ENG / RUS       12+

ანქვაბზე თავდასხმის საქმე ასე იოლად არ დასრულდება და თვითმკვლელობათა სერია, შესაძლოა, გაგრძელდეს

რესპოდენტის შესახებ

ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმაში ეჭვმმიტანილი პირების თვითმკვლელობებისა და თვითმკველობის მცდელობების სერია მიმდინარეობს. ექსპერტი კავკასიის საკითხეში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვარაუდობს, რომ ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების საქმე ასე იოლად არ დასრულდება და თვითმკვლელობათა სერია შესაძლოა გაგრძელდეს.

- ბ-ნო მამუკა, ალექსანდრე ანქვაბზე თავდახსმაში ეჭვმიტანილი პირებიდან ორმა ერთმანეთის მიყოლებით თავი მოიკლა, ერთმა ყელი გამოიჭრა თუმცა გადარჩა. თქვენი აზრით რა ხდება?

- მოდით გავმიჯნოთ, ეჭვმიტანილი პირების ორი კატეგორია არის: ერთი კატეგორია არის სავარაუდო ორგანიზატორები და მეორე - სავარაუდო შემსრულებლები. სავარაუდო მონაწილეების რაღაც ნაწილი დაკავებულია, მთლიანად არა, თუმცა მე ზუსტად არ შემიძლია ბუნებრივია ვთქვა ეს.

- სავარაუდო ორგანიზატორები?

- ეს ყველაზე საინტერესო საკითხია, იმიტომ, რომ სავარაუდო ორგანიზატორებში შეიძლება გავიდეს უამრავი ჩინოვნიკი აფხაზეთის წინა სისტემებიდან, რომლებიც ან კორუფციაში არიან ეჭვმიტანილი ან ის ადამიანები არიან, ვისი ბიზნესიც ალექსანდრე ანქვაბმა თავისი მოსვლის შემდეგ შეავიწროვა.
ეს ადამიანები, მათი დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო გადამტერებული ანქვაბზე როდესაც ის ჯერ პრემიერ-მინისტრის შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების რაოდენობა არის ძალიან ბევრი. უამრავმა ადამიანმა დაკარგა ბიზნესი ან ელოდება ბიზნესის დაკარგვას. ზოგი მათგანი უკვე დაბარებული იყო და მათ ფულისა და ქონების დაბრუნება მოსთხოვეს, იმიტომ, რომ ბევრ მათგანს აბსოლუტურად უკანონოდ ჰქონდა პრივატიზებული სხვა და სხვა ობიექტი.

ყველა ეს ადამიანი შეიძლება გავიდეს ეჭვნიტანილთა რანგში, იმიტომ, რომ ყველა მათგანი დაინტერესებული იყო ანქვაბის გაჩერებაში. მათ შორის არის კჩაჩიც და მათ შორის არის მისი შემდგომი მინისტრიც გვარად ძიაპშბა, რომელიც დამალულია ახლა რუსეთში და უამრავი სხვა ჩინოვნიკი.

აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს რაც ხდება მე არ მიკვირს. ჩემი რამდენიმე ნაცნობი, მაღალი თანამდებობის, ძალიან ცნობილი ადამიანები აფხაზეთის სინამდვილეში, განსაკუთრებით მაგალითად ისინი, სამხრეთ მიმართულებას რომ აკონტროლებდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი დაიბარა ანქვაბმა და დაუსვა ულტიმატუმი - ფული დააბრუნეთ!

- რომელი ფულის დაბრუნებას მოითხოვს ალექსანდრე ანქვაბი?

- იმ ფულის, რომელიც მაგალითად რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის თავმჯდომარემ სერგეი სტეპაშინმა აღმოაჩინა და აღიარა, რომ 300 მილიონი რუბლი დაკარგულია. სტეპაშინმა თქვა მხოლოდ მიზერი იმ დაკარგული თანხისა, რომელიც მართლა დაიკარგა.

ეს დანაკარგი 300 მილიონი აღმოაჩინა რუსეთის საანგარიშო პალატამ, როდესაც შემოწმება ჩაატარა. მერე თვითონ სტეპაშინი იძულებული გახდა, რომ ეთქვა, რომ არაუშავს, ეს 300 მილიონი დანაკარგია იმიტომ, რომ არასწორად იყო განსაზღვრული ტარიფები და რაღაც და რაღაც, მოკლედ, რაღაცა მოიგონა.

მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ოქროს ძარღვი, რომელზეც იჯდა აფხაზი ჩინოვნიკების გადამწყვეტი უმრავლესობა და ესენი ყველანი დაიბარეს და უთხრეს ფული დააბრუნეთო.

- გამოდის რომ აფხაზი ჩინოვნიკების უმრავლესობას ანქვაბი სერიოზულად ავიწროვებს

- დიახ და ის, რომ აფხაზი ჩინოვნიკი დღეს ტრადიციულად არსებულ ჩინოვნიკურ ოლიმპზე შეავიწროვეს გამოჩნდა კიდევაც მათი ახლანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს. მაგალითად, ყველაზე საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ ვერც ერთი ვიცე-სპიკერი თავის პარლამენტის სპიკერიანად პარლამენტში ვერ მოხვდა.

თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ, რომელიც აფხაზურ პოლიტიკურ ოლიმპზე ამდენი წელი იყო, მეორე ტურში არჩევნები წააგო. ახლა, პარლამენტის თავმჯდომარე, რომ არჩევნებს წააგებს ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა.

- როგორი ფიქრობთ, ეს ჩინოვნიკები ასე ერთმანეთის მიყოლებით მართლა თავად ასწორებენ ანგარიშს სიცოცხლესთან თუ მათ ამაში "ეხმარებიან"?

- მე მაგას ვერ გეტყვით, შეიძლება, მე არ გამოვრიცხავ არც ერთ ვარიანტს - არც დახმარებას არ გამოვრიცხავ და არც იმას, რომ ვინმემ მართლა მოიკლა თავი იმდენად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ვერ გეტყვით, მაგრამ ლოგიკურად, თვითმკვლელობები და ლიკვიდაცია ეს კიდევ არ არის დამთავრებული. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მართალია, ზოგიერთ მათგანს ურჩევნია ფულის მოტანა, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერ ერთი ვერ მოიტანენ ფიზიკურად, იმიტომ, რომ გახარჯული და გაფლანგულია ის ფული და ზოგს ციხეში ჯდომას შეიძლება სიკვდილი ურჩევნია.

- თქვენი ინფორმაციით, სად არის ამჟამად და რას საქმიანობს კიდევ ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი სერგეი შამბა რომელიც არსად არ ჩანს?

- ვიცი, რომ სერგეი შამბა რუსეთშია. არ ვიცი რას საქმიანობს, პრინციპში იგი ყველა პოლიტიკური აქტივობებიდან გასულია. ჩემთვის ცნობილია, რომ რამდენიმე რუსმა ჟურნალისტმა როცა მას სთხოვა ინტერვიუ ან დაუკავშირდა კომენტარისათვის შამბამ უარი თქვა ყოველგვარ კომენტაზე და ინტერვიუზე.

ჯერ-ჯერობოით ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს, მას აქვს იმედი, რომ რადგან ის არის ძალიან ცნობილი ფიგურა აფხაზურ პოლიტიკაში, რომ მას დააბრუნებენ რაღაც თანამდებობაზე. მოკლედ, აქვს იმედი, რომ არ იქნება აფხაზური პოლიტიკის მიღმა. ხოლო მისივე სიჩუმე ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობს მის ასე ვთქვათ, მომავალ რეაბილიტაციას. ალბათ მას ასე ჰგონია - ეს ჩემი ვარაუდია.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

ავტორი: . .