"ივანიშვილს და მის კლოუნების გუნდს ექნებათ პრობლემები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ექნებათ დიდი პრობლემები ქვეყნის გარეთ,"- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ბოკერია ამბობს, რომ პერსონალურად ივანიშვილსაც სერიოზული პრობლემები ექნება ქვეყნის გარეთ, თუ ის რაციონალურ კომპრომისზე არ წავა და არ დათანხმდება ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას.
"შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს შიგნით არსებული ვითარება, გარე გამოწვევებსაც შევეხეთ, რადგან ამის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა, ის რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს ქვეყნის შიგნით. როგორ შექმნა ეს კრიზისი, როგორ აღრმავებს ამ კრიზისს თავისი უგუნური და უკანონო კრიმინალური მოქმედებებით. პოლიტიკური ფიგურების დაკავებითა და უტიფრობის გაგრძელებით, ჯერჯერობით”, - ამბობს ბოკერია.
ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ორი გზა აქვთ, ან გადადგან ნაბიჯი განმუხტვისკენ, ან "გააგრძელონ უტიფრობა და აღმოჩნდნენ იზოლირებული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ."
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროპარლამენტარებს დღეს, 8 დეკემბერს შეხვდნენ.