✅აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. პროექტთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, პირველ მოადგილესთან თორნიკე კუჭავასთან ერთად, KfW-ს ბანკის პროექტების მენეჯერს ბერნდ ჰასელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი პროექტის მიმდინარეობას შეეხო.
➡მიმდინარე წელს, აჭარის რამდენიმე სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
➡პროექტის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები იქმნება.
➡პროექტი საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW - თან ერთად, "წყლის ალიანსის" მიერ ხორციელდება.
➡საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
🚰აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.