შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მოკავშირეების სამხედროებმა ავღანეთის ტერიტორია 14 თვეში უნდა დატოვოთ თუ "თალიბანი" ხელს მოაწერს შეთანხმების ტექსტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. იუწყება BBC-ი.
შეთანხმება, რომელსაც აშშ-ისა და "თალიბანის" წარმომადგენლებმა ხელი დღეს ყატარში უნდა მოაწერონ, მიზნად ისახავს ავღანეთში 18-წლიანი კონფლიქტის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებას.
მოელიან, რომ ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოლაპარაკებები გაიმართება "თალიბანსა" და ავღანეთის ხელისუფლებას შორის.
შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი კოალიცია ქვეყანაში 2001 წელს შეიჭრა, რათა მოეშორებინა თალიბანის რეჟიმი, რომელსაც იმავე წლის სექტემბერში, შეერთებულ შტატებზე თავდასხმაში ბრალდებული ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელი ჰყავდა შეფარებული.
ამ დროის განმავლობაში, ავღანეთში 2400-მდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.