გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური შეხვედრის დროს ისევ შეუძლოდ გახდა. ეს ბოლო სამი კვირის განმავლობაში უკვე მესამედ მოხდა. იუწყება Reuters-ი.
მერკელი ფინეთის პრემიერ მინისტრთან ანტი რინესთან შეხვედრის დროს აკანკალდა. შეხვედრის კადრები, რომელიც ბერლინში გაიმართა, Twitter-ში გავრცელდა.
მერკელი შეუძლოდ პირველად უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, 18 ივნისს გახდა. მაშინ კანცლერმა თავისი მდგომარეობა გაუწყლოებით ახსნა. მეორედ იგივე 27 ივნისს განმეორდა, გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას.
ივნისის ბოლოს მერკელმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.