ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სისტან-ბელუჯისტანის რეგიონში, რის გამოც კლინიკებს 450-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს.
ბელუჯისტანის რეგიონის კრიზისიული სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 127 ადამიანი სტაციონარში განათავსეს, ხოლო დანარჩენებმა ამბოლატორიული დახმარებით ისარგებლეს და კლინიკები დატოვეს.
მეტეოროლოგიური სამსახურების ინფორმაციით, ქარიშხლის მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით 70 კმ/სთ, ქალაქ ზაბოლში დაფიქსირდა.