სამი მთავრობა გამოვიცვალე და ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ვისაც ღირსება აქვს, - ამის შესახებ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უსამართლობითა და უთანასწორო ბრძოლით დაიღალა.
"დღევანდელ დღეს ივანიშვილის გული ვერ გაუძლებს. მე უკვე არ მახსოვს რამდენ დღეს ითვლის ეს ყველაფერი. ამასობაში სამი მთავრობა მაქვს გამოცვლილი. სამი მთავრობა! ამ სამ მთავრობაში ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ვისაც ჰქონდეს ღირსება, კაცობა, ვაჟკაცობა რომ ეღიარებინათ რაც ჩაიდინეს პანკისის ხეობაში. რა ტრაგედიაა დაატრიალეს მაჩალიკაშვილების ოჯახში. დღესაც კი გრძელდება ეს უბედურება. მართალია, დავიღალე, ამ უსამართლობით, ამ უთანასწორო ბრძოლით“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.