პრობლემა ის კი არ არის, ადამიანმა თავისი მრწამსის დემონსტირება მოახდინოს, პრობლემაა ოპონენტებზე თავდასხმა შავრაზმული მოტივებით. ეს არის პუტინის პროპაგანდა, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საზოგადოების რეაქციებს მის მიერ გორში ნათქვამ ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს".
"ეს არის წყალგამყოფი ჩვენს [სააკაშვილს] შორის", - თქვა ბოკერიამ ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარ აქცენტებში".
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის ნიკა გვარამიას შეკითხვაზე - ფიქრობთ რომ სააკაშვილი პუტინის პროპაგანდას ეწევა, ბოკერიამ უპასუხა, რომ "ასე გამოსდის".
ბოკერიას შეახსენეს, მის მიერ სააკაშვილის გაკრიტიკება, როდესაც სააკაშვილმა თავისი რელიგიური გრძნობების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს გიგა ბოკერია ტრადიციებისა და რელიგიის უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
"მე ვთვლი, რომ სააკაშვილის ფრაზა, დასავლური კოლონიალიზმი და რუსული იმპერიალიზმი ერთ კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ, მიმაჩნია უმძიმეს შეცდომად. ეს პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს", - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ გაემიჯნება ყველა სისულელეს, რომელიც სააკაშვილსა და ენმ-ს უთქვამს და "ასეთი ბევრია".
"მე გავემიჯნები იმას, რაც სისულელედ მიმაჩია, მათ რაც უნდა ის ქნან. სამთავრობო პროპაგანდა ამ განცხადებებს მოგვაწერს ჩვენც. მე ყოველთვის დავაფიქსირებ სად არის სისულელე, რომ ამომრჩეველმა იცოდეს სად არის განსხვავება", - თქვა ბოკერიამ.