რუსმა ისტორიკოსმა, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ოლეგ სოკოლოვმა მოკლა სტუდენტი ანასტასია ეშენკო.
ოლეგ სოკოლოვსა და ანასტასია ეშენკოს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 7 ნოემბერს მოხდა. ოლეგ სოკოლოვმა ანასტასია ეშენკოს გადაჭრილი თოფიდან ესროლა, შემდეგ მისი გვამი დაანაწევრა, ზურგჩანთაში მოათავსა და მდინარეში გადააგდო.
დანაშაულის ჩადენიდან მალევე, სოკოლოვმა აღიარა მკვლელობა და თავი დანმაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით სოკოლოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო სხდომაზე, პროფესორმა გარდაცვლილი გოგო აგრესიულ ქცევაში დაადანაშაულა და მას ურჩხული უწოდა.
"გოგონა, რომელსაც იდეალურად ვთვლიდი, ზღაპარიდან მონსტრად გადაიქცა. ასეთი აგრესია არასდროს მინახავს", - თქვა სოკოლოვმა.
პროფესორის თქმით, რომ ანასტასია ეშენკო მას დანით დაესხა თავს და ამიტომ იძულებული გახდა, მისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა.