საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კონსულტაციები არ გაუვლია, არც პარტიის თავმჯდომარესთან [ბიძინა ივანიშვილი] და არც გუნდის სხვა წევრებთან.
„დავრჩი დამოუკიდებელ დეპუტატად. მიზეზი ბევრია, ბოლო დროს განვითარბეული მოვლენები, იყო ბევრი მიზეზი. ცოტა ხანს თუ დამაცდით ყველაფერს გეტყვით“, - განაცხადა ერქვანიამ.
დღეიდან, ალექსანდრე ერქვანია დამოუკიდებელ დეპუტატთა რიცხვს შეუერთდება.