გუშინ, გვიან ღამით, მეტროსადგულ "რუსთაველში" მომხდარი ინციდენტზე, რა დროსაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "პირველმა არხმა" გაავრცელა. ინციდენტს შეესწრო არხის ჟურნალისტი, რომლის ინფორმაციით ახალგაზრდებს მიმართავდნენ შემდეგი სიტყვებით - "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება".