ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ს ჩვენებას დღესაც აპროტესტებენ. კინოთეატრ "ამირანთან" მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ადამიანების კონსტიტუციური უფლება იყოს დაცული.
"პრევენციის მიზნით კინოთეატრებში იმყოფებოდნენ კინოლოგები და გამნაღმველები. ასევე ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი რაოდენობის საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შსს, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება კანონდარღვევას, პოლიცია მიიღებს შესაბამის კანონიერ ზომებს“, - განაცხადა კახა ბუხრაძემ.