აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ ეველინ ფარკასმა კომენტარი რუსეთის მთავრობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კრისტიან ამანპურის შოუში გააკეთა. მან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქმედებები ბიძინა ივანიშვილისას შეადარა.
ბოლოს კი თქვა: "არ მსიამოვნებს, რომ საქართველოს კრიტიკა მიწევს, რადგან რუსეთისგან განსხვავებით ის [საქართველო] მცდელობას არ აკლებს."
"ვფიქრობ, თუ პუტინი მოახერხებს იპოვოს ვინმე, ვინც მედვედევივით მორჩილი იქნება, ის აუცილებლად გახდის მას პრეზიდენტს, შემდეგ კი, კულუარებიდან შეეძლება ლიდერების კონტროლი. რეალურად, ამას ვხედავთ საქართველოში, იქ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი - ის კვლავაც არის ძალა თავისი პარტიის უკან.
ასე რომ, ეს შესაძლებელია სისტემაში, სადაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია", - თქვა ეველინ ფარკასმა.