🍇21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 65 ათასი რქაწითელი, 28 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
🛑ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.
‼️ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობამ 10-11 ათას ტონას აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ პიკური გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები. ასეთ შემთხვევებში, ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე ღვინის მარნებში.