საქართველოში პრემიუმ ბრენდი, ფრანგული "მიშლენი" შემოვიდა
თარიღი: 17:59 - 26.04.12

საქართველოში პრემიუმ ბრენდი, ფრანგული "მიშლენი" შემოვიდა
საქართველოში ოფიციალურად კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი, ფრანგული "მიშლენი" შემოვიდა. "მიშლენის" პროდუქცია "თეგეტა მოტორსში" დღემდეც წარმოდგენილი იყო, თუმცა ამიერიდან "თეგეტა მოტორსი" საბურავების მსოფლიო ბრენდის "მიშლენის" ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსის მატარებელი გახდა.

"თეგეტა მოტორსსა" და "მიშლენს" შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, კომპანია "თეგეტა მოტორსს" "მიშლენის" ექსკლუზიური დისტრიბუტორის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

როგორც "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი განმარტავს, "მიშლენის" საბურავები, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე ძირითადად პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. გიორგი მშვილდაძის განმარტებით, ქართველი მომხმარებელი "მიშლენის" პროდუქციას მალე შეჩვევა და მასზე უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდება.

"თეგეტა მოტორსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორც "მიშლენია". დღემდე "თეგეტა მოტორსი" წარმოადგენდა "მიშლენის" ოფიციალურ დილერს საქართველოში და დღეიდან კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. გვენიჭება უფრო მაღალი სტატუსი - "თეგეტა მოტორსი" ხდება "მიშლენის" ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკურმა პროგრესმა, წარმატებულმა რეფორმებმა, ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ცხოვრების დონის უაღრესად სწრაფმა გაუმჯობესებამ განაპირობა მომხმარებლის მხრიდან ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა.

საქართველოში ავტოპარკის განახლებამ გამოიწვია უახლესი მოდელების ავტომანქანებზე მოთხოვნის ზრდა, ვინაიდან თანამედროვე ავტომობილები ავითარებენ მაღალ სიჩქარეს და უსაფრთხოების პარამეტრების დასაკმაყოფილებლად განსაკუთრებით ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის საბურავები, თანდათანობით გაჩნდა მოთხოვნა ისეთ პრემიუმ ბრენდებზე როგორიც "მიშლენია". აღსანიშნავია, რომ "მიშლენის" საბურავებს ახასიათებს მაქსიმალური კომფორტი, უსაფრთხოება და მაღალი გარბენი, რაც მას გამოარჩევს სხვა პრემიუმ კლასის ბრენდების საბურავებისგან.
როგორც ცნობილია "თეგეტა მოტორსი" ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებზე. შესაბამისად ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ქართველი მომხმარებლისათვისაც ხელმისაწვდომი გახდეს მსოფლიო ბაზარზე არსებული პრემიუმ ბრენდები"- აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

"მიშლენ" უკრაინისა და ამიერკავკასიაში "მიშლენის" აღმასრულებელი დირექტორის, დომინიკ ბლუს განმარტებით, "მიშნელი" საკუთარი პროდუქციის ხარისხს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, რაც თავის მხრივ ნებისმიერ მძღოლს მანქანის მართვისას დიდი კომფორტს ანიჭებს.

"მიშლენი" მაზადაა საბურავების ექსპულატაციის მაღალი ხარისხი შემოგთავაზოთ. ჩვენი მოკვლევის მიხედვით, 4,2 მილიონიან ქვეყანაში, ყოველ ათას კაცზე 116 ავტომობილი მოდის. "მიშლენის" ამბიციაა, რომ საქართველოში შემოვიდეთ და ბაზრის წილი კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ გვინდა ლიდერის პოზიციაზე გავიდეთ. "თეგეტა მოტორსთან" დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს და მინდა გითხრათ რომ წელსვე "მიშლენი" ქართველ მომხმარებელს ახალ პროდუქტებსაც შესთავაზებს"- განაცხადა დომინიკ ბლუმ.

უახლოეს მომავალში „თეგეტა მოტორსი" მიშლენის სპეციალიზებული მაღაზიების Tire plus-ის ქსელის გახსნას გეგმავს, სადაც წარმოდგენილი იქნება პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მომხმარებელს კი საშუალება ექნება მიიღოს მაღალი დონის მომსახურება. "მიშლენის" საბურავებს ახასიათებს მაქსიმალური კომფორტი, უსაფრთხოება და მაღალი გარბენი, რაც მას გამოარჩევს სხვა პრემიუმკლასის ბრენდების საბურავებისგან.

შეგახსენებთ, რომ Michelin დაარსდა 1888 წელს საფრანგეთში. იგი წარმოადგენს საბურავების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას მსოფლიოში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელს შესთავაზოს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით დამზადებული პროდუქტი.


სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-65224.html