ფრანგ მილიონერებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ გადამწვარი ნოტრ-დამის აღსადგენად ასეულობით მილიონ ევროს გაიღებდნენ, ამ დრომდე ფონდში თანხა არ ჩაურიცხავთ. ამის შესახებ ტაძრის წარმომადგენლები საუბრობენ.
„დიდ დონორებს ცენტიც არ ჩაურიცხავთ. მათ უნათ, რომ ზუსტად იცოდნენ რაში დაიხარჯება მათი გადახდილი თანხა. მათ არ სურთ სარესტავრაციო სამუშაოებში თანამშრომლების ხელფასების დაფინანსება. “,- აღნიშნა ნოტრ დამის მედიასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა ანდრე ფინომ ევრონიუსთან საუბარში.
ფრანგი მილიონერების მიერ, გადამწვარი ნოტრდამის აღსადგენად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი უნდა შეგროვილიყო, თუმცა მსხვილ დონორებს ფონდისთვის ამ დრომდე თანხა არ ჩაურიცხავთ. ანდრე ფინოს განცხადებით, სარესტავრაციო სამუშაოებში 150 თანამშრომლისთვის ხელფასის სახით უვე გაცემულია 3,5 მილიონი ევრო.
ფრანსუა პინო, ქერინგ ჯგუფის დირექტორი, რომელიც გუჩის, სენ ლორენის მოდის სახლს აერთიანებს, პირობა დადო რომ 100 მილიონ ევროს გადაიხდიდა. ბერნარდ არნოლტმა, რომელიც „ლუი ვიტონისა“ და „დიორის“ ბრენდებს ფლობს აღნიშნა, რომ ის ტაძირის აღსადგენად 200 მილიონს გაიღებდა. ქველმოქმედებას, 200 მილიონი ევროს სახით ლორეალის ფირმის დირექტორიც აპირებდა, თუმცა ამ დრომდე ტაძრისთვის მასაც არ ჩაურიცხავს თანხა.
ტაძრის პრესამსახურში იუწყებიან, რომ დონორები რეკონსტრუქციის გეგმის პროცესს აკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს, გაუჩნდა. 400-მდე მეხანძრე მის ლოკალიზებას ცხრა საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ხანძარს გადაურჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.
პარიზის პროკურორმა რემი ეიტზმა თქვამ რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ. პროკურატურა მთავარ ვერსიად უბედურ შემთხვევას განიხილავს.
დაწყებულია სახსრების შეგროვება ნოტრ-დამის აღსადგენად. შესაბამისი განყოფილება გამოჩნდა საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო ფონდის ვებ-გვერდზე. მომხმარებელს სთავაზობენ 50-დან 500 ევრომდე თანხის შეტანას, ან სხვა, ნებისმიერი თანხის მითითებას. ალტერნატივაა – ყოველთვიურად ნაკლები თანხის ჩამოჭრა – 10-დან 100 ევრომდე, ან სხვა თანხის მითითება, შერჩევით.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტაძრის სრულ რესტავრაციას დაახლოებით 8 მილიარდი ევრო დასჭირდება.