ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადა პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა მიზანს ემსახურება საქართველოში მისი ვიზიტი და უკრაინის მსგავსას, საქართველოსთვისაც ხომ არ ჩამოიტანა ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა.
„არა, მე ამჯერად სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავეშუროთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით. საზღვრის კონტროლი, ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი დრო, დიდ მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები. რაც შეეხება ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას, სამი წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალი სამიტის დონეზე, უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტების, გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. ეს შეიძლება არ არის იმდენად აქტუალური, თუმცა შინაარსი რჩება შინაარსად“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.