16 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8555 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.53 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2107 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2210 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5007 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5551 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ივლისიდან შევა ძალაში.