"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისში ნატოს საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.
ინიციატივა თავად "ედპ"-ს ეკუთვნის. "ეროვნულ-დემოკრატების" განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი სწორედ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაა.
"ედპ" თავის პოლიტიკურ შეხედულებებში თანმიმდევრულია და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ამინდი, ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს არ ვცვლით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი უნდა იყოს, და არის კიდეც, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", - განაცხადა ქარდავამ.
"ედპ" ანალოგიური აქციისკენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუწოდებს.