მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნად შეუსრულებელი დაპირებები სახელდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე - რა არის მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა?, პასუხები ასე გადანაწილდა: 12% - შეუსრულებელი დაპირებები; 6 % - ეკონომიკური კრიზისი; 6 % - უმუშევრობა; 4% - სიღარიბე; 4 % - კოჰაბიტაცია; 30 პროცენტი - არ ვიცი; 8 % - მთავრობას ჩავარდნა არ აქვს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, რესპოდენტების სახლებში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა 18 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებთან. გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილება (+ , -)2.5 პროცენტს შეადგენს.