ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვის თემატიკაზე ტრენინგი გაიმართა.
ორდღიანი სემინარი საერთაშორისო ექსპერტმა ჩინეთიდან, პროფესორმა მინჯუან დენგ -ვესტფალმა გამართა. ღონისძიებაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტრენინგის პირველ დღეს ტურიზმის სფეროს, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების 150 წარმომადგენლი დაესწრო, ხოლო მეორე დღეს სემინარი საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციებისათვის მოეწყო.
ტრენინგი „როგორ მოვიზიდოთ ჩინელი ტურისტები“ შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ტურისტული ბაზრის ანალიზი (მოგზაურობის კულტურა, ქცევის ეტაპები, ტურისტულ პროდუქტზე ინტერესი, გადამხდელუნარიანობა, მომსახურებაზე მოთხოვნა და სხვა); ტურიზმის ინდუსტრიის ანალიზი (ინდუსტრიის სტრუქტურა და მასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მეთოდები) ბაზარზე პოზიციონირება და მარკეტინგი (ეფექტური საკომუნიკაციო არხები).
„ეს ტრენინგი ეხებოდა ძალიან საინტერესო მიმართულებას", განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა