თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ თანამდებობები და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატების საპარლამენტო უმრაველესობის რიგებიდან გასვლის გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანოპნპროექტის ჩავარდნას უკავშრიდება.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
101 დეპუტატი მომხრე, 3 წინააღმდეგი იყო.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.