პოლონეთში დააკავეს 25 ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ აღმოსავლეთ პოლონეთში პირველად ჩატარებულ ანტიჰომოფობიურ აქციას. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდოებში ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ლგბტ აქტივისტებს, თანასწორობის მარშის მიმდინარეობისას, რომელიც ქალაქ ბიალისტოკში პირველად ჩატარდა.
თავდასხმას გამოეხმაურა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ელზბიეტა ვიტეკა და განაცხადა, რომ „ყველამ უნდა იცოდეს, თუ კანონს დაარღვევს, პასუხსაც აგებს“.