ამერიკული გამოცემის Time-ის გარეკანზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოხვდა.
ამავე ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ზელენსკისთან, სადაც ის დონალდ ტრამპთან ურთიერთობასა და პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე საუბრობს.
ნათქვამია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის პირველი რაუნდიდან განსაკუთრებულ შედეგებს არ მოელის, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, რათა დასრულდეს მრავალწლიანი კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.
ჟურნალისტთან საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად აშშ-ში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესისა, უკრაინას კვლავაც სჭირდება შეერთებული შტატებიც მტკიცე მხარდაჭერა.
ფოტო: Paolo Pellegrin, TIME