საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.
სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.
დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია იმართება.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას. მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.