უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრი პროტესტი გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე და ქალაქ სევასტოპოლში ვიზიტის გამო. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ეს ვიზიტი, ისევე როგორც წინა სხვა, რუსეთის ხელისუფლების თანამდებობის პირების უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი ვიზიტები, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ყირიმი და სევასტოპოლი უკრაინის განუყოფელ ნაწილია. რუსი მაღალჩინოსნების ვოიაჟებს არ შეუძლიათ უკრაინის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გამყარებული ტერიტორიული სტატუსი შეცვალონ და ის მხოლოდ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფის დემონსტრირებაა", - აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
10 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმს ეწვია მონაწილეობა მიიღო მოტოკლუბ „ღამის მგლების" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბაიკ-შოუ „ბაბილონის აჩრდილში."