თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, სახლში სანადირო თოფი ნახეს.
"მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.