თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. მეზობლები ჰყვებიან, რომ მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მამაკაცმა მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილის ქმარია.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი, მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.