28 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 1.37 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0782 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0686 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4485 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5975 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 თებერვალიდან შევა ძალაში.