ქვეყნის მთავარსარდლის ასეთი განცხადება არის ქვეყნის ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, უიმედობაში, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბშვილის განცხადებას ქართული ჯარის შესახებ.
"ქვეყნის მთავარსარდალი ესეთ განცხადებას რომ გააკეთებს ამას ქვია, ქვეყნის, ერის,ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, ანუ უიმედობაში.
ესეთი განცხადება, დავით აღმაშენებელს,ერეკლე მეფეს ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენ საამაყო მეფეებს ,რომ გაეკეთებიათ ჩვენ ყველა ომს წავაგებდით. რა არის და რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი.
არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს, ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, ჩვენ გადავრჩებით", - წერს მიტროპოლიტი.
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გუშინ გააკეთა.