ENG / RUS       12+

ალექსანდრე ჩივაძე: ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა იყო და დარჩება ნიჭიერება

რესპოდენტის შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს" ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნაკრების სამომავლო გეგმებსა და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პრცესებზე, ვეტერან ფეხბურთელს „ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა.

-ბატონო ალექსანდრე, პირველ რიგში გილოცავთ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნვას. რა გეგმები გაქვთ ნაკრებში?

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ სამი ქულა აქვს და არანაირი შანსი არ აქვს ჯგუფიდან გასვლის. პირველ ადგილზე ესპანეთია, საქართველო კი მხოლოდ ესტონეთს უსწრებს, რომელიც 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ჩვენ სამი თამაში გვაქვს ოფიციალურად ჩასატარებელი: ივნისში ვეთამაშებით ესტონეთის ნაკრებს ტალინში, აგვისტოში საკუთარ მოედანზე მივიღებთ ხორვატიას, სექტემბერში კი ესტონეთს ვუმასპინძლებთ. ახალგაზრდულ ნაკრებში ასაკი ლიმიტირებულია - გუნდი 1990 წელს დაბადებულები ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ნაკრების ხელმძღვანელობამ და პირადად მე, გადავწყვეტთ, რომ აქცენტი მომავალ შესარჩევ ჯგუფზე გავაკეთოთ. ჩვენ მოგვიწევს ახალი გუნდის შექმნა. გარკვეულ სიძნელებს წარმოადგენს ის, რომ 2 წლით უფროსების წინააღმდეგ გვიწევს თამაში. ახალგაზრდული ნაკრები, საკვანძო ნაკრებია, რომლის ძირითადი დანიშნულებაა, შევსება მიიღოს ეროვნულმა ნაკრებმა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ეროვნულ ნაკრებთან შეთანხმებით, ის კადიდატები, რომლებიც პირველ ნაკრებში არ იქნებიან გამოძახებულები, ითამაშებენ ახალგაზრდულ ნაკრებში, რათა უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ საერთაშორისო დონეზე. ჩვენ მაისში დანიშნული გვქონდა ამხანაგური შეხვედრა თურქეთთან. სამწუხაროდ, თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა თამაშზე და მატჩიც აღარ გაიმართება. ავსტრიაში იმართება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწლეობის მიღებას ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით მოლაპრაკებები მიმდინარეობს.

უეფა-ს დღეები არის მარტო 29 თებერვალს და ჩვენ შეგვიძლია ამ დროისთვის დავნიშნოთ ამხანაგური მატჩი, რომელშიც აქცენტი გაკეთდება 1992-1993 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებზე, რაც ერთგვარი სპარინგ-მატჩი იქნება ერთმანეთთან შესათამაშებლად. გუნდი დაკომპლექტდება მხოლოდ ადგილობრივი კადრებით, ფეხბურთელებით, რომლებიც საქართველოს ჩემოპიონატში გამოდიან. ჩვენ გვყავს შერჩეული კანდიდატები, რომელთა გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაასრულა. ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ, გუნდმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი?

-ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ ნაკრებს სამი ტურით ადრე, თეორიული შანსი ჰქონდა გასულიყო ჯგუფიდან. თუმცა ამასთან კონკრეტულად აღარ ვისაუბრებ, რადგან ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ამის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

-რა შანსები აქვს ნაკრებს მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე? იქ საქართველოს მეტოქეები ესპანეთის, საფრანგეთის, ბელორუსის და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

- როდესაც ჯგუფში ასეთი ძლიერი გუნდები გვყავს, გასვლის შანსი, თეორიულად, ძალიან მცირეა, მაგრამ როდესაც თვეში ერთხელ ტარდება მატჩი, ზუსტად იმ დღეს, იმ საათში, იმ წუთს, მაქსიმალურად უნდა იყოს ფეხბურთელი კონცეტრირებული, კონკრეტულ მატჩზე. სწორედ მაშინ უნდა გამოვლინოს ნაკრება მთელი თავისი შესაძლებლობები. ნუ ვიტყვით, რომ ასეთ დროს აუცილიბლად განწირულია ჩვენი გუნდი. ანალოგიური სიტუაციაა მეტოქის ბანაკშიც: ისინიც ანალოგიუგარ ემზადებიან კონკრეტული მატჩისთვის. მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი საქართვლოს, ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი ვიყავი, ჩვენს ჯგუფში იყო ბულგარეთის ნაკრები, რომელსაც თბილისში 2:1 მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, უელსის ნაკრებიც დავამარცხეთ, გერმანიასთან კი სტუმრად ვიგებდით კიდეც. ასე რომ, ნუ ვიტყვით გადაჭრით, როგორი შანსები გვაქვს საკვალიფიკაციო ეტაპზე. მთავარია იმ ერთ თამაშზე გაკეთდეს მაქსიმალური კონცენტრაცია.

- ბევრმა სახელოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა ისე, რომ მათი გამოსათხოვარი მატჩი არ გამართულა. კალაძის შემთხვევაში როგორ უყურებთ ამ საკითხს? დაეტყობა თუ არა მისი არყოფნა ნაკრებს?

- პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კალაძეს. როდესაც მე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყავი, კახი პირველად მე ვათამაშე ნაკრებში. მასთან ერთად მივიწვიე კობიაშვილი, ამისულაშვილი, დემეტრაძე, ბურდული. რაც შეეხება კახის, მას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული ფეხბურთის წინაშე. ის არის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი და მე გული დამწყდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ასე ადრე მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ კახი რამდენიმე წელი კიდევ შეძლებდა თავისი გამოცდილება გაეზიარებინა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და საკუთარი თამაშით დახმარებოდა ნაკრებს. მინდა გითხრათ, რომ არც დავით ყიფიანისთვის არ გაუმართავთ გამოსათხოვარი მატჩი, არადა ეს აუცილებელია ფეხბურთელისთვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ხარვეზი სამომავლოდ გამოსწორდება. რაც შეეხება კალაძის მნიშვნელობას ნაკრებისთვის, ძალიან დიდია. ის იყო ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი და გუნდის კაპიტანი. იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი სკოლა იყო.

-ეროვნულ ჩემპიონატში კლუბების ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდა. თქვენი აზრით გამოიწვევს თუ არა ეს ჩემპიონატის პოპულარიზაციას? მისცემს თუ არა ხალხს სტიმულს რეგულარულად იაროს მატჩებზე?

-საქართველოს ჩემპიონატის გუნდები დამოუკიდებლები გახდნენ. საბედნიეროდ გამოჩდნენ სპონსორები, რომლებმაც თანხები ჩადეს კლუბებში. წელს ჩემპიონატის მონაწილე რვა გუნდი შეკრებას უცხოეთში გადის, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩემპიონატის დონე აიმაღლებს. წელს განხორციელბული ტრანსფერები ძალიან მნიშვნელივანია გუნდებისთვის: ძალიან გაძლიერდა გორის „დილა", რომელმაც ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. ჩემი აზრით, ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო გახდება და მეორე წრეში ბევრი კარგი თამაში გველის.

-არის თუ არა ფინანსები მთავარი ფეხბურთელის წარმატებისთვის?

-ფინანსები ყველგან მთავარ როლს ასრულებს. როდესაც ფეხბურთელი თავისი შრომით ღებულობს ანაზღაურებას, მას აღარ უწევს სხვა პრობლემებზე ფიქრი. ფეხბურთელობა მძიმე სამუშაოა. პროფესიონალი ფეხბურთელი თავის ჯანმრთელობას „სწირავს" ფეხბურთს. მათთვის დიდი სტიმულია, როდესაც მისი შრომა ფასდება. ასე რომ, ფინანსები, უმთავრესი ფაქტორია ფეხბურთელის წარმატებისთვის.

- რა არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?

-მთავარი პრობლემა იყო და ყოველთვის დარჩება ნიჭიერება. თბილისის „დინამოს" ისტორიაში ორჯერ იყო ის თაობა, რომელმაც დიდ შედეგებს მიაღწია. დიდი ფეხბურთელები იყვნენ ბორის პაიჭაძე, ბასა ღოღობერიძე, ავთანდილ ჭკუასელი, მაგრამ მათ ერთად თამაში არ მოუწიათ. ამის შემდეგ მოვიდა თაობა, რომელმაც დიდ წარამტებას მიაღწია. 1964 წელს „დინამომ" ტაშკენტში ოქროს მედლები მოიპოვა. ამ პერიოდში ერთდროულად მოვიდა დიდი მწვრთნელი და დიდი თაობა: სერგო კოტრიკაძე, გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, მიშა მესხი. შემდეგ იყო უკვე ჩვენი თაობა: გაბელია, გოგია, სულაქველიძე, ხინჩიგაშვილი, ხიზანიშვილი, დარასელია, მაჩაიძეები, ყიფიანი- ეს არის ბუნების ნება. ამ ორ თაობას შორის იყო ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებმაც ისეთივე წარმატებას ვერ მიაღწიეს, როგორც ამ თაობებმა. ერთად რომ მოვიდეს ასეთი თაობა და დახვდეს გამოცდილი მწვრთნელი, წარმატება გარდაუვალია.
ჩემი მწვრთნელობის დროს წამოვიდა ის თაობა, რომელმაც ასახელეს საქართველო: კალაძე, კობიაშვილი, ძმები არველაძეები, ქინქლაძე, ქეცბაია, მაგრამ მათ მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილება აკლდათ. მე მჯერა, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა არასოდეს არ იქნება და დიდი შრომის ფასად აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თედო კოპალეიშვილი

ავტორი: . .