მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მას შემდეგ რაც, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელმა რუსეთს „ძველი მტერი“ უწოდა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა „El Periodico”-სთან ინტერვიუში, გასულ კვირას, განაცხადა: „რუსეთი, ჩვენი ძველი მტერი, კიდევ ერთხელ ამბობს, მე აქ ვარ და ისევ გვიქმნის საფრთხეს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ბორელის კომენტარს მკაცრი შეფასება მოჰყვა.
„ეს კომენტარი საფრთხეს უქმნის ესპანეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და პარტნიორობას“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.