10 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7348 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.7344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.04 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0920 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0803 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4722 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4705 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ივნისიდან შევა ძალაში.