წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

საქართველო, თბილისი - კვირა 05:20 11.18.2018

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი. მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.

მისივე განმარტებით, სხდომაზე განიხილეს ასევე ისეთი საკითხები, რომელიც საეკლესიო ყოფას შეეხება.

"გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვხატოთ მადლიერება და კეთილგანწყობა პატრიარქის მიმართ და აღვნიშნოთ მისი საიუბილეო თარიღები", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.