგანდისთვის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მისივე თქმით,  განსაკუთრებით მძიმეა, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აშენებს მშვიდობის, დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკას.  „ამიტომ, საჭიროა მკაფიოდ ითქვას - საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერცერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციისა თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე. ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე ან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე, ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თითოეულ სიტყვაზე, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს, ომსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება საზოგადოებას ღიად ვუთხრათ სად მთავრდება პოლიტიკური კრიტიკა და სად იწყება ისეთი უპასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კონკრეტული ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, ჩვენი საერთო მომავალი. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს - დეოკუპაცია მშვიდობით, შერიგება ნდობით და ქვეყნის გაერთიანება არა ახალი კონფლიქტით, არამედ ურთიერთობის აღდგენით. ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ მცდელობებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ნდობის აღდგენას, ჰუმანიტარულ ურთიერთობასა და მშვიდობიან დარეგულირებას  ემსახურება, გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის, პროვოკაციისა და ხელოვნური ესკალაციის საგანი, აქ საზოგადოებას სრული სიმართლის ცოდნის უფლება აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.  მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ რა ინტერესებს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის. „ამის შეფასებისთვის საკმარისია უახლეს ისტორიას გადავხედოთ. 2008 წლის უმძიმესი ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, ვნახეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე ფორმულირებები, ვნახეთ როგორ თანაარსებობდა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკულ გაღრმავებასთან ერთად, ანუ ერთი იყო სიტყვა და მეორე - საქმე. 2022 წლის შემდეგ კი, იმავე პოლიტიკური წრის რიტორიკა სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა - უკვე გვესმოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების  დაწესების მოთხოვნა, საუბარი მეორე ფრონტზე, დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს, საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა შესულიყო პირდაპირი ესკალაციის რეჟიმში. ყველა ამ  მოწოდებას ერთი შესაძლო შედეგი ჰქონდა - საქართველოში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენება. დღეს ეს პოლიტიკური ხაზი განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება.  როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრებას სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენები ნდობა ერთ დღეში დააზიანოს“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი და ვინც ამ თემას შიდაპოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება.  „ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის შემდეგი - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი დეოკუპაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა რუსეთის პასუხისმგებლობა, ეფექტური კონტროლი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი. ეს არის განსხვავება ხმაურიან რიტორიკასა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკას შორის. ჩვენ არც უკრაინის მხარდაჭერისგან დაგვიხევია უკან. საქართველო წლების განმავლობაში უერთდება და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს. ჩვენთვის პრინციპი მარტივია - საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. https://www.ghn.ge/news/353441-chveni-upirvelesi-valdebulebaa-ar-davushvat-sakartvelo-kidev-ertkhel-gakhdes-omis-poligoni-irakli-kirtskhalia ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/2112559012.jpeg 2026-09-01 353441 მამუკა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო და იმდენად დააზიანა ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს - გიორგი შარაშიძე ხელისუფლებაში ყოფნის დროს მამუკა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, - ამის შესახებ არტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება მდინარაძეს, ეს ადამიანი საიდან მოვიდა, ეს ძალიან კარგად იცით და არავინ არ იყო ის, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, და არავინ არ იყო მაშინ, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან. მაგრამ ეს ნიუანსებიც არ არის საინტერესო. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ბატონმა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, და იმდენად დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს. და მოუწევს ძალიან მკაცრად. ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლების, ამ ხელისუფლების, თუ მომავალი ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, საქართველოში დადგება დრო, როდესაც სასამართლო იქნება სამართლიანი, თავისუფალი და ეს სამართლიანი სასამართლო გასამართლებს ბატონ მდინარაძეს, პირველ რიგში, იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. თორემ ახლა ერთმანეთში იქ ვინ ვის ჩაუშვებს და ახლა ვინ რამდენად კაცურად და არაკაცურად მოექცა ერთმანეთს, ეს საერთოდ არ არის საინტერესო”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. https://www.ghn.ge/news/353440-mamuka-mdinaradzem-imdeni-danashaulis-chadena-moastsro-da-imdenad-daaziana-khalkhisa-da-sakhelmtsifos-interesebi-rom-dghes-ikneba-tu-khval-sakutari-danashaulebistvis-pasukhisgeba-moutsevs-giorgi-sharashidze მამუკა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო და იმდენად დააზიანა ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს -  გიორგი შარაშიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/967769816.png 2026-09-01 353440 „ოცნება“ დღეს განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას - ტატა ხვედელიანი ხელისუფლება, რომელიც ღარიბი ოჯახების შვილებს განათლების გზით წინსვლისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს, საკუთარ ქვეყანას ართმევს მომავალს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე განაცხადა. „განათლება, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ის სფერო, სადაც ამ დაპირისპირებულ პოლიტიკურ გარემოშიც კი შევძლებდით კონსენსუსის მიღწევას და ჯანსაღი დისკუსიის წარმართვას. განათლება არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ის ეხება ჩვენს შვილებს, მათ მომავალს; ბავშვებს, რომლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ და რომლებსაც ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები არ უნდა ყოფდეთ, მაგრამ თქვენ აქაც, იმის ნაცვლად, რომ განათლების სისტემის მომავალი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად გექციათ, გადაწყვიტეთ, ესეც დახურულ კარს მიღმა გაგეკეთებინათ. არ მოუსმინეთ მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს, დარგის სპეციალისტებს. შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგების გამოსწორებაც დღეს უკვე გამონაკლისებით ცდილობთ. განათლება ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობისთვის, კორუფციული ინტერესებისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის გამო სულ უფრო ხელმიუწვდომელი გახადეთ. კობახიძემ, რომელმაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერცერთ სფეროში ვერ მოახერხა საკუთარი კომპეტენციის დამტკიცება, მოიფიქრა ეს ე.წ. რეფორმა, რომელიც არცერთ არსებულ პრობლემას არ პასუხობს. დავიწყოთ სკოლით. სოციალურ თანასწორობაზე საუბრობთ და ამ დროს არაფრად მიიჩნევთ: ბავშვთა სიღარიბეს; ანტისანიტარიას საპირფარეშოებში; ქვეყანაში ისევ არსებობს სკოლები, სადაც ბავშვები დღემდე შეშის ღუმელით თბებიან“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა. მისი თქმით, დანგრეული სკოლებისა და უფასო სასკოლო კვების არარსებობის ფონზე სოციალური თანასწორობის სიმბოლოდ სასკოლო ფორმა გამოაცხადეთ და 45 მილიონზე მეტი ლარი დახარჯეთ მის შესყიდვაში. „საბოლოოდ, ეს კონცეფციაც ჩააფლავეთ, შეძლებული ოჯახები საკუთარ შვილებს ხარისხიანი ფორმით თვითონ უზრუნველყოფენ, ხოლო ღარიბებს კი სამინისტროს მიერ შეკერილი პოლიესტერის დაბალხარისხიანი ფორმის ჩაცმა მოუწევთ. თქვენი განათლების მინისტრი ამ დროს, პოლიციური მიდგომით, იმაზე ფიქრობს, ფორმის ჩაუცმელობისთვის როგორ დასაჯოს თქვენივე კორუფციით გაღარიბებული ბავშვების მშობლები. „ოცნების“ ხელისუფლებამ სკოლების და ბაღების ასაშენებელი ფული შეჭამა, ბაღის ბავშების საკვების ფული გაფლანგა, ახლა კი კიდევ ითხოვთ ასაწყობი სკოლებისთვის 22 მლნ ლარზე მეტს ხალხის ბიუჯეტიდან. გადავიდეთ უმაღლეს განათლებაზე. თქვენს მიერ ხელოვნურად შემცირებული ადგილების პირობებში ყველაზე მეტად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების შვილები დაზარალდნენ. თქვენ მათ აიძულებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერმოხვედრის შემთხვევაში კერძო უნივერსიტეტში ან პროფესიულ სასწავლებელში წავიდნენ. თუმცა სტუდენტი, რომელიც სწავლის პარალელურად მუშაობს და ღამეებს ათევს, რათა ბინის ქირის, ტრანსპორტის, კომუნალურისა და საკვების ხარჯები დაფაროს, კერძო უნივერსიტეტის სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის. მეტი პერსპექტივის, ხარისხიანი განათლებისა და დაპირებული საერთო საცხოვრებლების ნაცვლად, „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით, ახალგაზრდებს სხვა ქალაქებში უშვებთ, იქ, სადაც ნაკლები სამუშაო ადგილი და შესაძლებლობაა, რადგან ეს შესაძლებლობებიც თქვენი კორუფციის გამო ვერ შექმენით რეგიონებში. სოციალური თანასწორობა, იცით, რა არის? სოციალური თანასწორობაა, როდესაც არცერთი ბავშვი არ ზის სკოლაში მშიერი; როდესაც სოფელში მცხოვრებ ბავშვს ისეთივე ხარისხიან განათლებაზე მიუწვდება ხელი, როგორიც თბილისში მცხოვრებს; როდესაც სტუდენტს არჩევანის გაკეთება არ უწევს ლექციასა და სამსახურს შორის. სოციალური თანასწორობაა მასწავლებლების ღირსეული ანაზღაურება და პენსიაა. დღეს „ოცნება“ განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა. https://www.ghn.ge/news/353439-otsneba-dghes-ganatlebis-sistemis-fundamentur-problemebs-gaurbis-da-agresiuli-uvitsobit-akhalgazrdobas-kidev-ufro-urtulebs-isedats-mdzime-qofas-tata-khvedeliani ტატა ხვედელიანი – „ოცნება“ დღეს განათლების სისტემის ფუნდამენტურ პრობლემებს გაურბის და აგრესიული უვიცობით ახალგაზრდობას კიდევ უფრო ურთულებს ისედაც მძიმე ყოფას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/142840694.jpg 2026-09-01 353439 რუსების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქალაქ ბორისპოლში დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ძირითადად საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა. ასევე საჭირო გახდა ევაკუაციაც. "ბევრ ქალაქსა და დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე გასული ღამიდან მიმდინარეობს. მხოლოდ კიევსა და მის რეგიონში სამაშველო სამუშაოებში თითქმის 350 მაშველი მონაწილეობს. თავდასხმისას დიდი რაოდენობით რეაქტიული დრონები და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. სამწუხაროდ, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბორისპოლში ჩვეულებრივი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. თავდასხმის სამიზნე ბიზნესობიექტებიც გახდა.  ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. წუხანდელი საღამოდან ოდესასა და ოლქზე მართვადი საავიაციო ბომბებითა და დრონებით დარტყმები გაგრძელდა. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს. რუსეთთან რუმინეთის საზღვარზე სასაზღვრო გადასასვლელიც მიზანმიმართულად დაზიანდა, ასევე დაზიანდა საექსპორტო ინფრასტრუქტურა. კიევში სარკინიგზო დეპოზე განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა განხორციელდა ასევე ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკივის, ჩერნიჰივის, ჟიტომირის, სუმისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებზე. საერთო ჯამში, თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ინდოეთის მოქალაქე, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა. რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას და ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები საკმარისი არ არის. მადლობელი ვარ ყველას, ვინც PURL-ის მექანიზმისა და ორმხრივი მიწოდებების ფარგლებში უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვის შესაძლებლობების მიღებას ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემოდგომაზე ასეთი მიწოდებები გაიზარდოს. რუსული ტერორის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული დახმარების თითოეულ ახალ პაკეტზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გაძლიერებასა და გამძლეობის გაზრდაში გვეხმარება", - წერს ზელენსკი. In many cities and communities, work to address the aftermath of the Russian attack has been ongoing since last night – nearly 350 first responders are involved in Kyiv and the region alone. A significant number of jet-powered drones and ballistic missiles were used in the… pic.twitter.com/8cg4ik0V2F — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 1, 2026   https://www.ghn.ge/news/353438-rusebis-tavdaskhmas-12-adamiani-emskhverpla-ruseti-spetsialurad-gegmavs-dartqmebs-ise-rom-rats-sheidzleba-meti-adamiani-moklas-volodimir-zelenski ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების თავდასხმის 12 ადამიანი ემსხცერპლა, რუსეთი სპეციალურად გეგმავს დარტყმებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლას  მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1739568101.png 2026-09-01 353438 თენგიზ შარმანაშვილი ადასტურებს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი ადასტურებს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის საჭიროება მას შემდეგ მოიხსნა, რაც გაირკვა, რომ მამუკა მდინარაძე იმ საკითხებში ვეღარ ჩაერთვებოდა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრი მის დახმარებას გეგმავდა. "პრემიერს ეგონა, რომ მამუკა მდინარაძე რეგიონული მართვის საკითხებში დაეხმარებოდა, ამიტომაც გამოვიდა ამ ცვლილების ინიციატივით. ვინაიდან მამუკამ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ახლა პრემიერ-მინისტრს სხვა შეხედულებების გატარება მოუწევს და ველოდებით მისგან ახალ ინიციატივას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ინიციატივა ჯერ არ შემოსულა. სავარაუდოდ, მთავრობა ისევ ძველი სტრუქტურის დაბრუნებას შემოგვთავაზებს - ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული საკითხები ისევ ერთად იქნება. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მინახავს. პრემიერს ეგონა, რომ მამუკა მდინარაძე რეგიონული მართვის საკითხებში დაეხმარებოდა, ამიტომაც გამოვიდა ამ ცვლილების ინიციატივით. ვინაიდან მამუკამ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ახლა პრემიერ-მინისტრს სხვა შეხედულებების გატარება მოუწევს და ველოდებით მისგან ახალ ინიციატივას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ინიციატივა ჯერ არ შემოსულა. სავარაუდოდ, მთავრობა ისევ ძველი სტრუქტურის დაბრუნებას შემოგვთავაზებს - ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული საკითხები ისევ ერთად იქნება. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მინახავს", - განუცხადა შარმანაშვილმა ჟურნალისტებს.  https://www.ghn.ge/news/353437-tengiz-sharmanashvili-adasturebs-rom-regionuli-politikis-sakitkhebshi-sakhelmtsifo-ministris-tanamdeboba-mamuka-mdinaradzistvis-ikmneboda შარმანაშვილი ადასტურებს, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/931322259.png 2026-09-01 353437 კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, კიევს გადასცენ რაკეტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც იწურება ევროკავირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას მისთვის საჭირო რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები უნდა გადასცენ, მათ შორის ის რაკეტები, რომელთა ვარგისიანობის ვადაც მალე იწურება. ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ირლანდიის ქალაქ ვიკლოუში განაცხადა. კალასის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას უნდა გადასცენ რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა შენახვის ვადა მალე იწურება. „ივლისი და აგვისტო უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ყველაზე საშინელი თვეები იყო. რუსეთი ესკალაციას აძლიერებს, რათა უკრაინელებს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და მათი გატეხვა შეძლოს. უკრაინელები მტკიცედ აგრძელებენ წინააღმდეგობას და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვაა“, - განაცხადა კალასმა. მისივე თქმით, უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები არ ჰყოფნის. „ვიცით, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, რომელთა ვადა მალე იწურება. ძალიან კარგი იქნება, თუ მათ უკრაინას გადასცემენ, რათა მან მათი გამოყენება საკუთარი მოსახლეობის დასაცავად შეძლოს“, - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. კალასის თქმით, ამავდროულად, გრძელდება მუშაობა უკრაინასთან ერთად ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტების ერთობლივ წარმოებაზე. https://www.ghn.ge/news/353436-kaia-kalasi-evrokavshiris-kveqnebs-moutsodebs-kievs-gadastsen-raketebi-romelta-vargisianobis-vadats-itsureba კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, კიევს გადასცენ რაკეტები, რომელთა შენახვის ვადაც მალე იწურება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1527947088.jpeg 2026-09-01 353436 ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი რუსული საფრთხისგან იქნება დაცული - ირაკლი ფავლენიშვილი ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. აქ პუტინის რუსეთიდან, ანუ მორდორიდან უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომდგენლები. როგორც „ოცნების“ რუსული პროპაგანდა გვეუბნება, ამ ხალხის დიდი ნაწილი ტურისტი არ გახლავთ. ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება. მარტო 2022 წლიდან მოყოლებული, 40 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ეს კომპანიები ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფს, კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ისეთი ინტენსიური ფრენები არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც დღეს არის. არც საბჭოთა კავშირის დროს. მათ შორის, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი ხორციელდება მთელი დღის განმავლობაში, მარტო „ჯორჯიან ეარვეისი“ დაახლოებით 4 რეისს ახორციელებს. არის სრულიად ახალი მიმართულებებიც, რომელიც აქამდე არც არსებობდა, თან ეს არის რუსეთის ინდუსტრიული ცენტრები. რა თქმა უნდა, გონივრული ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლასთანაც გვქონდეს საქმე. მთლიანობაში კი, მთავარი საფრთხე არის საქართველო ქართველების გარეშე, რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპები. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ იქნება საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. https://www.ghn.ge/news/353435-bidzina-ivanishvilis-sistemis-demontazhis-shemdeg-sakartvelos-mokalake-da-kartuli-biznesi-rusuli-safrtkhisgan-ikneba-datsuli-irakli-favlenishvili ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული იქნება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/662083749.jpg 2026-09-01 353435 თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის, მათი მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეინჯერების როლს და მათ ყოველდღიურ საქმიანობას, მათ შორის, დაცული ტერიტორიების პატრულირებას, ველური ბუნების მონიტორინგს, ხანძრების პრევენციასა და სხვადასხვა გამოწვევაზე რეაგირებას. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას, რომლებსაც რეინჯერები ბუნების დაცვისა და დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგის პროცესში იყენებენ. ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, უკეთ გაიცნონ საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობა, მიიღონ ინფორმაცია გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ და თავად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროცესში. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას, გარემოსდაცვით საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნების დაცვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი სწორედ ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/news/353432-tematuri-akhalgazrduli-banakis-monatsileebistvis-ekosaganmanatleblo-shekhvedra-gaimarta თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა საზოგადოება https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1083115107.jpg 2026-09-01 353432 Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა გადახდების მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში მოიპოვა: საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის და გადახდების საუკეთესო პლატფორმა სამომხმარებლო მიმართულებით. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა, სადაც ჯამში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს ბანკის ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნეს ზრდასა და ფულადი ნაკადების მართვაში ეხმარება. ბიზნეს ინტერნეტბანკის, ბიზნეს მობილბანკის და სხვა არხების მეშვეობით, კომპანიებს შეუძლიათ განახორციელონ ნებისმიერი ტიპის გადარიცხვები, მათ შორის გასცენ ხელფასები, დაფარონ გადასახადები და სხვა. სავაჭრო ობიექტებს კი ბანკი სრულ ეკოსისტემას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ბარათით გადახდებს, Apple Pay-ს, Google Pay-ს, ნაწილ-ნაწილ სისტემას, ონლაინ განვადებებს და ა.შ. ამასთანავე, საცალო მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკი რეგიონში ყველაზე ფართო ყოველდღიური გადახდების პლატფორმას მართავს სამ ძირითად არხში: მობილბანკში, ვებპორტალზე bogpay.ge და თვითმომსახურების ტერმინალებში. „ჩვენი მიზანია, გადახდების პროცესი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივი და ინტუიციური გავხადოთ, ხოლო ბიზნესისთვის იგი ეფექტიან კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს. Global Finance-ის აღიარება გადახდების მიმართულებით ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ეკოსისტემა წარმატებით პასუხობს როგორც საცალო მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს, ისე ბიზნესის მოთხოვნებს გადახდების მართვასა და გაყიდვების სტიმულირებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, რათა გადახდების პროცესი კიდევ უფრო ინტეგრირებული და ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ – განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება. https://www.ghn.ge/news/353431-global-finance-ma-sakartvelos-banki-gadakhdebis-mimartulebit-sauketeso-tsifrul-bankad-daasakhela-sakartveloshi-tsentralur-da-aghmosavlet-evropashi Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკა https://www.ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1815360929.jpg 2026-09-01 353431 სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრს განუცხადა, რომ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა არ შემსუბუქდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს არ დაასრულებს - Reuters აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს განუცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ან სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი ვიდრე მოსკოვი უკრაინაში ომს არ დაასრულებს. ამის შესახებ Reuters-ს წყარომ განუცხადა. ბესენტი და სილუანოვი შეხვდნენ ერთმანეთს G20-ის ფინანსთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გაიმართა. Reuters-ის ცნობით, ბესენტსა და სილუანოვს შორის შეხვედრის მთავარი თემა დონალდ ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმა იყო. სილუანოვმა ორმხრივი ინტერესების საკითხებზე საუბარი სცადა, თუმცა ბესენტმა საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ „ომის დასრულებამდე არაფერი იქნება შესაძლებელი“. სილუანოვის G20-ის შეხვედრაზე დასწრებას ევროპელი ოფიციალური პირების უკმაყოფილება მოჰყვა. ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-ის გადაწყვეტილება, სილუანოვი შეხვედრაზე მიეწვია, გააკრიტიკეს. გერმანიის ვიცე-კანცლერმა ლარს კლინგბაილმა რუსეთის ფინანსთა მინისტრი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო საჯაროდ დაგმო და უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის პოზიციის გამო, რომელმაც ასეთი სტუმრის მიღება დაუშვა. რუსეთის ფინანსთა მინისტრი G20-ის სამიტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობდა. https://www.ghn.ge/news/353433-skot-besentma-rusetis-finansta-ministrs-ganutskhada-rom-moskovze-ekonomikuri-zetsola-ar-shemsubukdeba-vidre-ruseti-ukrainashi-oms-ar-daasrulebs-reuters სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა არ შემსუბუქდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1820646922.png 2026-09-01 353433 მიგრაციის დეპარტამენტთან, რუსი აქტივისტის, დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით აქცია იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რუს აქტივისტს, დენის კულანინს მიეცეს შესაძლებლობა, საქართველო დატოვოს და მესამე ქვეყანაში გაემგზავროს. არსებული ინფორმაციით, კულანინს გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტები მოწესრიგებული აქვს და თბილისის აეროპორტიდან მესამე ქვეყანაში გასაფრენად რეისიც აქვს, თუმცა მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნა ჭიანურდება. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ კულანინი შესაძლოა რუსეთში დაადეპორტონ. მათი განცხადებით, ეს მისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის ვლადიმირ პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე და ალექსეი ნავალნის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერია. "ვესაუბრე დენის კულანინის საქმის მენეჯერს და ვუთხარი, რომ პასპორტები მატერიალური სახით იყო წარმოდგენილი, მან მიპასუხა, რომ ჯერ მასთან არ იყო მისული. ვუთხარი, რომ მოეკითხა, ვინაიდან ეს 10 წუთის წინ მოხდა და ვთხოვე ასევე, გადაეხედათ თავინათი გადაწყვეტილებისთვის და დღეს გადაეყვანათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც იგი გაემგზავრება მესამე ქვეყანაში. რეისი არის 11:40 წუთზე. ყველა დოკუმენტი - ბილეთი, ჩასაჯდომი ბარათი, ჩემი ორდერის ასლი და პასპორტები მატერიალური სახით უკვე არის მიგრაციის დეპარტამენტში. შესაბამისად, ვერანაირ დამაბრკოლებელ გარემოებას ვერ მიუთითებს მიგრაციის დეპარტამენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არგადაყვანა თბილისი საერთაშორისო აეროპორტში, რომ ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო", - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან” საუბრისას. რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი. https://www.ghn.ge/news/353434-migratsiis-departamenttan-rusi-aktivistis-denis-kulaninis-mesame-kveqanashi-gashvebis-motkhovnit-aktsia-imarteba იგრაციის დეპარტამენტთან, წარმოშობით რუსი აქტივისტის, დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/198208516.jpeg 2026-09-01 353434 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. მძღოლი, 45 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ავტომობილში მყოფი 29 წლის გოგოს გადარჩენაც. გამოძიება სსკ'ის 276'-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. https://www.ghn.ge/news/353430-zugdidis-munitsipalitetshi-avtosagzao-shemtkhvevas-ori-adamiani-emskhverpla ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/408692211.png 2026-09-01 353430 კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და გურჯაანის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. პროექტები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხის ამაღლებას. ასევე განიხილეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. „რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. https://www.ghn.ge/news/353429-kakhetshi-samelioratsio-infrastrukturis-ganvitarebisa-da-sartsqavi-tsqlis-mitsodebis-gaumjobesebis-sakitkhebze-shekhvedra-gaimarta კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1525006541.jfif 2026-09-01 353429 სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://www.ghn.ge/news/353428-sofel-nasakiralshi-kalis-mkvlelobashi-braldebuli-daakaves სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1337019240.jpg 2026-09-01 353428 საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს გახსნის. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. 31 აგვისტოს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემოდგომო სესიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში არაერთი საკანონმდებლო სიახლის განხილვა იგეგმება. „მიმდინარე კანონპროექტებთან ერთად, ასევე შემუშავების პროცესშია სხვადასხვა დიდი რეფორმა. შესაძლებლობა გვაქვს, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივების მიღებაზე ვიმუშაოთ. პარლამენტის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვანი ვიზიტები იგეგმება. შესაბამისად, საშემოდგომო სესიის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საპარლამენტო დიპლომატიის ტემპები შევინარჩუნოთ. რაც შეეხება საკომიტეტო საქმიანობას, მისასალმებელია, რომ ზაფხულის პერიოდი კომიტეტებმა რეგიონებში შეხვედრებისა და გასვლითი სხდომებისთვის გამოიყენეს. კომიტეტებს ამ მიმართულებითაც ყოველგვარი მხარდაჭერა აქვთ პარლამენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. https://www.ghn.ge/news/353427-sakartvelos-parlamentis-sashemodgomo-sesia-dghes-gaikhsneba საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/689373387.jpg 2026-09-01 353427 ესტონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამო, ჰაერში თურქული გამანადგურებლები აფრინდნენ - მედია 1-ელი სექტემბრის ღამეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შეიჭრა  ესტონეთის თავდაცვის ძალებმა შესაძლო საჰაერო საფრთხის შესახებ გაფრთხილება თავდაპირველად ლაენემისა და იდა-ვირუს ოლქების მოსახლეობას გაუგზავნეს, მოგვიანებით კი განგაში კიდევ ექვს ოლქში გამოცხადდა. ამის შესახებ  ესტონური მედია წერს. სამხედროების ინფორმაციით, ესტონეთის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი შეიჭრა. მათი აღმოჩენისა და ძებნის მიზნით ჰაერში თურქული გამანადგურებლები აწიეს, რომლებიც ნატო-ს ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ. ესტონეთის თავდაცვის ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა უკუ აროლდმა განაცხადა, რომ სამხედროებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ესტონეთისა და ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, ზოგიერთმა მათგანმა კი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია. „აღმოჩენილი იყო დრონები, რომლებიც ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვრის, ასევე ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის პარალელურად გადაადგილდებოდნენ და ესტონეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ამიტომ განგაშიც გამოვაცხადეთ“, - განაცხადა აროლდმა. საჰაერო საფრთხის შესახებ განგაში ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 6 საათზე გაუქმდა. https://www.ghn.ge/news/353426-estonetis-sahaero-sivrtseshi-dronebis-shechris-gamo-haershi-turkuli-gamanadgureblebi-afrindnen-media ესტონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამომ ნატო-ს მისიის ფარგლებშიმ ჰაერში თურქული გამანადგურებლები აფრინდნენ - მედია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/703460710.jpg 2026-09-01 353426 აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა პიტ ჰეგსეთთან უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა. გადაწყვეტილება თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიიღო. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. დრისკოლი თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. თანამდებობას დატოვებს მისი მოადგილე დეივ ფიცჯერალდიც. შედეგად, აშშ-ის არმიაში სენატის მიერ დამტკიცებული არც ერთი სამოქალაქო ან სამხედრო ხელმძღვანელი აღარ დარჩება. როგორც The Wall Street Journal წერს, დრისკოლსა და ჰეგსეთს შორის უთანხმოება შეიარაღებული ძალების განვითარებასა და საკადრო გადაწყვეტილებებს, მათ შორის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის გათავისუფლებას, ეხებოდა. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის მოვალეობას გარკვეული პერიოდია გენერალი კრისტოფერ ლა ნევი ასრულებს მას შემდეგ, რაც ჰეგსეთმა მისი წინამორბედი, გენერალი რენდი ჯორჯი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ დრისკოლს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არმიის საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას დრისკოლი ფორტ-ბრეგში გენერალ კრის დონაჰიუს გაცილების ცერემონიას დაესწრო. დონაჰიუ ევროპაში ამერიკულ ჯარებს ხელმძღვანელობდა, თუმცა ჰეგსეთმა ის თანამდებობიდან დააქვეითა, რითაც, ფაქტობრივად, გენერლის სამხედრო კარიერას წერტილი დაუსვა. https://www.ghn.ge/news/353424-ashsh-is-armiis-mdivanma-den-driskolma-pit-hegsettan-utankhmoebis-gamo-tanamdeboba-datova აშშ-ის არმიის მინისტრი ჰეგსეტთან უთანხმოების გამო გადადგა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/720797627.png 2026-09-01 353424 რუსები კიევს თავს დაესხნენ - დაიღუპა 8 და დაშავდა 5 ადამიანი 1 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა 1 სექტემბრის ღამეს კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. დარნიცის რაიონში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 7 ადამიანი, ერთი დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, სხვა მისამართზე აფეთქების ტალღის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი. გარდა ამისა, გოლოსეევის რაიონში ჭურვი არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა. ხანძარი 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ლიკვიდირებულია   https://www.ghn.ge/news/353423-rusebi-kievs-tavs-daeskhnen-daighupa-8-da-dashavda-5-adamiani რუსები კიევს თავს დაესხნენ - დაიღუპა 8 და დაშავდა 5 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1768888515.png 2026-09-01 353423 პრობლემების გარჩევა ივანიშვილთან ნახევარი წლის წინ დაიწყო, კობახიძე-მდინარაძე ამტკიცებდნენ - დასავლეთში ყველაფერს სააკაშვილი, ბოკერია და კანდელაკი გვიფუჭებენო, ხომ არ ეტყოდნენ, საბჭოეთში რომ დავაბრუნეთ ქვეყანა, ამისი ბრალიაო?! - ირმა ინაშვილი წერილი ღარიბაშვილს მდინარაძის დავალებით მართლა შეუგზავნეს და რაც მთავარია, ღარიბაშვილს შეუთვალეს, რომ წერილის ავტორი თითქოსდა ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილს კი, ამ წერილთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამიტომაც შეცვალა საკუთარი "სამომავლო გეგმები" მდინარაძემ, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  "26 აგვისტოს მდინარაძემ დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელ პირებს "სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები" გააცნო. 27 აგვისტოს კი, თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკაც! და სამომავლო გეგმებიც შეცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა გამოარკვია: წერილი ღარიბაშვილს მართლა შეუგზავნეს, წერილი მდინარაძის დავალებით შეუგზავნეს და რაც მთავარია, ღარიბაშვილს შეუთვალეს, რომ წერილის ავტორი თითქოსდა ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილს კი, ამ წერილთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამიტომაც შეცვალა საკუთარი "სამომავლო გეგმები" მდინარაძემ. ახლა კი, თანმიმდევრობით განვიხილოთ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა. საიდუმლო არაა, რომ ოცნების პროპაგანდას არა ჟურნალისტი, არამედ გამომძიებელ- ადვოკატი მდინარაძე ხელმძღვანელობდა. შედეგი? იმედი, რუსთავი-2 , საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო დამარცხდნენ, ვერ აჯობეს ტვ პირველს, ფორმულას, მთავარს და კიდევ ოცდაათიოდე ინტერნეტ- ბლოგერს ანუ პროპაგანდის კუთხით სრული კრახია. კრახია პოლიტიკური კუთხითაც: კობახიძის საბჭოური კანონები დასმენების შესახებ, "ტროტუარების" შესახებ, უკანონო პატიმრები, აქციების დარბევა! სრული კრახია დასავლეთთან ერთიერთობებში, დაპირისპირება და ჩიხია ქვეყნის გარეთად და შიგნითაც! სახეზეა, ასევე, ეკონომიკური და სოციალური კრახი. რაც მთავარია, დასავლეთიც და ჩვენი მოსახლეობაც ყველაფერზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს. ამ პრობლემების გარჩევა ივანიშვილთან დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო, როცა მდინარაძე ჯერ კიდევ სუსს ხელმძღვანელობდა. ცხადია, კობახიძე-მდინარაძე ივანიშვილს არ გამოუტყდებოდნენ და არ ეტყოდნენ,- ჩვენი ბრალიაო. ისინი ამტკიცებდნენ: დასავლეთში ყველაფერს სააკაშვილი, ბოკერია და კანდელაკი გვიფუჭებსო, აბა, ხომ არ ეტყოდნენ: საბჭოეთში რომ დავაბრუნეთ ქვეყანა, ამისი ბრალიაო?! ივანიშვილი პასუხობდა: გავიგე, რომ ქვეყნის გარეთ ყველაფერი სააკაშვილების ბრალია, მაგრამ ქვეყნის შიგნით რაც ხდება, ეს ვისი ბრალიაო?! სააკაშვილებს 20%-ზე ნაკლები უჭერს მხარს და დანარჩენმა 80%-მა რატომ შეგვაქცია ზურგიო? ჰოდა, კობახიძე-მდინარაძემ მორიგი ტყუილი შეთხზეს: ეს ინაშვილის ბრალია, რომელსაც ზურგს ღარიბაშვილი უმაგრებს, ის გებრძვით ციხიდანო. ამ ცრუ თეორიის გასამყარებლად ქვეყნის ყველაზე მასშტაბურმა პოლიტიკოსმა (ნინო წილოსანის შეფასებით)- მამუკა მდინარაძემ გეგმა მოიფიქრა: ღარიბაშვილს ციხეში თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დაწერილი წერილი შეუგზავნა. ელოდებოდა, რომ ღარიბაშვილი პირდაპირ ივანიშვილს დაუპირისპირდება, ჩემი და ჩუბინიძის გვარიც იმიტომ ახსენა, რომ ამ ხაფანგში ჩვენი ჩათრევაც სურდა. მოკლედ, "უკონკურენტო მასშტაბის პოლიტიკოსს" პატარა ომის წამოწყება სურდა, რომელიც მისი და კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს დროებით მაინც გადაფარავდა. დანარჩენი ვიცით. მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. რაც ფარული იყო, გაცხადდა და მდინარაძესაც სამომავლო გეგმები უეცრად შეეცვალა. ახლა კობახიძე ყოველდღე უმტკიცებს ივანიშვილს: არაფერ შუაში ვარ და არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ცრუობს: იცოდა", - წერს ირმა ინაშვილი. https://www.ghn.ge/news/353422-problemebis-garcheva-ivanishviltan-nakhevari-tslis-tsin-daitsqo-kobakhidze-mdinaradze-amtkitsebdnen-dasavletshi-qvelafers-saakashvili-bokeria-da-kandelaki-gvifuchebeno-khom-ar-etqodnen-sabchoetshi-rom-davabrunet-kveqana-amisi-braliao-irma-inashvili დელაკი გვიფუჭებენო, აბა, ხომ არ ეტყოდნენ, საბჭოეთში რომ დავაბრუნეთ ქვეყანა, ამისი ბრალიაო?! - ირმა ინაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2026-09/1853969185.jpg 2026-09-01 353422