აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მუხთარლის ძმა, რამაზან მუხთარლი ავრცელებს.
მისი თქმით, ის, გათავისუფლების შემდეგ პირდაპირ გერმანიაში გაამგზავრეს.
გარდა ამისა, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისივე ინფორმაციითაც მუხთარლი მალე გერმანიაში იქნება. დამატებით ინფორმაციას ლეილა მუსტაფაევა არ ფლობს.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს, აფგან მუხთარლის, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობდა.