5,3 მილიონ სტერლინგად შეფასებული სახლი, რომელიც ბრიტანეთის დედოფალსა და მის მეუღლეს, პრინც ფილიპს ეკუთვნის, იყიდება. პალაცოს სტილის ვილა 6 - საძინებლიანი რეზიდენციაა, რომელიც მალტის დედაქალაქ ვალეტაში მდებარეობს.
დედოფლის სახლი 6 საძინებელთან ერთად იტევს 3 სააბაზანოს, უზარმაზარ მისაღებ ოთახს, ზღვის ხედს, გადახურულ ტერასას, სტუმართა და მსახურთა ოთახებს და რა თქმა უნდა დიდებულ ისტორიას. მიუხედავად ამისა, დღეს რეზიდენცია მოუვლელია, ბაღები გასასხლავი და ექსტერიერი შელახული.
ახლადშეუღლებული ელისაბედ II ქორწინების პირველ თვეებს მალტაზე არსებულ სახლში ატარებდა. დედოფლის კორონაციამდე, წყვილმა ცოტა ხანს „ჩვეულებრივი ცხოვრებით“(sky news) შეძლო ტკბობა.
1949-51 წლებში, სახლი სამეფო რესიდენციის შემადგენლობაში იყო. იმ ხნად, პრინცი ფილიპი მისი უდიდებულესობის მითითებით, ხმელთაშუა ზღვაში სამეფო საზღვაო ფლოტს ხელმძღვანელობდა.