"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში აქტიურად და ერთობლივი ძალებით ჩართვისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება ბიზნესზე ტერორის განხორციელებით და თანხების ამოღებით საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რასაც ოპოზიცია სერიოზულად მომზადებული უნდა დაუპირისპირდეს.
"ხელისუფლება ბიზნესგარემოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს, ბიზნსმენებისთვის წართმეული თანხებით კი ტოტალურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, რასაც აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ. მივმართავ არასაპარლამენტო ოპოზიციას: მომავალი არჩევნები საქართველოსთვის მთავარი და ბოლო არჩევანია, ეს ჩვენი ბრძოლის ველია და ხელისუფლების მიერ წარმოებულ კამპანიას ტოტალურად მომზადებული უნდა დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.