ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა, რომ მას ემუქრებიან COVID-19-თან ბრძოლაში ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.
"შემიძლია მოგიყვეთ პირადად ჩემზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელიც სამი თვეა გრძელდება. გაისმის სასტიკი ან რასისტული კომენტარები ჩემს მიმართ... მუქარებიც კი ჩემს სიცოცხლეზე. ჩემთვის სულ ერთია. როდესაც ეს პერსონალურია, სიცოცხლეზე მუქრაც კი ჩემთვის სულერთია. ამას არც ვუპასუხებ, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზაციას, ამის მოთმენა შეუძლებელია", - განაცხდა მან კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანმო-ს მუშაობასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნეგატიურ გამონათქვამებზე კომენტირებისას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვაზე ვაშინგტონის მხრიდან უშაუალო კრიტიკაზე.
"არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. არ უნდა დავკარგოთ დრო და ერთმანეთს თითი ვუქნიოთ, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ. თუ ჩვენ არ უზრუნველყოფთ ერთობას, უფრო მეტად ცუდ სიტუაციას უნდა ველოდეთ", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პოლიტიკით არ არის დაკავებული.