მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განკარგულება გააუქმა, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა მოაწერა. ამის შესახებ დოდონმა ბრიფინგზე განაცხადა.
"პარლამენტის დათხოვნისა და 6 სექტებრისთვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შესახებ დეკრეტი არ შეესაბამება კონსტიტუციურ ნორმებს, ამიტომ ხელი მოვაწერე განკარგულებას ამ დეკრეტის ანულირების შესახებ“, - გაანცხაად დოდონმა.
მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისია. თებერვალში გამართული საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი გაჭიანურდა.
8 ივნისს პარლამენტში პრორუსულ "სოციალისტურ პარტიასა" და პროევროპულ ძალებს შორის ალიანსი შედგა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მმართველი კოალიცია კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით ჩამოყალიბდა. ამის გამო, სასამართლომ ახალი მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადა, დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება პრეზიდენტ იგორ დოდონს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს დაავალა. ფილიპმა ვადამდელი არჩევნები 6 სექტემბერს დანიშნა.