ტრადიციული ტაილანდური მასაჟი UNESCO-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბოგოტაში, იუნესკოს მთავრობათაშორისი გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოცხადდა.
ამავე ასამბლეაზე UNESCO-მ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ალპინიზმი და დამასკოს ვარდი შეიტანა.