დღეს, 22 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია "სოლიდარობა პანკისს". აქცია „სოლიდარობა პანკისს“ გუშინაც გაიმართა, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების პარალელურად.
აქციის მინაწილეების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ გამოეხმაურებიან პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს და ამ ფორმით პოლიციისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ მოქმედებებს გააპროტესტებენ. აქციაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პანკისელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.