საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ლუქსემბურგში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას 200-მდე სტუმარი დაესწრო.
✅ღონისძიების მიზანია ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) საქართველოს ცნობადობის ამაღლება.
✅კინოფესტივალ Cineast-ის ფარგლებში გამართული ღონისძიება ბელგიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.
✅ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ ვიდეორგოლების ჩვენება გამართა. ქართული საღამოს ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.