კიევში პატივი მიაგეს თეირანში ავიაკატასტროფაში უკრაინის 11 მოქალაქის ცხედრებს.
სამგლოვიარო ცერემონიას აეროპორტში ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრემიერ-მინისტრი ალექსი გონჩარუკი, უმაღლესი რადას სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვი და სხვა ოფიციალური პირები.
ხელისუფლების წარმომადგენელთა აეროპორტში შეიკრიბა ასეულობით მოქალაქე, დაღუპუთა ოჯახის წევრები, ახლობლები და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თანამშრომლები.
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევს 8 იანვარს მიემგზავრებოდა, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 2 წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.
დაღუპულია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ცხრა თანამშრომელი და ორი მგზავრი.
11 იანვარს, გამთენიისას, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა თვითმფრინავის ჩამოგდება და ამას ადამიანური შეცდომა უწოდა.